მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571661.
ბიოლოგია | თავი XL
მრავალი ცხოველი არეგულირებს თავის შინაგან გარემოს შედარებით ვიწრო ფარგლებში.
Many animals regulate their internal environment within relatively narrow limits.
571662.
ბიოლოგია | თავი XL
საუკუნეზე მეტია, ფრანგმა ფიზიოლოგმა კლოდ ბერნარმა განასხვავა გარემო, სადაც ცხოველი ბინადრობს (გარეგანი გარემო) და შინაგანი გარემო, სადაც ცოცხლობს ცხოველის უჯრედები.
More than a century ago, French physiologist Claude Bernard made the distinction between the external environment surrounding an animal and the internal environment in which the cells of the animal live.
571663.
ბიოლოგია | თავი XL
ხერხემლიანი ცხოველების შინაგან გარემოს ეწოდება ინტერსტიციალური სითხე.
The internal environment of vertebrates is called the interstitial fluid.
571664.
ბიოლოგია | თავი XL
ეს სითხე ავსებს სივრცეს უჯრედებს შორის, მისი დახმარებით ხდება საკვები ნივთიერებებისა და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების მიმოცვლა სისხლთან მიკროსკოპულ ჭურჭლებში, რომლებსაც კაპილარები ეწოდება.
This fluid, which fills the spaces between vertebrate cells, exchanges nutrients and wastes with blood contained in microscopic vessels called capillaries.
571665.
ბიოლოგია | თავი XL
ბერნარმა ასევე გამოარკვია, რომ ცხოველები ცდილობენ შეინარჩუნონ შედარებით მუდმივი პირობები თავიანთ შინაგან გარემოში, მაშინაც კი, როდესაც გარეგანი გარემო იცვლება.
Bernard also recognized that many animals tend to maintain relatively constant conditions in their internal environment, even when the external environment changes.
571666.
ბიოლოგია | თავი XL
მტკნარი წყლის ჰიდრა უძლურია, შეინარჩუნოს იმ სითხის მუდმივობა, სადაც მისი უჯრედებია განლაგებული, მაგრამ ადამიანის ორგანიზმს აქვს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს თავისი შინაგანი გარემოს შედარებით მუდმივი ტემპერატურა, დაახლოებით 37°C.
A pond-dwelling hydra is powerless to affect the temperature of the fluid that bathes its cells, but the human body can maintain its "internal pond" at a more-or-less constant temperature of about 37°C.
571667.
ბიოლოგია | თავი XL
ადამიანის ორგანიზმს ასევე შეუძლია აკონტროლოს სისხლისა და ინტერსტიციალური სითხის pH-ის მაჩვენებელი და შეინარჩუნოს იგი 7,4 ერთეულის ფარგლებში, ასევე მას შეუძლია სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი ისე, რომ იგი შეადგენდეს 90მგ გლუკოზას 100 მლ სისხლში.
The human body can also control the pH of the blood and interstitial fluid to within a tenth of a pH unit of 7.4, and it can regulate the amount of sugar in the blood so that it does not fluctuate for long from a concentration of about 90 mg of glucose per 100 mL of blood.
571668.
ბიოლოგია | თავი XL
თუმცა არსებობს პერიოდები ცხოველების განვითარებაში, როდესაც დიდი ცვლილებები შინაგან გარემოში აუცილებლად იჩენს თავს.
There are times, of course, during the development of an animal when major changes in the internal environment are programmed to occur.
571669.
ბიოლოგია | თავი XL
ასე, მაგალითად, ჰორმონების ბალანსი ადამიანის სისხლში რადიკალურად იცვლება სქესობრივი მომწიფებისა და ორსულობის პერიოდში.
For example, the balance of hormones in human blood is altered radically during puberty and pregnancy.
571670.
ბიოლოგია | თავი XL
თუმცა შინაგანი გარემოს შედარებითი სტაბილურობა მაინც აღსანიშნავია.
Still, the stability of the internal environment is remarkable.
571671.
ბიოლოგია | თავი XL
დღეისთვის, ბერნარისეული „მუდმივი შინაგანი გარემო” შერწყმულია ჰომეოსტაზის კონცეფციასთან, რაც ნიშნავს „მდგრად, სტაბილურ მდგომარეობას”, ანუ შინაგან წონასწორობას.
Today, Bernard's "constant internal milieu" is incorporated into the concept of homeostasis, which means "steady state," or internal balance.
571672.
ბიოლოგია | თავი XL
თანამედროვე ფიზიოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და წინამდებარე თავის ძირითადი თემა იმის შესწავლაა, როგორ ინარჩუნებენ ცხოველები ჰომეოსტაზს.
One of the main objectives of modern physiology, and a theme of this unit, is to study how animals maintain homeostasis.
571673.
ბიოლოგია | თავი XL
სინამდვილეში, ცხოველების შინაგანო გარემო ყოველთვის ოდნავ მერყეობს.
Actually, the internal environment of an animal always fluctuates slightly.
571674.
ბიოლოგია | თავი XL
ჰომეოსტაზი დინამიკური მდგომარეობაა, ურთიერთობა გარემოს ფაქტორებსა, რომელიც იწვევს შინაგანი გარემოს ცვლილებას და შიდა მაკონტროლებელ მექანიზმებს შორის, რომელიც ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება.
Homeostasis is a dynamic state, an interplay between outside factors that tend to change the internal environment and internal control mechanisms that oppose such changes.
571675.
ბიოლოგია | თავი XL
რეგულირება და შეგუება.
Regulating and Conforming.
571676.
ბიოლოგია | თავი XL
რეგულირება და შეგუება ორი საწინააღმდეგო პროცესია, რომელთა საშუალებით, ცხოველი უმკლავდება გარემოს ცვალებადობას.
Regulating and conforming are two extremes in how animals cope with environmental fluctuations.
571677.
ბიოლოგია | თავი XL
შეიძლება ითქვას, რომ ცხოველი წარმოადგენს გარემოს ცალკეული ცვლადის მარეგულირებელს, რადგან გარეგანი ცვლილებების საპასუხოდ შინაგანი ცვლილების შემცირებისთვის იყენებს შიდა კონტროლის მექანიზმებს.
An animal is said to be a regulator for a particular environmental variable if it uses internal control mechanisms to moderate internal change in the face of external fluctuation.
571678.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, მტკნარი წყლის თევზს შეუძლია შეინარჩუნოს სისხლში გახსნილი ნივთიერებების კონცენტრაციის მუდმივობა თუნდაც ეს კონცენტრაცია განსხვავდებოდეს იმ გარემოში გახსნილი ნივთიერებების კონცენტრაციისგან, სადაც ეს თევზი ბინადრობს.
For example, a freshwater fish is able to maintain a stable internal concentration of solutes in its blood and interstitial fluid, even though that concentration is different from the solute concentration of the water it lives in.
571679.
ბიოლოგია | თავი XL
თევზის ანატომია და ფიზიოლოგია, შესაძლებლობას აძლევს, შეასუსტოს ნივთიერებების კონცენტრაციის შინაგანი ცვლილებები.
The fish's anatomy and physiology enable it to moderate internal changes in solute concentration.
571680.
ბიოლოგია | თავი XL
ამ რეგულაციის მექანიზმებზე უფრო ვრცლად წაიკითხავთ 44-ე თავში.
You will learn more about the mechanisms of this regulation in Chapter 44.