მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570261.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ყვავილის ორგანოები - ჯამის ფოთოლაკები, ფურცლები, მტვრიანა და ნაყოფფოთლები მიმაგრებულია ღეროს ნაწილზე, რომელსაც სათავსი ეწოდება.
Floral organs-sepals, petals, stamens, and carpels-are attached to a part of the stem called the receptacle.
570262.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მტვრიანა და ნაყოფფოთოლი რეპროდუქციული, ხოლო ჯამის ფოთლები და ფურცლები - უნაყოფო ორგანოებია.
Stamens and carpels are reproductive organs, whereas sepals and petals are sterile.
570263.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჯამის ფოთოლაკები, რომლებიც მოიცავენ და იცავენ ყვავილოვან კვირტს, ვიდრე ეს უკანასკნელი გაიშლებოდეს, ჩვეულებრივ, მწვანე ფერისაა და უფრო ფოთოლს ჰგავს, ვიდრე სხვა ყვავილოვან ორგანოს.
Sepals, which enclose and protect the floral bud before it opens, are usually green and more leaflike in appearance than the other floral organs.
570264.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბევრი სახეობის შემთხვევაში, ფურცლები უფრო ძლიერი შეფერილობისაა, ვიდრე ჯამის ფოთოლაკები. შედეგად ისინი იზიდავენ მწერებს და მტვრის სხვა გადამტანებს.
In many species, petals are more brightly colored than sepals and advertise the flower to insects and other pollinators.
570265.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მტვრიანა შედგება ღეროსგან, რომელსაც ფილამენტი ეწოდება და ტერმინალური სტრუქტურისგან, რომელსაც სამტვრე ეწოდება. სამტვრეში განთავსებულია სამტვრე ტომრებად წოდებული ღრუები, სადაც წარმოიქმნება მტვერი.
A stamen consists of a stalk called the filament and a terminal structure called the anther; within the anther are chambers called pollen sacs, in which pollen is produced.
570266.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ნაყოფფოთლების ძირში მოთავსებულია ბუტკო. მის გრძელსა და თხელ ყელს სვეტი ეწოდება.
A carpel has an ovary at its base and a long, slender neck called the style.
570267.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სვეტის თავზე არსებულ წებოვან სტრუქტურას დინგი ეწოდება. სწორედ ამ უკანასკნელზე ეშვება ხოლმე მტვერი.
At the top of the style is a sticky structure called the stigma that serves as a landing platform for pollen.
570268.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბუტკოში ერთი ან ორი თესლკვირტია მოთავსებული. თესლკვირტის რაოდენობა მცენარის ნაირსახეობაზეა დამოკიდებული.
Within the ovary are one or more ovules, with the number depending on the species.
570269.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სურათზე 38.2 მოცემულ მცენარეს ერთი ნაყოფფოთოლი აქვს, თუმცა ბევრი ნაირსახეობის ყვავილს რამდენიმე ნაყოფფოთოლი ახასიათებს.
The flower shown in Figure 38.2 has a single carpel, but the flowers of many species have multiple carpels.
570270.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
უმრავლეს შემთხვევაში მცენარეთა ჯიშებს ორი ან მეტი ნაყოფფოთოლი აქვთ, რომლებიც ერთ სტრუქტურაში არიან მოქცეული; შედეგად ვიღებთ ბუტკოს ორი ან მეტი ღრუთი, სადაც ერთი ან მეტი თესლკვირტია განლაგებული.
In most species, two or more carpels are fused into a single structure; the result is an ovary with two or more chambers, each containing one or more ovules.
570271.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ზოგჯერ ტერმინი ბუტკო გამოიყენება ერთი ნაყოფფოთლის ან შეზრდილი ნაყოფფოთლის ჯგუფის აღსანიშნად.
The term pistil is sometimes used to refer to a single carpel or to a group of fused carpels.
570272.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სურათზე 38.3 ილუსტრირებულია ყვავილოვანი სტრუქტურის ვარიანტების მაგალითები. მათ ევოლუციას ანგიოსპერმის ისტორიაში 140 წელი დაჭირდა.
Figure 38.3 shows examples of variations in floral structure that have evolved during the 140 million years of angiosperm history.
570273.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
გამეტოფიტის განვითარება და დამტვერვა.
Gametophyte Development and Pollination.
570274.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სამტვრეები და თესლკვირტები სპორანგიუმს მოიცავენ, სადაც სპორები მეიოზის საშუალებით წარმოიქმნება; შედეგად ყალიბდება გამეტოფიტები.
Anthers and ovules bear sporangia, structures where spores are produced by meiosis and gametophytes develop.
570275.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მტვრის ნაწილაკები, რომლებიც სპორის კედლით შემოსაზღვრულ მომწიფებულ მამრ გამეტოფიტებს მოიცავენ, სამტვრეების სამტვრე ტომრებში ყალიბდება (მიკროსპორანგია).
Pollen grains, each consisting of a mature male gametophyte surrounded by a spore wall, are formed within pollen sacs (microsporangia) of anthers.
570276.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
კვერცხის წარმომქმნელი მდედრი გამეტოფიტი, ანუ ემბრიონის ტომარა, თითოეულ თესლკვირტში ყალიბდება.
An egg-producing female gametophyte, or embryo sac, forms within each ovule.
570277.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ანგიოსპერმებში, დამტვერვაში მოიაზრება მტრის გადატანა სამტვრიდან დინგზე.
In angiosperms, pollination is the transfer of pollen from an anther to a stigma.
570278.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თუ დამტვერვა წარმატებულია, მტვრის ნაწილაკი ქმნის სტრუქტურას, რომელსაც სამტვრე მილი ეწოდება. იგი იზრდება, სვეტის გავლით ბუტკოსკენ მიიწევს და გამოყოფს სპერმას ემბრიონის ტომრის მიდამოებში. შედეგად ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება.
If pollination is successful, a pollen grain produces a structure called a pollen tube, which grows and digests its way down into the ovary via the style and discharges sperm in the vicinity of the embryo sac, resulting in fertilization of the egg.
570279.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ზიგოტის დახმარებით ჩაისახება ემბრიონი. ამ უკანასკნელის ზრდასთან ერთად თესლკვირტი, რომელშიც მოცემული ემბრიონი მდებარეობს, თანდათან გადაიქცევა თესლად.
The zythe gote gives rise to an embryo, and as the embryo grows, ovule that contains it develops into a seed.
570280.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამ დროს, მთლიანი ბუტკოც განიცდის ტრანსფორმაციას და იგი ერთი ან მეტი თესლის მქონე ნაყოფად გადაიქცევა. თესლის რაოდენობა მცენარის ნაირსახეობაზეა დამოკიდებული.
The entire ovary, meanwhile, develops into a fruit containing one or more seeds, depending on the species.