მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570201.
ბიოლოგია | თავი XXXVII
დედამიწაზე მილიონობით წლის წინ შესაძლოა ნიადაგი არ იყო მდიდარი მიკროელემენტებით.
When terrestrial ecosystems were young, the soil was probably not very rich in nutrients.
570202.
ბიოლოგია | თავი XXXVII
სოკო მიკორიზა, რომელიც უფრო ეფექტურად იღებს ნიადაგიდან მინერალებს, ვიდრე მცენარე, შეიძლება ასრულებდა მცენარის „დედის“ როლს და კვებავდა მას სასიცოცხლო მიკროელემენტებით.
The fungi of mycorrhizae, which are more efficient at absorbing minerals than the roots themselves, would have helped nourish the pioneering plants.
570203.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მიკორიზას ორი მთავარი სახეობა.
The Two Main Types of Mycorrhizae.
570204.
ბიოლოგია | თავი XXXVII
სოკოსა და მცენარის სიმბიოზური კავშირის შედეგად შექმნილი მოდიფიცირებული ფესვები ძირითადად ორი ფორმით გვხვდება ბუნებაში: ექტომიკორიზა და ენდომიკორიზა.
The modified roots formed from the symbiosis of fungi and plants take two major forms: ectomycorrhizae and endomycorrhizae.
570205.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ექტომიკორიზაში, მიცელიუმი (დატოტვილი ჰიფი (Hyphae)) ქმნის მჭიდრო გარსს, ანუ აპკს, რომელიც ფარავს ფესვს მთელ სიგრძეზე.
In ectomycorrhizae, the mycelium (mass of branching hyphae) forms a dense sheath, or mantle, over the surface of the root.
570206.
ბიოლოგია | თავი XXXVII
სოკოს ჰიფი თავს აღწევს ამ გარსიდან და აღწევს მიწაში. შედეგად იზრდება ფესვის გარშემო სივრცე, რაც ხელს უწყობს წყლისა და მინერალების შეწოვას.
Fungal hyphae extend from the mantle into the soil, greatly increasing the surface area for water and mineral absorption.
570207.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ჰიფი ასევე აღწევს მცენარის ფესვის ქერქში.
Hyphae also grow into the cortex of the root.
570208.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ჰიფები არ იჭრებიან ფესვის უჯრედებში, მაგრამ აპოპლასტში ქმნიან ქსელს, ან უჯრედგარე სივრცეს, რაც ხელს უწყობს საკვები ნივთიერების ცვლის პროცესს სოკოსა და მცენარეს შორის.
These hyphae do not penetrate the root cells but form a network in the apoplast, or extracellular space, that facilitates nutrient exchange between the fungus and the plant.
570209.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარეთა ოჯახების 10% ექტომიკორიზას წარმომშობი მცენარეა და ამ სახეობათა უმრავლესობა მერქნისებრი მცენარეები არიან როგორიცაა: ფიჭვი, ნაძვი, მუხა, წაბლი, არყი, ტირიფი და ევკალიპტი.
About 10% of plant families have species that form ectomycorrhizae, and the vast majority of these species are woody, including members of the pine, spruce oak, walnut, birch, willow, and eucalyptus families.
570210.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მიკორიზასაგან განსხვავებით, ენდომიკორიზას არ აქვს მკვრივი გარსი, რომელიც ფარავს ფესვებს.
In contrast, endomycorrhizae do not have a dense mantle ensheathing the root.
570211.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მიკროსკოპის საშუალებით შეგიძლიათ დაინახოთ სოკოვანი ჰიფი, რომელიც ნიადაგიდან პირდაპირ ფესვში შედის.
A microscope is needed to see the fine fungal hyphae that extend from the soil into the root.
570212.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ჰიფი ასევე აღწევს ფესვის უჯრედებში (აქედან მოდის სახელი ენდომიკორიზა). ამისთვის ის შთანთქავს უჯრედის კედლების მცირე ნაწილს, რათა შეძლოს მასში შეღწევა.
Hyphae also extend into the root cells (hence the term endomycorrhizae) by digesting small patches of the root cell walls.
570213.
ბიოლოგია | თავი XXXVII
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოკოს ჰიფი არ იჭრება პლაზმურ მემბრანასა და ფესვის უჯრედის ციტოპლაზმაში.
However, a fungal hypha does not actually pierce the plasma membrane and enter the root cell's cytoplasm.
570214.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ის იზრდება ფესვის უჯრედის მემბრანის ინვაგინაციის შედეგად შექმნილ მილაკში.
Instead, it grows into a tube formed by invagination of the root cell's membrane.
570215.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ ბუშტში თითის ნაზად მიჭერის პროცესს; თითი, ამ შემთხვევაში სოკოს ჰიფია, ხოლო ბუშტის აპკი ფესვის უჯრედის მემბრანა.
The action is analogous to poking a finger gently into a balloon; your finger is like the fungal hypha, and the balloon skin is like the root cell's membrane.
570216.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მას შემდეგ, რაც სოკოს ჰიფი შეაღწევს მემბრანაში, ზოგიერთი მათგანი ქმნის მკვრივად დატოტვილ სტრუქტურას – arbuskuls („პატარა ხეები”), რომლებსაც სოკოსა და მცენარეს შორის საკვები ელემენტების ტრანსფერისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ.
After the fungal hyphae have penetrated in this way, some form densely branched structures called arbuscules ("little trees"), which are important sites of nutrient transfer between the fungus and the plant.
570217.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ჰიფი ასევე ქმნის ოვალურ ვეზიკულებს, სადაც ინახება სოკოს საკვები.
Hyphae may also form oval vesicles, which possibly store food for the fungus.
570218.
ბიოლოგია | თავი XXXVII
შეუიარაღებელი თვალისთვის ენდომიკორიზა არაფრით განსხვავდება „ჩვეულებრივი“ ფესვისგან, რომელსაც მრავალი განშტოება აქვს, მაგრამ მიკროსკოპში ნათლად დავინახავთ სიმბიოზურ კავშირებს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მცენარის განვითარებისთვის.
To the unaided endomycorrhizae look like "normal" roots with root hairs, but a microscope reveals a symbiotic relationship of enormous importance to plant nutrition.
570219.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ენდომიკორიზა უფრო გავრცელებული სოკოა ექტომიკორიზასთნ შედარებით და მცენარეთა სახეობების 85%-ში თანაარსებობს. ასეთ მცენარეთა შორისაა სიმინდი, ხორბალი და პარკოსანი კულტურები.
Endomycorrhizae are much more common than ectomycorrhizae and are found in over 85% of plant species, including important crop plants such as maize, wheat, and legumes.
570220.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მიკორიზას მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში.
Agricultural Importance of Mycorrhizae.