მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571341.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გენი გენის ამოსაცნობად არის მცენარეების დაავადებათა მიმართ რეზისტენტობის ფართოდ გავრცელებული ფორმა, როდესაც ხდება პათოგენურად შეცვლილი მოლეკულების ამოცნობა იმ ცილების მიერ, რომლებიც სპეციფიკური მცენარის დაავადებების მიმართ რეზისტენტული (R) გენების პროდუქტებს წარმოადგენენ.
Gene-for-gene recognition is a widespread form of plant disease resistance that involves the recognition of pathogen-derived molecules by the protein products of specific plant disease resistance (R) genes.
571342.
ბიოლოგია | თავი XXXIX
არსებობს უამრავი პათოგენი და მცენარეებსაც უამრავი (R) გენი აქვთ.
There are many pathogens, and plants have many R genes.
571343.
ბიოლოგია | თავი XXXIX
არაბიდოპსისს, სულ ცოტა, რამდენიმე ასეული გენი აქვს.
Arabidopsis has at least several hundred.
571344.
ბიოლოგია | თავი XXXIX
R ცილა ჩვეულებრივ ცნობს მხოლოდ ერთ შესაბამის პათოგენ მოლეკულას, რომელიც ავირულენტური (Avr) გენითაა კოდირებული.
An R protein usually recognizes only a single corresponding pathogen molecule that is encoded by an avirulence (Avr) gene.
571345.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ბევრი Avr ცილა პათოგენეზში აქტიურ როლს თამაშობს და სავარაუდოდ მასპინძლის მეტაბოლიზმს პათოგენის სასარგებლოდ მიმართავს.
Many Avr proteins play an active role in pathogenesis and are thought to redirect the host metabolism to the advantage of the pathogen.
571346.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ის, როგორ ფუნქციონირებენ და ვითარდებიან R ცილები, ამჟამად ინტენსიური კვლევის საგანია.
The questions of how R proteins function and evolve are currently topics of intense research.
571347.
ბიოლოგია | თავი XXXIX
უმარტივეს ბიოქიმიურ მოდელში (რეცეპტორ-ლიგანდის მოდელი), R ცილა ფუნქციონირებს, როგორც მცენარის რეცეპტორი მოლეკულა, რომელიც სწორ შესაბამის Avr ცილასთან დაკავშირებისას წინააღმდეგობას იწვევს.
In the simplest biochemical model (the receptor-ligand model), an R protein functions as a plant receptor molecule that triggers resistance upon binding to the correct corresponding Avr protein.
571348.
ბიოლოგია | თავი XXXIX
თუ მასპინძელ მცენარეს არ აქვს R გენი, რომელიც პათოგენის Avr გენთან ურთიერთქმედებს, მაშინ პათოგენი შეიძლება მოერიოს მცენარეს და მოკლას.
If the plant host lacks the R gene that counteracts the pathogen's Avr gene, then the pathogen can invade and kill the plant.
571349.
ბიოლოგია | თავი XXXIX
„გენი გენის ამოსაცნობად“ ალტერნატიული მოდელის მიხედვით, რომელსაც „დაცვის“ ჰიპოთეზა ეწოდება, R ცილა ფუნქციონირებს, როგორც მცენარის სხვა ცილებზე მეთვალყურეობის სისტემა, რომლებიც განიცდიან Avr ცილებით გამოწვეულ ქმედით ან სტრუქტურულ ცვლილებებს.
An alternative model of "gene-for gene recognition", dubbed the "guard" hypothesis, proposes that R proteins function as a surveillance system of other plant proteins that undergo activity or conformational changes induced by Avr proteins.
571350.
ბიოლოგია | თავი XXXIX
განურჩევლად მონაწილე ზუსტი მექანიზმისა, R ცილების მიერ პათოგენურად შეცვლილი მოლეკულების ამოცნობა სასიგნალო გადამცემი გზის ამოქმედებას იწვევს, რაც დაინფიცირებული მცენარის ქსოვილში თავდაცვით რეაქციას განაპირობებს.
Regardless of the exact mechanism involved, recognition of pathogen-derived molecules by R proteins triggers a signal transduction pathway leading to a defense response in the infected plant tissue.
571351.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს თავდაცვა მოიცავს როგორც ინფექციის უბანზე ლოკალიზებული რეაქციის გაფართოებას, ასევე მთლიანი მცენარის უფრო ზოგად სისტემურ პასუხს.
This defense includes both an enhancement of the localized response at the site of infection and a more general systemic response of the whole plant.
571352.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარის პასუხი პათოგენების შემოტევაზე.
Plant Responses to Pathogen Invasions.
571353.
ბიოლოგია | თავი XXXIX
პათოგენებისადმი სპეციფიკური Avr–R ურთიერთქმედებისგან განსხვავებით, რაც აკონტროლებს დაავადებებისადმი მცენარის რეზისტენტობას პათოგენების მხოლოდ ვიწრო ჯგუფისადმი (კერძოდ, ვირუსები, რომლებიც შეიცავენ შესაბამის Avr ალელებს), აქტივატორებად წოდებული მოლეკულები უფრო ზოგადი ტიპის დაცვით იმუნურ პასუხს იწვევენ.
In contrast to the strain-specific Avr-R interactions that control plant disease resistance to very narrow groups of pathogens (specifically, strains that contain the appropriate Avr allele), molecules called elicitors induce a broader type of host defense response.
571354.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ოლიგოსაქარინები, რომელიც წარმოიქმნება უჯრედის გარსის დაზიანების შედეგად გამოთავისუფლებული ცელულოზის ფრაგმენტებიდან ელისიტორების ერთ-ერთი ძირითადი ტიპია.
Oligosaccharins, derived from cellulose fragments released by cell wall damage, are one of the major classes of elicitors.
571355.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ელისიტორები ასტიმულირებენ ანტიმიკრობული ნივთიერების გამოყოფას, რომელთაც ფიტოალექსინები ეწოდებათ.
Elicitors stimulate the production of antimicrobial compounds called phytoalexins.
571356.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ინფექცია ასევე ააქტიურებს გენებს, რომლებიც გამოიმუშავებენ PR ცილებს (პათოგენეზთან დაკავშირებულ).
Infection also activates genes that produce PR proteins (pathogenesis-related proteins).
571357.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამ ცილებიდან ზოგიერთი ანტიმიკრობულია, მაგალითად, ბაქტერიის უჯრედის გარსის მოლეკულებს ესხმის თავს.
Some of these proteins are antimicrobial, attacking molecules in the cell wall of a bacterium, for example.
571358.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სხვები შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც სიგნალი, რომელიც ინფექციის „ახალ ამბავს“ ავრცელებს ახლომდებარე უჯრედებში.
Others may function as signals that spread "news" of the infection to nearby cells.
571359.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ინფექცია ასევე ასტიმულირებს უჯრედის გარსის მოლეკულების გადამკვეთ კავშირებს და ლიგნინის ჩაშენებას – პასუხს, რომელიც ქმნის ადგილობრივ ბარიკადას მცენარის სხვა ნაწილებში პათოგენის გავრცელების შესაფერხებლად.
Infection also stimulates the cross-linking of molecules in the cell wall and the deposition of lignin, responses that set up a local barricade that slows the spread of the pathogen to other parts of the plant.
571360.
ბიოლოგია | თავი XXXIX
თუ პათოგენი არის ავირულენტური და მას საფუძვლად უდევს R–Avr წყვილი, მაშინ ადგილობრივი დაცვითი პასუხი უფრო მძაფრია და ცნობილია, როგორც ზემგრძნობიარე პასუხი (შემოკლ. HR).
If the pathogen is avirulent based on an R-Avr match, then the localized defense response is even more vigorous and is known as a hypersensitive response (abbreviated HR).