მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569761.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბევრი მცენარის ფესვს არ აქვს ფესვის წნევა.
Many plants do not generate any root pressure.
569762.
ბიოლოგია | თავი XXXVI
იმ მცენარეებშიც კი, სადაც გუტაცია ხდება, ფესვის წნევა ვერ უტოლდება აორთქლების სიჩქარეს მზის ამოსვლის შემდეგ.
Even in plants that display guttation, root pressure cannot keep pace with transpiration after sunrise.
569763.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ძირითადად, ქსილემის წვენი ქვემოდან კი არ ამოდის ზემოთ ფესვის წნევის ზეგავლენით, არამედ მას თავად ფოთლები ქაჩავენ ზევითკენ.
For the most part, xylem sap is not pushed from below by root pressure but pulled upward by the leaves themselves.
569764.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსილემის წვენის აქაჩვა: ტრანსპირაცია-გადაბმა-დაჭიმვა (მექანიზმი).
Pulling Xylem Sap: The Transpiration-CohesionTension Mechanism.
569765.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ნივთიერების ზევით ასატანად, შეგვიძლია, გამოვიყენოთ დადებითი წნევა ქვემოდან ან უარყოფითი წნევა ზემოდან (ეს იგივეა, რაც სითხის შეწრუპვა საწრუპით).
To move material upward, we can apply positive pressure from below or negative pressure from above (as when sucking liquid through a straw).
569766.
ბიოლოგია | თავი XXXVI
აქ ყურადღებას გავამახვილებთ იმ პროცესზე, რომლის მეშვეობითაც წყალი ადის ზემოთ ქსილემაში არსებული უარყოფითი წნევის ზეგავლენით.
Here we will focus on the process by which water is pulled upward by negative pressure in the xylem.
569767.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ტრანსპორტირების ამ მექანიზმის კვლევისას, ვნახავთ, რომ ტრანსპირაცია აწევის ძალას ქმნის, წყლის მოლეკულების გადაბმა კი, წყალბადის ბმების მეშვეობით, ატარებს აწევის ძალას ქსილემის მთელ სიგრძეზე ფესვებამდე.
As we investigate this mechanism of transport, we will see that transpiration provides the pull, and the cohesion of water due to hydrogen bonding transmits the upward pull along the entire length of the xylem to the roots.
569768.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ტრანსპირაციის ძალა.
Transpirational Pull.
569769.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბაგეების ხვრელები, რომლებიც წარმოადგენს მიკროსკოპულ ფორებს ფოთლის ზედაპირზე, ქმნის ჰაერის შიდა ზონების ლაბირინთს, რომლებიც მეზოფილურ უჯრედებში ნახშირორჟანგს უშვებს, რაც მათ ფოტოსინთეზისთვის ესაჭიროება.
Stomata, the microscopic pores on the surface of a leaf, lead to a maze of internal airspaces that expose the mesophyll cells to the carbon dioxide they need for photosynthesis.
569770.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამ ზონებში არსებული ჰაერი გაჟღენთილია წყლის ორთქლით, რადგან ის უჯრედების ტენიან კედლებთანაა კონტაქტში.
The air in these spaces is saturated with water vapor because it is in contact with the moist walls of the cells.
569771.
ბიოლოგია | თავი XXXVI
უმეტესობა დღეებში, ჰაერი ფოთლის გარეთ უფრო მშრალია, ასე რომ, მას წყლის უფრო დაბალი პოტენციალი აქვს, ვიდრე ჰაერს ფოთლის შიგნით.
On most days, the air outside the leaf is drier; that is, it has a lower water potential than the air inside the leaf.
569772.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამგვარად, წყლის ორთქლი ფოთლის ჰაერის ზონებში დიფუზირდება წყლის ნაკლები პოტენციალის მქონე ზონაში და გამოდის ფოთლიდან ბაგების ხვრელების გავლით.
Therefore, water vapor in the airspaces of a leaf diffuses down its water potential gradient and exits the leaf via the stomata.
569773.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყლის ორთქლის სწორედ ასეთ დაკარგვას ფოთლიდან დიფუზიის გზით ეწოდება ტრანსპირაცია.
It is this loss of water vapor from the leaf by diffusion and evaporation that we call transpiration.
569774.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაგრამ როგორ უკავშირდება ფოთლიდან წყლის ორთქლის დაკარგვა მცენარეში წყლის ზევით მოძრაობისთვის საჭირო ამწევ ძალას?
But how does loss of water vapor from the leaf translate into a pulling force for upward movement of water through a plant?
569775.
ბიოლოგია | თავი XXXVI
უმთავრესი ჰიპოთეზა მდგომარეობს შემდეგში: უარყოფითი წნევა, რომელიც იწვევს წყლის ქსილემაში ზევით მოძრაობას, წარმოიქმნება ჰაერისა და წყლის შეხების ზედაპირზე მეზოფილური უჯრედების კედლებში.
The leading hypothesis is that negative pressure that causes water to move up through the xylem develops at the air-water interface in mesophyll cell walls.
569776.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყალი ფოთლებში ქსილემის გავლით ფოთლის ძარღვებში მიდის და შემდეგ გადადის მეზოფილურ უჯრედებში და მათ კედლებში.
Water is brought to the leaves via the xylem in leaf veins and then is drawn into the mesophyll cells and into their cell walls.
569777.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს მოძრაობა დამოკიდებულია წყლის ცელულოზურ მიკროფიბრილებთან და მცენარეული უჯრედის კედლის სხვა ჰიდროფილურ კომპონენტებთან შერწყმაზე.
This movement depends on adhesion of water to cellulose microfibrils and other hydrophilic components in plant cell walls.
569778.
ბიოლოგია | თავი XXXVI
პირველად, წყალი ორთქლდება წყლის თხელი აპკიდან, რომელიც საზღვრავს მეზოფილური უჯრედების გარშემომრტყმელ ჰაეროვან ზონებს.
At first, water evaporates from a thin water film lining the airspaces surrounding mesophyll cells.
569779.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ვინაიდან თანდათან მეტი წყალი იკარგება და გადადის ჰაერში, ჰაერისა და წყლის შეხების ზედაპირი შედის უფრო ღრმად უჯრედის კედელში და უფრო მრუდი ხდება.
As more water is lost to the air, the air-water interface retreats deeper into the cell wall and becomes more curved.
569780.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მეტი მოლეკულის აორთქლებით, სიმრუდის ხარისხი და წყლის მოლეკულების ზედაპირის დაჭიმულობა იზრდება და წნევა ჰაერისა და წყლის შეხების ზედაპირზე თანდათან უფრო უარყოფითი ხდება.
As even more molecules evaporate, the degree of curvature and the surface tension of the water molecules increase, and the pressure at the air-water interface becomes increasingly negative.