მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571541.
ბიოლოგია | თავი XL
ისინი გამოყოფენ ლორწოს, რომელიც ზედაპირს სრიალას ხდის და ატენიანებს მას.
They secrete mucus that lubricates the surface and keeps it moist.
571542.
ბიოლოგია | თავი XL
ეპითელიუმის ტიპების კლასიფიკაციისთვის ორი კრიტერიუმი გამოიყენება, უჯრედების შრეების რაოდენობა და უჯრედების ფორმა ზედაპირზე.
Two criteria for classifying epithelia are the number of cell layers and the shape of the cells on the exposed surface.
571543.
ბიოლოგია | თავი XL
ერთშრიან ეპითელიუმს უჯრედების ერთი შრე აქვს, ხოლო მრავალშრიანი ეპითელიუმი კი უჯრედების რამდენიმე შრისგან შედგება.
A simple epithelium has a single layer of cells, whereas a stratified epithelium has multiple tiers of cells.
571544.
ბიოლოგია | თავი XL
„ცრუ მრავალშრიანი” ეპითელიუმი სინამდვილეში უჯრედების ერთი შრით არის წარმოქმნილი.
A "pseudostratified" epithelium is single-layered.
571545.
ბიოლოგია | თავი XL
ზედაპირზე არსებული უჯრედების ფორმა შეიძლება იყოს კუბური (კუბის მაგვარი), ცილინდრული და ბრტყელი.
The shape of the cells at the exposed surface may be cuboidal (like dice), columnar or squamous.
571546.
ბიოლოგია | თავი XL
შემაერთებელი ქსოვილი.
Connective Tissue.
571547.
ბიოლოგია | თავი XL
შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი ფუნქციაა, სხვა ქსოვილები ერთმანეთთან დააკავშიროს და მათთვის საყრდენი უზრუნველყოს.
Connective tissue functions mainly to bind and support other tissues.
571548.
ბიოლოგია | თავი XL
ეპითელიუმისგან განსხვავებით, რომელშიც უჯრედები მჭიდროდ არის განლაგებული, შემაერთებელი ქსოვილისთვის დამახასიათებელია უჯრედების ფაშარი განლაგება უჯრედშორის ნივთიერებაში.
In contrast to epithelia, with their tightly packed cells, connective tissues have a sparse population of cells scattered through an extracellular matrix.
571549.
ბიოლოგია | თავი XL
უჯრედშორისი ნივთიერება ძირითადად შედგება ბოჭკოების ქსელისგან, რომელიც ჩაშენებულია განსაკუთრებულ თხიერ, ლაბისებურ ან მყარ ნივთიერებაში.
The matrix generally consists of a web of fibers embedded in a uniform foundation that may be liquid, jellylike, or solid.
571550.
ბიოლოგია | თავი XL
უმეტეს შემთხვევებში, უჯრედშორისი ნივთიერება გამოიყოფა შემაერთებელი ქსოვილის უჯრედების მიერ.
In most cases, the substances that make the matrix are secreted by the cells of the connective tissue.
571551.
ბიოლოგია | თავი XL
შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები, რომლებიც ცილისგან შედგება, სამი სახის არის: კოლაგენის ბოჭკო, ელასტიკური ბოჭკო და რეტიკულური ბოჭკო.
Connective tissue fibers, which are made of protein, are of three kinds: collagenous fibers, elastic fibers, and reticular fibers.
571552.
ბიოლოგია | თავი XL
კოლაგენის ბოჭკოები შედგება კოლაგენისგან, ეს არის ცილა, რომელიც ყველაზე უხვად გვხვდება ცხოველთა სამყაროში.
Collagenous fibers are made of collagen, probably the most abundant protein in the animal kingdom.
571553.
ბიოლოგია | თავი XL
კოლაგენის ბოჭკო არ არის ელასტიკური და ადვილად არ წყდება, როდესაც სიგრძეზე ჭიმავ.
Collagenous fibers are nonelastic and do not tear easily when pulled lengthwise.
571554.
ბიოლოგია | თავი XL
თუ ხელის ზურგზე კანის გაჭიმვას შეეცდებით, კოლაგენი არ მოგცემთ საშუალებას, ხორცი კანს მოაგლიჯოთ.
If you pinch and pull some skin on the back of your hand, it is mainly collagen that keeps the flesh from tearing away from the bone.
571555.
ბიოლოგია | თავი XL
ელასტიკური ბოჭკოები გრძელი ძაფებია, რომელიც ნივთიერება ელასტინისგან შედგება.
Elastic fibers are long threads made of a protein called elastin.
571556.
ბიოლოგია | თავი XL
ელასტიკური ძაფები ქსოვილს წელვადობას ანიჭებს და კოლაგენს ფუნქციურად ავსებს.
Elastic fibers provide a rubbery quality that complements the collagenous fibers.
571557.
ბიოლოგია | თავი XL
როდესაც ხელის ზურგზე კანს გამოსწევთ, ელასტინის წყალობით იგი ძველ ფორმას უბრუნდება.
When you release the skin on the back of your hand, elastic fibers quickly restore the skin to its original shape.
571558.
ბიოლოგია | თავი XL
რეტიკულური ბოჭკოები ძალზე თხელი და დატოტვილია.
Reticular fibers are very thin and branched.
571559.
ბიოლოგია | თავი XL
კოლაგენისგან და გრძელი კოლაგენის ბოჭკოებისგან შემდგარი რეტიკულური ბოჭკოები ქმნიან მჭიდროდ ნაქსოვ სტრუქტურას, რომელიც აკავშირებს შემაერთებელ ქსოვილს მიმდებარე ქსოვილებთან.
Composed of collagen and continuous with collagenous fibers, they form a tightly woven fabric that joins connective tissue to adjacent tissues.
571560.
ბიოლოგია | თავი XL
ხერხემლიანებში ვხვდებით შემაერთებელი ქსოვილის შემდეგ ძირითად ტიპებს, გლუვი შემაერთებელი ქსოვილი, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი, ცხიმოვანი ქსოვილი, ხრტილი, ძვალი და სისხლი.
The major types of connective tissue in vertebrates are loose connective tissue, adipose tissue, fibrous connective tissue, cartilage, bone, and blood.