მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571721.
ბიოლოგია | თავი XL
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა სხვადასხვა სახეობა გარემოს სხვადასხვა ტემპერატურას არის შეგუებული, თითოეულ სახეობას ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონი აქვს.
Although different species of animals are adapted to different environmental temperatures, each species has an optimal temperature range.
571722.
ბიოლოგია | თავი XL
თერმორეგულაცია ცხოველს ეხმარება, შეინარჩუნოს სხეულის ტემპერატურა ოპტიმალური დიაპაზონის ფარგლებში, რაც უჯრედებს ეფექტური ფუნქციონირების საშუალებას აძლევს, მაშინაც კი, როდესაც გარემოს ტემპერატურა მერყეობს.
Thermoregulation helps keep body temperature within that optimal range, enabling cells to function most effectively, even as the external temperature fluctuates.
571723.
ბიოლოგია | თავი XL
ექტოთერმები და ენდოთერმები.
Ectotherms and Endotherms.
571724.
ბიოლოგია | თავი XL
სხვადასხვა სახეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, როგორ მართავს იგი სითბოს ბიუჯეტებს.
There are important differences in how various species manage their heat budgets.
571725.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველების დაყოფა თერმული მახასიათებლების მიხედვით, შესაძლებელია იმის აღნიშვნით, რა როლს თამაშობს მეტაბოლური სითბო სხეულის ტემპერატურის განსაზღვრაში.
One way to classify the thermal characteristics of animals is to emphasize the role of metabolic heat in determining body temperature.
571726.
ბიოლოგია | თავი XL
როგორც ადრე ისწავლეთ, ექტოთერმული ცხოველები ძირითად სითბოს გარემოდან იღებენ.
As you learned earlier, ectotherms gain most of their heat from the environment.
571727.
ბიოლოგია | თავი XL
ექტოთერმების მეტაბოლიზმის სიჩქარე იმდენად დაბალია, რომ წარმოქმნილი სითბო ზედმეტად მცირე სახის ზეგავლენას ახდენს მათი სხეულის ტემპერატურის რეგულაციისთვის.
An ectotherm has such a low metabolic rate that the amount of heat it generates is too small to have much effect on body temperature.
571728.
ბიოლოგია | თავი XL
მათგან განსხვავებით, ენდოთერმულ ცხოველებს შეუძლიათ, გამოიყენონ მეტაბოლური სითბო სხეულის ტემპერატურის რეგულირებისთვის.
In contrast, endotherms can use metabolic heat to regulate their body temperature.
571729.
ბიოლოგია | თავი XL
ცივ გარემოში, ენდოთერმების მეტაბოლიზმის მაღალი სიჩქარის შედეგად გამოიმუშავებენ სითბოს, ამის გამო, მათი სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურაზე მაღალია.
In a cold environment, an endotherm's high metabolic rate generates enough heat to keep its body substantially warmer than its surroundings.
571730.
ბიოლოგია | თავი XL
მრავალი ენდოთერმული ცხოველი, მათ შორის ადამიანი, გარემოს ტემპერატურის მერყეობის დროსაც კი, ინარჩუნებს სტაბილურად მაღალ შინაგან ტემპერატურას.
Many endotherms, including humans, maintain high and very stable internal temperatures even as the temperature of their surroundings fluctuates.
571731.
ბიოლოგია | თავი XL
ბევრი ექტოთერმული ცხოველი თერმორეგულაციას ახერხებს მზეზე გათბობით, ან ჩრდილში გაგრილებით.
Many ectotherms can thermoregulate by basking in the sun or seeking out shade.
571732.
ბიოლოგია | თავი XL
მაგრამ ზოგადად, ექტოთერმული ცხოველები უძლებენ ტემპერატურული ცვლილებების უფრო ფართო დიაპაზონს, ვიდრე ენდოთერმული ცხოველები შემდეგ გვერდზე.
But in general, ectotherms tolerate greater variation in internal temperature than do endotherms.
571733.
ბიოლოგია | თავი XL
უხერხემლოების უმრავლესობა, თევზები ამფიბიები, ხვლიკები, გველები და კუები, ექტოთერმული ცხოველები არიან.
Most invertebrates, fishes, amphibians, lizards, snakes, and turtles are ectotherms.
571734.
ბიოლოგია | თავი XL
ძუძუმწოვრები, ფრინველები, ზოგიერთი ქვეწარმავალი, თევზი და რამდენიმე სახეობის მწერი, ენდოთერმულია.
Mammals, birds, a few other reptiles, some fishes, and numerous insect species are endotherms.
571735.
ბიოლოგია | თავი XL
როგორც ადრე აღინიშნა, მთავარია ის, როგორ ახერხებს ორგანიზმი სითბოს წარმოქმნას, რომლის საშუალებითაც ხდება სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება, რაც განასხვავებს ექტოთერმებს ენდოთერმებისგან.
As mentioned earlier, it is the source of heat used to maintain body temperature that distinguishes ectotherms from endotherms.
571736.
ბიოლოგია | თავი XL
ტერმინი პოიკილოთერმულიმიემართება ცხოველებს, რომელთა სხეულის ტემპერატურა ძლიერ მერყეობს.
The term poikilotherm refers to animals whose internal temperatures vary widely.
571737.
ბიოლოგია | თავი XL
ტერმინი ჰომოიოთერმული მიემართება ცხოველებს შედარებით მუდმივი სხეულის ტემპერატურით.
The term homeotherm refers to animals that maintain relatively stable internal temperatures.
571738.
ბიოლოგია | თავი XL
თუმცა, მას მერე, რაც მეცნიერებმა მეტი ცოდნა შეიძინეს ცხოველების თერმორეგულატორულ მექანიზმებზე, ზემოაღნიშნული ტერმინები მეტწილად ხმარებიდან ამოიღეს.
However, as scientists have gained more knowledge of animal thermoregulatory mechanisms, these terms have largely fallen out of use.
571739.
ბიოლოგია | თავი XL
ზღვის მრავალი თევზი და უხერხემლო, რომელიც პოიკილოთერმულ ცხოველებს განეკუთვნება, იმდენად სტაბილური ტემპერატურის წყალში ბინადრობს, რომ მათი სხეულის ტემპერატურაც უფრო ნაკლებად მერყეობს, ვიდრე ადამიანის ან სხვა ძუძუმწოვრების ტემპერატურა.
Many marine fishes and invertebrates, classified as poikilotherms, inhabit water with such stable temperatures that their body temperature varies less than that of humans and other mammals.
571740.
ბიოლოგია | თავი XL
გარდა ამისა, ზოგ ძუძუმწოვარში, რომლებიც ჰომოიოთერმულად ითვლებიან, ტემპერატურის ძლიერ მერყეობას აქვს ადგილი.
Furthermore, some mammals that were classified as homeotherms experience great variation in internal temperature.