მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571161.
ბიოლოგია | თავი XXXIX
როდესაც მცენარის მოთხოვნა ფოტოპერიოდზე დაკმაყოფილებულია, ფოთლებიდან სიგნალი კვირტებს ანიშნებს, რომ აყვავდნენ.
When the photoperiodic requirement for flowering is met, signals from leaves cue buds to develop as flowers.
571162.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მოკლე დღის ან გრძელი დღის მცენარის ყვავილად გადასაქცევად ბევრ სახეობაში საკმარისია ერთი ფოთლის სათანადო ფოტოპერიოდში მოხვედრა.
To induce a short-day or long-day plant to flower, it is enough in many species to expose one leaf to the appropriate photoperiod.
571163.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მართლაც, თუ მცენარეს ერთი ფოთოლი მაინც აქვს, ფოტოპერიოდი აღქმულია და კვირტებს სიგნალი გადაეცემა.
Indeed, if only one leaf is left attached to the plant, photoperiod is detected and floral buds are induced.
571164.
ბიოლოგია | თავი XXXIX
თუ ყველა ფოთოლს მოვაცილებთ, იგი ფოტოპერიოდისადმი უგრძნობი ხდება.
If all leaves are removed, the plant is insensitive to photoperiod.
571165.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ყვავილობის იმპულსს, რომლის ქიმიური შემადგენლობა ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ფლორიგენი ეწოდება.
The flowering signal, not yet chemically identified, is called florigen.
571166.
ბიოლოგია | თავი XXXIX
იგი შეიძლება იყოს ჰორმონი ან სხვადასხვა ჰორმონების შეფარდებითი კონცენტრაციების ცვლა.
It may be a hormone or a change in relative concentrations of multiple hormones.
571167.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ყვავილობის სტიმული, როგორც ჩანს, მოკლე დღისა და გრძელი დღის მცენარეებისთვის ერთი და იგივეა, მიუხედავად ფოტოპერიოდის განსხვავებული პირობებისა, რომლებიც მათ ფოთლებს სჭირდება ამ სიგნალების გადასაცემად.
The flowering stimulus appears to be the same for short-day and long-day plants despite differing photoperiodic conditions required for leaves to send this signal.
571168.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მერისტემის გადასვლა და ყვავილობა.
Meristem Transition and Flowering.
571169.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ყვავილობისთვის გარემოს გამღიზიანებლებისა (მაგ. ფოტოპერიოდი ან იაროვიზაცია) და შიდა სიგნალების (მაგ. ჰორმონები) რა კომბინაციაც არ უნდა იყოს საჭირო, მისი შედეგია კვირტის მერისტემის ვეგეტატიური ზრდიდან ყვავილობაზე გადასვლა.
Whatever combination of environmental cues (such as photoperiod or vernalization) and internal signals (such as hormones) is necessary for flowering to occur, the outcome is the transition of a bud's meristem from a vegetative state to a flowering state.
571170.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს გადასვლა მოითხოვს ცვლილებებს იმ გენების ექსპრესიაში, რომლებიც სტრუქტურების წარმოქმნას არეგულირებენ.
This transition requires changes in the expression of genes that regulate pattern formation.
571171.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ჯერ უნდა ჩაირთოს მერისტემის იდენტურობის გენი, რომელიც იწვევს კვირტის ყვავილად გარდაქმნას, ნაცვლად ვეგეტატიური ამოყრისა.
Meristem identity genes that induce the bud to form a flower instead of a vegetative shoot must first be switched on.
571172.
ბიოლოგია | თავი XXXIX
შემდეგ ორგანო-იდენტურობის გენები, რომლებიც განსაზღვრავენ მცენარის ორგანოების ჯამის ფოთოლაკები, გვირგვინის ფურცლები, მტვრიანას და ბუტკოს, სივრცობრივ მოწესრიგებას, აქტიურდებიან მერისტემის შესაბამის უბნებში.
Then, the organ identity genes that specify the spatial organization of the floral organs- seals, petals, stamens, and carpels are activated in the appropriate regions of the meristem.
571173.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ყვავილის განვითარების კვლევა სწრაფად მიიწევს წინ და მისი მთავარი მიზანია, სასიგნალო გადამცემი გზის იდენტიფიცირება, რომელიც ისეთ სიგნალებს, როგორიცაა ფოტოპერიოდი და ჰორმონალური ცვლილება, ყვავილობისთვის საჭირო გენების ექსპრესიასთან აკავშირებს.
Research on flower development is progressing rapidly, and one goal is to identify the signal transduction pathways that link such cues as photoperiod and hormonal changes to the gene expression required for flowering.
571174.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სინათლის გარდა მცენარეები უამრავ გამაღიზიანებელზე რეაგირებენ.
Plants respond to a wide variety of stimuli other than light.
571175.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარეებს არც მიგრაცია შეუძლიათ წყლისკენ, გუბურისკენ, როცა ნიადაგი შრება, და არც თავშესაფრის ძებნა ქარიან ამინდში.
Plants can neither migrate to a watering hole when water is scarce nor seek shelter when the weather is too windy.
571176.
ბიოლოგია | თავი XXXIX
თესლი, რომელიც თავდაღმაა ჩაფლული ნიადაგში, ვერტიკალურ მდგომარეობაში ვერ მოახერხებს მანევრირებას.
A seed, landing upside down in the soil, cannot maneuver itself into an upright position.
571177.
ბიოლოგია | თავი XXXIX
უძრაობის გამო მცენარეს განვითარებითი და ფიზიოლოგიური მექანიზმებით უწევს მორგება მთელ რიგ გარემო ფაქტორებთან.
Because of their immobility, plants must adjust to a wide range of environmental circumstances through developmental and physiological mechanisms.
571178.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ბუნებრივმა გადარჩევამ მათი პასუხები დახვეწა.
Natural selection has refined these responses.
571179.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სინათლე მცენარის სიცოცხლისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მთელი ზემოხსენებული ნაწილი მივუძღვენით მცენარის რეცეფციას და რეაგირებას ამ გარემო ფაქტორზე.
Light is so important in the life of a plant that we devoted the entire previous section to a plant's reception of and response to this one environmental factor.
571180.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამ ნაწილში კი შევეხებით მცენარის პასუხს ზოგიერთ სხვა გარემოს გამღიზიანებელზე, რომლებიც მასზე ზემოქმედებენ მისი „არსებობისთვის ბრძოლის“ მანძილზე.
In this section, we examine responses to some of the other environmental stimuli that a plant commonly faces in its "struggle for existence."