მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571481.
ბიოლოგია | თავი XL
ამ თავში სხეულის ტემპერატურის რეგულაციის მაგალითზე ჩვენ განვიხილავთ ჰომეოსტაზის კონცეფციას.
In this chapter, we will begin to explore the concept of homeostasis using the example of body temperature regulation.
571482.
ბიოლოგია | თავი XL
ფიზიკური კანონები და გარემოს მიერ განპირობებული ცხოველის ზომა და ფორმა.
Physical laws and the environment constrain animal size and shape.
571483.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველის ზომა და ფორმა, ანუ როგორც ბიოლოგები უწოდებენ "აგებულება", მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, როგორ ურთიერთობს ცხოველი თავის გარემოსთან.
An animal's size and shape features that biologists often call "body plans" or "designs," are fundamental aspects of form and function that significantly affect the way an animal interacts with its environment.
571484.
ბიოლოგია | თავი XL
ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ ცხოველის სხეულის „აგება” გაცნობიერებული მოქმედების შედეგია.
We do not mean to imply that animal body forms are products of conscious invention.
571485.
ბიოლოგია | თავი XL
სხეულის აგებულების თავისებურებები ყალიბდება ორგანიზმის განვითარების პროცესში ისე, როგორც ეს გენომით არის დაპროგრამირებული, თავისთავად იგი მრავალი მილიონი წლის ევოლუციის პროდუქტს წარმოადგენს.
The body plan of an animal results from a pattern of development programmed by the genome, itself the product of millions of years of evolution.
571486.
ბიოლოგია | თავი XL
ფიზიკური კანონები და გარემოსთან ნივთიერებების გაცვლის აუცილებლობა ცხოველთა ფორმებისთვის გარკვეულ ჩარჩოებს აწესებს.
Physical laws and the need to exchange materials with the environment place certain limits on the range of animal forms.
571487.
ბიოლოგია | თავი XL
ფიზიკური კანონები და ცხოველთა ფორმები.
Physical Laws and Animal Form.
571488.
ბიოლოგია | თავი XL
წარმოიდგინეთ ჰაერში მფრინავი რამდენიმე მეტრის სიგრძის ფრთოსანი გველი, რომელიც ასობით კილოგრამს იწონის.
Imagine seeing a winged serpent several meters long and weighing hundreds of kilograms flying through the air.
571489.
ბიოლოგია | თავი XL
საბედნიეროდ, ასეთ სანახაობას კინოს მიღმა ვერ იხილავთ.
Fortunately, you won't experience such a horrifying sight outside of a movie.
571490.
ბიოლოგია | თავი XL
ფიზიკური კანონები განსაზღვრავს იმას, რა შეიძლება „შექმნას” ბუნებრივმა გადარჩევამ - მფრინავი ცხოველების ზომის და ფორმის ჩათვლით.
Physical requirements constrain what natural selection can "invent," including the size and shape of flying animals.
571491.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველი, რომელსაც მითური დრაკონის ზომა და ფორმა ექნებოდა, ვერ შეძლებდა საკმარისი ამწევი ძალის განვითარებას და მიწიდან აფრენას.
An animal the size and shape of a mythical dragon could not generate enough lift with its wings to get off the ground.
571492.
ბიოლოგია | თავი XL
ეს მხოლოდ ერთ-ერთი მარტივი მაგალითია იმისა, როგორ ზღუდავს ფიზიკის კანონები - ამ შემთხვევაში ფრენის ფიზიკური კანონები ორგანიზმის ფორმის ევოლუციას.
This is just one example of how physical laws-in this case, the physics of flight-limit, the evolution of an organism's form.
571493.
ბიოლოგია | თავი XL
განვიხილოთ სხვა მაგალითი, რამდენად განაპირობებენ ჰიდროდინამიკის კანონები იმ წყლის ცხოველთა ფორმას, რომლებსაც სწრაფად ცურვა შეუძლიათ.
Consider another example, how the laws of hydrodynamics constrain the shapes that are possible for aquatic animals that swim very fast.
571494.
ბიოლოგია | თავი XL
წყლის სიმკვრივე ათასჯერ აღემატება ჰაერის სიმკვრივეს.
Water is about a thousand times denser than air.
571495.
ბიოლოგია | თავი XL
ამიტომ სხეულის ზედაპირზე ნებისმიერი ამობურცულობა, რომელიც შეფერხებას იწვევს, წყალში მცურავ ორგანიზმს ხელს მეტად შეუშლის, ვიდრე მორბენალს ან მფრინავს.
Thus, any bump on the body surface that causes drag would impede a swimmer even more than it would a runner or a flyer.
571496.
ბიოლოგია | თავი XL
თინუსს და სხვა სწრაფ სხივფარფლიან თევზებს შეუძლიათ 80 კმ/ს სიჩქარით ცურვა.
Tuna and other fast ray-finned fishes can swim at speeds up to 80 km/hr.
571497.
ბიოლოგია | თავი XL
ზვიგენები, პინგვინები (ფრინველები) და ზღვის ისეთი ძუძუმწოვრები, როგორიც არიან დელფინები, სელაპები და ვეშაპები, ასევე სწრაფად მცურავებს მიეკუთვნებიან.
Sharks, penguins (birds), and aquatic mammals such as dolphins, seals, and whales are also fast swimmers.
571498.
ბიოლოგია | თავი XL
ყველა ჩამოთვლილ ცხოველს შემოსაზღვრული სხეულის ფორმა აქვს: თითისტარისებრი მოხაზულობა, რომელიც თავისა და ბოლოსკენ ვიწროვდება.
These animals all have the same streamlined body form: a fusiform shape, which means tapered on both ends.
571499.
ბიოლოგია | თავი XL
ის მოვლენა, რომ ყველა სწრაფ მოცურავეს აქვს სხეულის მსგავსი ფორმა კონვერგენტული ევოლუციის მაგალითს წარმოადგენს.
The fact that these speedy swimmers have similar shapes is an example of convergent evolution.
571500.
ბიოლოგია | თავი XL
კონვერგენციას ადგილი აქვს იმიტომ, რომ ბუნებრივი გადარჩევა ერთნაირ გარემოში მობინადრე განსხვავებულ ორგანიზმებში მსგავსი ადაპტაციებს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
Convergence occurs because natural selection shapes similar adaptations when diverse organisms face the same environmental challenge.