მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570001.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ეს განპირობებულია იმით, რომ საკვები მიკროელემენტები ძირითადად კატალიზატორის როლს ასრულებენ, რაც მცენარეებს ძალიან მცირე რაოდენობით სჭირდებათ.
It is because micronutrients generally play catalytic roles that plants need only minute quantities.
570002.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მიკროელემენტი მოლიბდენი იმდენად მცირე რაოდენობითაა საჭირო, რომ თუ გამხმარი მცენარის მასალაში 60 მილიონ წყალბადის ატომია, ამ იშვიათი ელემენტის – მოლიბდენის - მხოლოდ 1 ატომი შეიძლება აღმოვაჩინოთ.
The requirement for molybdenum, for instance, is so modest that there is only one atom of this rare element for every 60 million atoms of hydrogen in dried plant material.
570003.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მინერალების დეფიციტის სიმპტომები.
Symptoms of Mineral Deficiency.
570004.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მინერალების დეფიციტის სიმპტომები ნაწილობრივ დამოკიდებულია მკვებავი ელემენტის ფუნქციაზე.
The symptoms of a mineral deficiency depend partly on the nutrient's function.
570005.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მაგალითად, მაგნიუმის ნაკლებობა, რაც ქლოროფილის შემადგენელი ნაწილია, იწვევს მცენარის ფოთლების გაყვითლებას და ცნობილია როგორც ქლოროზი.
For example, a deficiency of magnesium, a component of chlorophyll, causes yellowing of the leaves, known as chlorosis.
570006.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ზოგჯერ მინერალების ნაკლებობა და სიმპტომებს შორის ურთიერთდამოკიდებულება არაპირდაპირია.
In some cases, the relationship between a mineral deficiency and its symptoms is less direct.
570007.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მაგალითად, რკინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ქლოროზი მიუხედავად იმისა, რომ ქლოროფილი არ შეიცავს რკინას.
For instance, iron deficiency can cause chlorosis even though chlorophyll contains no iron.
570008.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ეს ხდება იმიტომ, რომ რკინის იონებს საჭიროებს კოფაქტორი ქლოროფილის სინთეზის ფერმენტული პროცესის ერთ-ერთი ეტაპისთვის.
Because iron ions are required as a cofactor in one of the enzymatic steps of chlorophyll synthesis.
570009.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მინერალების დეფიციტის სიმპტომები, ასევე, დამოკიდებულია მკვებავი ელემენტის არა მარტო ფუნქციაზე, არამედ მის მობილობაზე მცენარეში.
Mineral deficiency symptoms depend not only on the role of the nutrient but also on its mobility within the plant.
570010.
ბიოლოგია | თავი XXXVII
იმ შემთხვევაში, თუ მკვებავი ელემენტი თავისუფლად მოძრაობს, სიმპტომები პირველ რიგში გამოვლინდება მცენარის ძველ ორგანოებში, ვინაიდან ახალგაზრდა, ზრდის პროცესში მყოფი ქსოვილები უფრო ძლიერ უმკლავდებიან საკვები ელემენტების ნაკლებობას.
If a nutrient moves about freely, symptoms will show up first in older organs because young, growing tissues have more "drawing power" for nutrients in short supply.
570011.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მაგალითად, მაგნიუმი შედარებით მობილური ელემენტია და დიდ ხანს რჩება მცენარის ნორჩ ფოთლებში.
For example, magnesium is relatively mobile and is shunted preferentially to young leaves.
570012.
ბიოლოგია | თავი XXXVII
აქედან გამომდინარე, მაგნიუმის ნაკლებობის პირველი სიმპტომები – ქლოროზი, თავდაპირველად, მცენარეს შედარებით უფრო ადრეულ ფოთლებზე გამოჩნდება.
Therefore, a plant starved for magnesium will show signs of chlorosis first in its older leaves.
570013.
ბიოლოგია | თავი XXXVII
პრეფერენციული გადანაწილების მექანიზმი ფლოემაში წყაროდან მიზნისკენ მიმართული ტრანსლოკაციია, რადგან მინერალები საქაროზის საშუალებით მოძრაობს ზრდის პროცესში მყოფ ქსოვილებში.
The mechanism for preferential routing is the source-to-sink translocation in phloem as minerals move along with the sugars to the growing tissues.
570014.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ნაკლებად მობილური მინერალის დეფიციტი, პირველ რიგში, გავლენას ახდენს მცენარის ახლადწამოზრდილ ნაწილებზე, ხოლო ზრდადასრულებული ნაწილები ახერხებენ შეინარჩუნონ ასეთი სახის მინერალები დეფიციტის დროს.
In contrast, a deficiency of a mineral that is relatively immobile will affect young parts of the plant first. Older tissues may have adequate amounts, which they are able to retain during periods of short supply.
570015.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მაგალითად, რკინა მიეკუთვნება ისეთი ელემენტების რიცხვს, რომლებიც მცენარეში თავისუფლად არ გადაადგილდება და რკინის დეფიციტი, პირველ რიგში, იწვევს ახლადწამოზრდილი ფოთლების გაყვითლებას, ხოლო შემდეგ ძველ ფოთლებზე ახდენს გავლენას.
For example, iron does not move freely within a plant, and an iron deficiency will cause yellowing of young leaves before any effect on older leaves is visible.
570016.
ბიოლოგია | თავი XXXVII
აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის ნაკლებობა ხშირია მცენარეებში.
Deficiencies of nitrogen, phosphorus, and potassium are most common.
570017.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მიკროელემენტების ნაკლებობას, ხშირ შემთხვევაში, ნიადაგის შემადგენლობა განაპირობებს და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონების მიხედვით განსხვავდება.
Shortages of micronutrients are less common and tend to occur in certain geographic regions because of differences in soil composition.
570018.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარის მინერალური დეფიციტის მიზეზის დადგენა შეუძლია ფიზიოლოგს ან გამოცდილ ფერმერს.
The symptoms of a mineral deficiency are often distinctive enough for a plant physiologist or farmer to diagnose its cause.
570019.
ბიოლოგია | თავი XXXVII
დასმული დიაგნოზის დასასაბუთებლად მცენარისა და ნიადაგის მინერალური შემადგენლობის ანალიზია საჭირო.
One way to confirm a diagnosis is to analyze the mineral content of the plant and soil.
570020.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ჩვეულებრივ, დეფიციტის აღმოსაფხვრელად მინიმალური რაოდენობის მიკროელემენტია საკმარისი.
The amount of a micronutrient needed to correct a deficiency is usually quite small.