მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571361.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ხდება ფიტოალექსინებისა და ცილების გაძლიერებული გამოყოფა და ინფექციის „ჰერმეტიზების/ იზოლირების“ პასუხიც უფრო ეფექტურია.
There is an enhanced production of phytoalexins and PR proteins, and the "sealing" response that contains the infection is more effective.
571362.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მას შემდეგ, რაც ინფექციის უბანზე უჯრედები აიმაღლებენ ქიმიურ დაცვას და მოახდენენ ამ უბნის ჰერმეტიზებას, ისინი თავს ინადგურებენ.
After the cells at the site of infection mount their chemical defense and seal off the area, they destroy themselves.
571363.
ბიოლოგია | თავი XXXIX
HR-ის შედეგი შეგვიძლია ვნახოთ ფიზიკური დაზიანების სახით ფოთოლზე ან სხვა ინფიცირებულ ორგანოზე.
We can see the result of an HR as lesions on a leaf or other infected organ.
571364.
ბიოლოგია | თავი XXXIX
როგორი „ავადმყოფიც“ არ უნდა ჩანდეს ასეთი ფოთოლი, იგი მაინც გადარჩება და მისი დაცვითი პასუხი მომავალში დაეხმარება მცენარის დანარჩენი ნაწილების დაცვას.
As "sick" as such a leaf appears, it will still survive, and its defense response will then help protect the rest of the plant.
571365.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სისტემური შეძენილი რეზისტენტობა.
Systemic Acquired Resistance.
571366.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ზემგრძნობიარე პასუხი, როგორც ზემოთ შეიტყვეთ, ლოკალიზებული და სპეციფიკურია, იგი შემაკავებელი რეაქციაა, რომელსაც საფუძვლად უდევს „გენი გენის ამოცნობა“ მასპინძელსა და პათოგენს შორის.
The hypersensitive response, as you have learned, is localized and specific, a containment response based on "gene-for-gene" (R-Avr) recognition between host and pathogen.
571367.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამის მიუხედავად, დაცვითი პასუხი ასევე მოიცავს ქიმიური სიგნალების გამოყოფას, რომლებიც ინფექციის შესახებ „განგაშს ტეხს“ მთელი მცენარის მასშტაბით.
However, this defense response also includes production of chemical signals that "sound the alarm" of infection to the whole plant.
571368.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ინფექციის უბნიდან გამოყოფილი განგაშის ჰორმონები მთელ მცენარეს გადაეცემა და ფიტოალექსინებისა და PR ცილების გამომუშავებას იწვევს.
Released from the site of infection, the alarm hormones are transported throughout the plant, stimulating the production of phytoalexins and PR proteins.
571369.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს პასუხი, რომელსაც სისტემური შეძენილი რეზისტენტობა (SAR) ეწოდება, არასპეციფიკურია და მცენარეს სხვადასხვა პათოგენებისგან მუდმივი დაცვით უზრუნველყოფს.
This response, called systemic acquired resistance (SAR), is nonspecific, providing protection against a diversity of pathogens for days.
571370.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სისტემური შეძენილი რეზისტენტობის (SAR) გააქტიურებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი ეფექტური ჰორმონი არის სალიცილმჟავა.
A good candidate for one of the hormones responsible for activating SAR is salicylic acid.
571371.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამ ნაერთის მოდიფიცირებული ფორმა – აცეტილსალიცილმჟავა ასპირინის აქტიური ინგრედიენტია.
A modified form of this compound, acetylsalicylic acid, is the active ingredient in aspirin.
571372.
ბიოლოგია | თავი XXXIX
საუკუნეების წინ ასპირინი იყიდებოდა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
Centuries before, aspirin was sold as a pain reliever.
571373.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ზოგიერთმა კულტურამ ისწავლა, რომ ტირიფის ხის (Salix) ქერქის დაღეჭვა კბილის ან თავის ტკივილს აყუჩებდა.
Some cultures had learned that chewing the bark of a willow tree (Salix) would lessen the pain of a toothache or headache.
571374.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სისტემური შეძენილი რეზისტენტობის აღმოჩენით ბიოლოგებმა ბოლოს და ბოლოს გაარკვიეს მცენარეებში სალიცილმჟავას ერთ-ერთი ფუნქცია.
With the discovery of systemic acquired resistance, biologists have finally learned one function of salicylic acid in plants.
571375.
ბიოლოგია | თავი XXXIX
როგორც ჩანს, ასპირინი ბუნებრივი მედიკამენტია მცენარეებში, რომლებიც გამოიმუშავებენ მას, მაგრამ მისი ეფექტი სრულებით განსხვავდება წამლის სამკურნალო მოქმედებისგან ადამიანებში.
Aspirin turns out to be a natural medicine in the plants that produce it, but with effects entirely different from the medicinal action in humans who consume the drug.
571376.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარეთა ბიოლოგები, რომლებიც იკვლევენ დაავადებებისადმი რეზისტენტობას და მცენარეთა სხვა ევოლუციურ ადაპტაციებს, სიღრმისეულად სწავლობენ, როგორ პასუხობს მცენარე შიდა და გარე გამაღიზიანებლებს.
Plant biologists investigating disease resistance and other evolutionary adaptations of plants are getting to the heart of how a plant responds to internal and external signals.
571377.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს მეცნიერები, ასევე სხვა საკითხებზე მომუშავე დანარჩენი ბოტანიკოსები და მილიონობით სტუდენტი, რომლებიც ბიოლოგიურ კურსებზე მცენარეებზე ექსპერიმენტებს ატარებენ, ბიოსფეროს მკვებავი მწვანე ორგანიზმების მიმართ ადამიანთა ცნობისმოყვარეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას აგრძელებენ.
These scientists, along with thousands of other plant biologists working on other questions and millions of students experimenting with plants in biology courses, are all extending a centuries-old tradition of curiosity about the green organisms that feed the biosphere.
571378.
ბიოლოგია | თავი XXXIX
571379.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველების ფორმა და ფუნქციები.
Animal Form and Function.
571380.
ბიოლოგია | თავი XL
ერიკ ჯერვისი დიუკ უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ასისტენტ პროფესორია.
Erich Jarvis is an assistant professor at the Duke University Medical Center.