მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571101.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს მექანიზმი მოიცავს უჯრედული პასუხის ჩართვას და გამორთვას გადამრთველის საშუალებით.
The mechanism involves turning cellular responses on and off by means of the switch.
571102.
ბიოლოგია | თავი XXXIX
კვლავ განვიხილოთ სურათი 39.20.-ზე მოცემული ფოტოშექცევადი სისტემა.
Consider again the photoreversible system in Figure 39.20.
571103.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სიბნელეში ფიტოქრომების თანაფარდობა თანდათან იცვლება P ფორმის სასარგებლოდ, რაც ნაწილობრივ ფიტოქრომების მთლიანი ფონდის წრებრუნვის შედეგია.
In the darkness, the phytochrome ratio shifts gradually in favor of the P, form, partly a result of turnover in the overall phytochrome pool.
571104.
ბიოლოგია | თავი XXXIX
პიგმენტი სინთეზდება P ფორმაში, ხოლო ფერმენტები ანადგურებენ უფრო მეტ Pfr-ს ვიდრე Pr-ს.
The pigment is synthesized in the P, form, and enzymes destroy more Prf than Pr.
571105.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ზოგიერთ მცენარეში მზის ჩასვლისას არსებული Pr ნელ-ნელა გარდაიქმნება P-დ.
In some plant species, Pr present at sundown slowly converts to P.
571106.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სიბნელეში P-ს Pfr-დ გარდაქმნის საშუალება არ არის, მაგრამ განათების შემთხვევაში Pf-ის დონე მოულოდნელად ისევ იზრდება P–ების სწრაფი გარდაქმნის შედეგად.
In darkness, there is no means for the P, to be reconverted to Pfr, but upon illumination, the Pf level suddenly increases again by rapid conversion from P.
571107.
ბიოლოგია | თავი XXXIX
Pfr-ის ასეთი ზრდა ყოველდღე გამთენიისას ხელახლა მომართავს ბიოლოგიურ საათს.
This increase in Pfr each day at dawn resets the biological clock.
571108.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ლობიოს ფოთლები განთიადიდან 16 საათის შემდეგ აღწევენ უკიდურეს ღამეულ მდგომარეობას.
Bean leaves reach their most extreme night position 16 hours after dawn.
571109.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ბუნებაში ფიტოქრომსა და ბიოლოგიურ საათს შორის ურთიერთქმედება მცენარეებს დღისა და ღამის დინების გაზომვის საშუალებას აძლევს.
In nature, interactions between phytochrome and the biological clock enable plants to measure the passage of night and day.
571110.
ბიოლოგია | თავი XXXIX
დღისა და ღამის შედარებითი ხანგრძლივობა კი წლის განმავლობაში იცვლება (გარდა ეკვატორის სარტყლისა).
The relative lengths of night and day, however, change over the course of the year (except at the equator).
571111.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარეები სარგებლობენ ამ ცვლილებით, რომ წელიწადის დროებს სინქრონულად აუწყონ მათში მიმდინარე პროცესები.
Plants use this change to adjust activities in synchrony with the seasons.
571112.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ფოტოპერიოდიზმი და პასუხი წელიწადის დროებზე.
Photoperiodism and Responses to Seasons.
571113.
ბიოლოგია | თავი XXXIX
წარმოიდგინეთ, რა შედეგი მოჰყვება იმას, თუ მცენარე აყვავდება მაშინ, როცა დამმტვერავი არავინაა, ან ფოთლოვანი ხე ფოთლებს შუა ზამთარში გამოისხამს.
Imagine the consequences if a plant produced flowers when pollinators were not present or if a deciduous tree produced leaves in the middle of winter.
571114.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სეზონურ მოვლენებს მცენარეთა უმრავლესობის სასიცოცხლო ციკლში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
Seasonal events are of critical importance in the life cycles of most plants.
571115.
ბიოლოგია | თავი XXXIX
თესლის გაღვივება, აყვავება, კვირტის თვლემის დასაწყისი და დარღვევა – ამ ეტაპებს მცენარე წელიწადის გარკვეულ დროს გადის.
Seed germination, flowering, and the onset and breaking of bud dormancy are all stages that usually occur at specific times of the year.
571116.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გარემოს გამაღიზიანებელს მცენარეები უფრო ხშირად იყენებენ იმის დასადგენად, წელიწადის რა დროშია კონკრეტული ფოტოპერიოდი – დღისა და ღამის შეფარდებითი სიგრძე.
The environmental stimulus plants use most often to detect the time of is the photoperiod, the relative lengths of night and year day.
571117.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ისეთ ფიზიოლოგიურ პასუხს ფოტოპერიოდზე, როგორიცაა ყვავილობა, ფოტოპერიოდიზმი ეწოდება.
A physiological response to photoperiod, such as flowering, is called photoperiodism.
571118.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ფოტოპერიოდიზმი და ყვავილობის კონტროლი.
Photoperiodism and Control of Flowering.
571119.
ბიოლოგია | თავი XXXIX
თავდაპირველი წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ ადგენენ მცენარეები წელიწადის დროს, ჩამოყალიბდა თამბაქოს მუტანტური სახეობის, Maryland Mammoth-ის მაგალითზე, რომელიც სიმაღლეში გაიზარდა, მაგრამ ზაფხულის განმავლობაში ვერ იყვავილა.
An early clue to how plants detect seasons came from a mutant variety of tobacco, Maryland Mammoth, which grew tall but failed to flower during summer.
571120.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ბოლოს, ის დეკემბერში სათბურში აყვავდა.
It finally bloomed in a greenhouse in December.