მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571681.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველი შეიძლება შეეგუოს გარემოს ცალკეულ ცვლადს, თუ იგი შესაძლებლობას აძლევს მის შინაგან გარემოს, შეიცვალოს ამ გარკვეული გარეგანი ცვლილებების შესაბამისად.
An animal is said to be a conformer for a particular environmental variable if it allows its internal condition to vary with certain external changes.
571682.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, ზღვის მრავალი უხერხემლო, როგორიცაა გვარი Libinia-ს კიბორჩხალები, ბინადრობენ გარემოში, სადაც ხსნადი ნივთიერებების კონცენტრაცია (მარილიანობა) შედარებით სტაბილურია.
For example, many marine invertebrates, such as spider crabs of the genus Libinia, live in environments where the solute concentration (salinity) is relatively stable.
571683.
ბიოლოგია | თავი XL
მტკნარი წყლის თევზებისგან განსხვავებით, Libinia არ არეგულირებს თავისი შინაგანი გარემოს ხსნადი ნივთიერებების კონცენტრაციას, ამის ნაცვლად ის შეგუებულია გარე გარემოსთან.
Unlike freshwater fishes, Libinia does not regulate its internal solute concentration but rather conforms to the external environment.
571684.
ბიოლოგია | თავი XL
რეგულაცია და შეგუება წარმოადგენენ კონტინუუმის უკიდურეს გამოვლინებებს.
Regulating and conforming represent extremes on a continuum.
571685.
ბიოლოგია | თავი XL
არც ერთი ორგანიზმი არ არის საუკეთესო „რეგულატორი” ან „შემგუებელი”.
No organism is a perfect regulator or conformer.
571686.
ბიოლოგია | თავი XL
ასე, მაგალითად, მტკნარი წყლის თევზი არეგულირებს შინაგან გარემოში ხსნადი ნივთიერებების კონცენტრაციას, ხოლო მისი შინაგანი ტემპერატურა კი ეგუება გარემოს წყლის ტემპერატურას.
For example, even though a freshwater fish regulates its internal solute concentration, it allows its internal temperature to conform to the external water temperature.
571687.
ბიოლოგია | თავი XL
შემდგომში ჩვენ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ მექანიზმებს, რომელთა საშუალებით ცხოველები არეგულირებენ თავიანთ შინაგან გარემოს.
Next, we will explore in more detail the mechanisms that animals use in regulating certain aspects of their internal environment.
571688.
ბიოლოგია | თავი XL
ჰომეოსტაზის მექანიზმები.
Mechanisms of Homeostasis.
571689.
ბიოლოგია | თავი XL
ჰომეოსტაზის მექანიზმები არეგულირებენ ცვლილებებს შინაგან გარემოში.
Mechanisms of homeostasis moderate changes in the internal environment.
571690.
ბიოლოგია | თავი XL
ჰომეოსტაზის მაკონტროლებელი ნებისმიერი სისტემა შედგება სამი ძირითადი ფუნქციური კომპონენტისგან: რეცეპტორი, კონტროლის ცენტრი, ეფექტორი.
Any homeostatic control system has three functional components: a receptor, a control center, and an effector.
571691.
ბიოლოგია | თავი XL
რეცეპტორი აფიქსირებს ცხოველის შინაგანი გარემოს ზოგიერთი ცვლადის ცვლილებას, მაგალითად, სხეულის ტემპერატურის ცვლილებას.
The receptor detects a change in some variable of the animal's internal environment, such as a change in body temperature.
571692.
ბიოლოგია | თავი XL
კონტროლის ცენტრი გადაამუშავებს რეცეპტორიდან მიღებულ ინფორმაციას და უგზავნის შესაბამის ეფექტორს.
The control center processes the information it receives from the receptor and directs an appropriate response by the effector.
571693.
ბიოლოგია | თავი XL
განვიხილოთ ეს მექანიზმი ოთახის ტემპერატურის რეგულაციის „არაცოცხალ” მაგალითზე.
Let's consider a nonliving example of the regulation of room temperature.
571694.
ბიოლოგია | თავი XL
ამ შემთხვევაში, კონტროლის ცენტრს წარმოადგენს თერმოსტატი, რომელიც შეიცავს ასევე რეცეპტორს (თერმომეტრსაც).
In this case, the control center, called a thermostat, also contains the receptor (a thermometer).
571695.
ბიოლოგია | თავი XL
როდესაც ოთახის ტემპერატურა გარკვეულ მაჩვენებელზე, ვთქვათ, 20 გრადუსზე ქვევით ეცემა, თერმოსტატი რთავს გამათბობელს (ეფექტორს).
When room temperature falls below a "set point," say 20°C, the thermostat switches on the heater (the effector).
571696.
ბიოლოგია | თავი XL
როდესაც ტემპერატურა 20 გრადუსზე ზემოთ იწევს, თერმოსტატი გამათბობელს გამორთავს.
When the thermometer detects a temperature above the set point, the thermostat switches the heater off.
571697.
ბიოლოგია | თავი XL
ამგვარი ტიპის კონტროლის ციკლს უარყოფითი უკუკავშირი ეწოდება იმიტომ, რომ ცვლადის სიდიდის აღრიცხული ცვლილება იწვევს მაკონტროლებელი მექანიზმის გაშვებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცვლადის იმავე მიმართულებით შეცვლას.
This type of control circuit is called negative feedback, because a change in the variable being monitored triggers the control mechanism to counteract further change in the same direction.
571698.
ბიოლოგია | თავი XL
უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმი მცირე ცვლილებების დიდ ცვლილებებად გარდაქმნას ეწინააღმდეგება.
Negative-feedback mechanisms prevent small changes from becoming too large.
571699.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველებში ჰომეოსტატიკური მექანიზმების უმრავლესობა უარყოფითი უკუკავშირის პრინციპზეა აგებული.
Most homeostatic mechanisms in animals operate on this principle of negative feedback.
571700.
ბიოლოგია | თავი XL
ფაქტობრივად, თქვენი სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება 37გრადუსთან მიახლოებულ წერტილზე რამდენიმე უარყოფითი უკუკავშირის მქონე ციკლების შედეგად ხდება.
In fact, your own body temperature is kept close to a set point of 37°C by the cooperation of several negative-feedback circuits.