მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569981.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ასევე შესაძლებელია დავადგინოთ უკვე გამხმარი მცენარის ნარჩენებში არსებული ქიმიური შემადგენლობა.
We can then analyze the chemical composition of the dry residue.
569982.
ბიოლოგია | თავი XXXVII
გამხმარი მცენარის წონის 96% შეადგენს ორგანული ნივთიერებები, ხოლო არაორგანული ნივთიერებები - დანარჩენ 4%.
Organic substances account for about 96% of the dry weight, with inorganic substances making up the remaining 4%.
569983.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ორგანული მასალის დიდი ნაწილი ნახშირწყლები და უჯრედების კედლის ცელულოზაა/უჯრედისია.
Most of the organic material is carbohydrate, including the cellulose of cell walls.
569984.
ბიოლოგია | თავი XXXVII
აქედან გამომდინარე, ნახშირწყალბადის შემადგენლობა – ნახშირბადი, ჟანგბადი და წყალბადი ხმელი მცენარის შემადგენელი ელემენტების უდიდეს ნაწილს შეადგენს.
Thus, the components of carbohydrates-carbon, oxygen, and hydrogen-are the most abundant elements in the dry weight of a plant.
569985.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ვინაიდან ზოგიერთი ორგანული მოლეკულა შეიცავს აზოტს, გოგირდს ან ფოსფორს, მცენარეც, რასაკვირველია, შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს აღნიშნულ ელემენტებს.
Because some organic molecules contain nitrogen, sulfur, or phosphorus, these elements are also relatively abundant in plants.
569986.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მაკროელემენტები და მიკროელემენტები.
Macronutrients and Micronutrients.
569987.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარის არაორგანულ ნივთიერებათა შორის ორმოცდაათზე მეტი ქიმიური ელემენტია დადგენილი, მაგრამ ყველა ელემენტი როდია მნიშვნელოვანი მცენარის ზრდა-განვითარებისთვის.
More than 50 chemical elements have been identified among the inorganic substances in plants, but not all of these elements are essential.
569988.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ქიმიური ელემენტი მცენარისთვის აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ის ხელს უწყობს მცენარის ზრდის სრული ციკლის შესრულებას და გამრავლებას.
A chemical element is considered an essential element if it is required for a plant to complete a life cycle and produce another generation.
569989.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარის ქიმიური შემადგენლობის შესწავლის დროს ჩვენ უნდა განვასხვაოთ ელემენტები, რომლებიც აუცილებელია და ელემენტები რომლებიც არა აქვთ სასიცოცხლო მნიშვნელობა, მაგრამ მაინც მცენარის შემადგენლობაში ფიქსირდება.
In studying the chemical composition of plants, we must distinguish elements that are essential from those that are merely present in the plant.
569990.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარეში არსებული ქიმიური ელემენტები, გარკვეულწილად, მიუთითებენ ნიადაგის შემადგენლობაზეც.
To some extent, the chemical elements in a plant reflect the soil composition.
569991.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარეები, რომლებიც ბუნებრივი წიაღისეულის საბადოების ტერიტორიაზე იზრდებიან, ხშირ შემთხვევაში შეიცავენ მაგ: ოქროს ან ვერცხლს, მაგრამ ამ ელემენტებს, მცენარის კვების თვალსაზრისით, არანაირი ფუნქცია არ აქვთ.
Plants growing on mine tailings, for instance, may contain gold or silver, but these minerals have no nutritional function.
569992.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტების დასადგენად, მეცნიერებმა გამოიყენეს ჰიდროპონიკის მეთოდი (hydroponic culture), როდესაც მცენარეს გაზრდა ნიადაგის გარეშე, მხოლოდ მინერალებით ხდება.
To determine which chemical elements are essential elements, researchers use hydroponic culture, in which plants are grown without soil by using mineral solutions.
569993.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ასეთი კვლევების საშუალებით დაადგინეს 17 ელემენტი, რაც აუცილებელია ყველა მცენარისთვის (ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში 37.1 მომდევნო გვერდზე).
Such studies have helped identify 17 essential elements that are needed by all plants (Table 37.1, on the next page).
569994.
ბიოლოგია | თავი XXXVII
აუცილებელი ელემენტებიდან, ცხრა საკვები მაკროელემენტია, ვინაიდან მცენარეებს ისინი დიდი რაოდენობით სჭირდება.
Nine of the essential elements are called macronutrients because plants require them in relatively large amounts.
569995.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ჩამოთვლილთაგან, პირველი ექვსი ძირითადი შემადგენელი ორგანული ელემენტია, რომლებიც მცენარის სტრუქტურას ქმნის: ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი, აზოტი, ფოსფორი და გოგირდი.
Six of these are the major components of organic compounds forming the structure of a plant: carbon, oxygen, hydrogen, nitrogen, phosphorus, and sulfur.
569996.
ბიოლოგია | თავი XXXVII
სხვა მაკროელემენტებია კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი.
The other three macronutrients are potassium, calcium, and magnesium.
569997.
ბიოლოგია | თავი XXXVII
დანარჩენი რვა აუცილებელი ელემენტი ცნობილია როგორც მიკროელემენტები, ვინაიდან მცენარეები მათ მცირე ოდენობით იღებენ.
The remaining eight essential elements are known as micronutrients because plants need them in very small amounts.
569998.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ასეთ ელემენტებს მიეკუთვნება; ქლორი, რკინა, მაგნიუმი, ბორი, თუთია, სპილენძი, ნიკელი და მოლიბდენი.
They are chlorine, iron, manganese, boron, zinc, copper, nickel, and molybdenum.
569999.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარეებში მიკროელემენტები ასრულებენ ე.წ. ალგებრული დანამატის ფუნქციას, რაც ფერმენტების რეაქციის არაპროტეინული სახის დახმარებას ნიშნავს.
Micronutrients function in plants mainly as cofactors, non-protein helpers in enzymatic reactions.
570000.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მაგალითად, რკინა ციტოქრომის მეტალოკომპონენტია, ცილა, რომელიც ქლოროპლასტისა და მიტოქონდრიების ელექტრონ-გადამტან გზაში მონაწილეობს.
Iron, for example, is a metallic component of cytochromes, the proteins in the electron transport chains of chloroplasts and mitochondria.