მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571401.
ბიოლოგია | თავი XL
ჰანტერის კოლეჯში სწავლისას რამდენიმე პროგრამაში ვმონაწილეობდი.
At Hunter College, I benefited from several programs.
571402.
ბიოლოგია | თავი XL
ოთხი წლის განმავლობაში პროფესორ რივკა რუდნერის ლაბორატორიაში ვმუშაობდი, რომელიც რიბოსომული რნმ-ის ბაქტერიულ გენებს იკვლევდა.
For four years, I worked in the laboratory of Professor Rivka Rudner, who was studying bacterial genes for ribosomal RNA.
571403.
ბიოლოგია | თავი XL
კვლევის არსში გარკვევას თითქმის ერთი წელი მოვანდომე, მაგრამ შემდგომში ლაბორატორიული კვლევით გამოწვეული ძლიერი ემოცია ჩემში ერთგვარ ვნებად იქცა.
It took me almost a year to start to understand things, but then the excitement of laboratory research overcame me like a passion.
571404.
ბიოლოგია | თავი XL
დოქტორი რუდნერი ხანდახან ლაბორატორიიდან მაგდებდა და მეუბნებოდა, რომ სახლში წავსულიყავი დამეძინა.
Dr. Rudner would have to throw me out of the laboratory sometimes and tell me to go home and sleep.
571405.
ბიოლოგია | თავი XL
მაგრამ მალე უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ექვსი ნაშრომი გამოვაქვეყნე.
But soon after graduation, I published six papers.
571406.
ბიოლოგია | თავი XL
რატომ დაინტერესდით ნეირობიოლოგიით?
What led you to neuroscience?
571407.
ბიოლოგია | თავი XL
ადამიანის ტვინით განცვიფრებული ვიყავი.
I was fascinated by the human brain.
571408.
ბიოლოგია | თავი XL
მინდოდა გამერკვია ტვინის მიერ ქცევების უზრუნველყოფის, აღქმისა და დასწავლის მექანიზმები.
I wanted to know how the brain generates behavior, how it perceives it, and how it learns it.
571409.
ბიოლოგია | თავი XL
რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ ნეირობიოლოგები ძირითადად ცხოველებთან მუშაობენ.
Of course, I realized that neurobiologists mostly have to work with animals.
571410.
ბიოლოგია | თავი XL
მაგისტრატურაში უამრავ სამეცნიერო ნაშრომს ვკითხულობდი, მაგრამ ძალიან გამაკვირვა ყველაზე გავრცელებული საცდელი ორგანიზმების (მაგალითად ვირთაგვას) ქცევაზე არსებული ინფორმაციის სიმცირემ.
When I got to graduate school, I started reading lots of papers, and I was disappointed to learn how little was known about the behavior of most common model organisms, such as the rat.
571411.
ბიოლოგია | თავი XL
ნეირობიოლოგია მაშინ ანატომიის, ნეიროფიზიოლოგიისა (ნერვული იმპულსების შესწავლა) და მოლეკულური ბიოლოგიისგან შედგებოდა.
At the time, neuroscience consisted of anatomy, neurophysiology (the study of nerve impulses), and an increasing amount of molecular biology.
571412.
ბიოლოგია | თავი XL
მაგრამ მოგვიანებით შევიტყვე ფერნანდო ნოტებომის მიერ მომღერალ ფრინველებზე ჩატარებულ არაჩვეულებრივ კვლევებზე და მალე მის ლაბორატორიას შევუერთდი.
But then I learned about Fernando Nottebohm's exciting research with songbirds, and I joined his laboratory.
571413.
ბიოლოგია | თავი XL
ამ დროისთვის ამ ცხოველების ეკოლოგიასა და ბუნებრივ ქცევას მეცნიერები უკვე 40 წელია სწავლობდნენ.
The wonderful was that there were already 40 years of research on the ecology and natural behavior of these animals.
571414.
ბიოლოგია | თავი XL
მომღერალი ფრინველების ტვინის ფუნქციონირებაზე, განსაკუთრებით ბგერების იმიტაციის უნარზე, უამრავი იდეა გვქონდა.
This research was like a box full of ideas for studying the brain mechanisms of songbird behavior, in particular, their imitation of sounds.
571415.
ბიოლოგია | თავი XL
გაგონილის იმიტაცია მხოლოდ რამდენიმე ჯგუფის სახეობებს შეუძლია: მომღერალ ფრინველებს, თუთიყუშებს, კოლიბრის, ღამურებსა და ადამიანს.
Very few animals have the ability to imitate what they hear: songbirds, parrots, hummingbirds, bats, dolphins, and humans.
571416.
ბიოლოგია | თავი XL
როგორც წესი, ცხოველი მისი საკუთარი სახეობისთვის დამახასიათებელ ბგერებს იმიტირებს, თუმცა ზოგ სახეობას სხვა სახეობის ბგერების და მექანიზმების, მაგალითად მანქანის ხმის იმიტაციაც შეუძლია.
Usually, the animal imitates sounds of its own species, though some species can imitate other species and even mechanical sounds like a car.
571417.
ბიოლოგია | თავი XL
ფერნანდო ნოტებომმა თითქმის მთელი გზა დაადგინა, რომელიც ტვინში პასუხისმგებელია მომღერალი ფრინველების მიერ ნასწავლი ბგერების გამოცემაზე.
Fernando Nottebohm had identified nearly the complete brain pathway responsible for a songbird's production of a learned sound.
571418.
ბიოლოგია | თავი XL
ლაბორატორიაში მომუშავე ასისტენტპროფესორი დევიდ კლეიტონი მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებს უკვე იყენებდა.
Already, an assistant professor in the laboratory, David Clayton, was using molecular biology.
571419.
ბიოლოგია | თავი XL
მე კი გამიტაცა მოლეკულური გენეტიკის საშუალებით მომღერალი ფრინველების იმიტაციური ქცევის შესწავლამ.
I was fascinated by the idea of figuring out the molecular genetics of imitative behavior in songbirds.
571420.
ბიოლოგია | თავი XL
რა კავშირი შესაძლოა იყოს გენებსა და ქცევის ამ ტიპს შორის?
How might genes be connected to this sort of behavior?