მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571761.
ბიოლოგია | თავი XL
ამ და სხვა მიზეზების გამო, ექტოთერმულობა უფრო ეფექტურ და წარმატებულ სტრატეგიად შეიძლება ჩაითვალოს დედამიწის დიდ ნაწილში, რასაც ადასტურებს ექტოთერმული ცხოველების მრავალფეროვნება და სიუხვე.
For this and other reasons, ectothermy is an extremely effective and successful strategy in most of Earth's environments, as shown by the abundance and diversity of ectothermic animals.
571762.
ბიოლოგია | თავი XL
სითბოს მიმოცვლის საშუალებები.
Modes of Heat Exchange.
571763.
ბიოლოგია | თავი XL
ექტოთერმულია ცხოველი თუ ენდოთერმული, ორგანიზმი, ისევე როგორც ნებისმიერი საგანი, გასცემს და იღებს სითბოს ოთხი ფიზიკური პროცესის საშუალებით: კონდუქცია, კონვექცია, რადიაცია და ევაპორაცია.
Whether it is an ectotherm or an endotherm, an organism, like any object, exchanges heat by four physical processes: conduction, convection, radiation, and evaporation.
571764.
ბიოლოგია | თავი XL
ბალანსი სითბოს კარგვასა და შენარჩუნებას შორის.
Balancing Heat Loss and Gain.
571765.
ბიოლოგია | თავი XL
ენდოთერმული ცხოველები და ის ექტოთერმული ცხოველები, რომლებიც თერმორეგულაციას ახერხებენ, ისე წარმართავენ თავიანთი სითბოს ბიუჯეტს, რომ სითბოს შეგროვების სიჩქარე ტოლია სითბოს კარგვის სიჩქარისა.
For endotherms and for those ectotherms that thermoregulate, the essence of thermoregulation is managing the heat budget so that rates of heat gain are equal to rates of heat loss.
571766.
ბიოლოგია | თავი XL
თუ სითბოს ბიუჯეტი დაბალანსებული არ არის, ცხოველი შეიძლება გადახურდეს ან გაგრილდეს.
If the heat budget is unbalanced, the animal becomes either warmer or colder.
571767.
ბიოლოგია | თავი XL
ადაპტაციის ხუთი ძირითადი სახე ეხმარება ცხოველებს თერმორეგულაციაში.
Five general categories of adaptations help animals thermoregulate.
571768.
ბიოლოგია | თავი XL
ფრინველებში და ძუძუმწოვრებში თერმორეგულაციის ძირითად მექანიზმს იზოლაცია წარმოადგენს ბეწვის, ბუმბულის ან ცხიმის ფენის საშუალებით, რომელიც ამცირებს სითბოს ნაკადს ცხოველსა და მის გარემოს შორის და ამცირებს სითბოს შენარჩუნებისთვის საჭირო ენერგეტიკულ დანახარჯებს.
A major thermoregulatory adaptation in mammals and birds is the insulation hair, feathers, or fat layers, which reduces the flow of heat between an animal and its environment and lowers the energy cost of keeping warm.
571769.
ბიოლოგია | თავი XL
ძუძუმწოვრებში საიზოლაციო ფენა დაკავშირებულია კანის სისტემასთან (მფარავ), რომელიც შედგება კანის, თმის და ფრჩხილისგან (ზოგ სახეობაში ბრჭყალი ან ჩლიქისგან).
In mammals, the insulating material is associated with the integumentary system, the outer covering of the body, consisting of the skin, hair, and nails (claws or hooves in some species).
571770.
ბიოლოგია | თავი XL
კანი ძირითადი ორგანოა მფარავ სისტემაში.
Skin is a key organ of the integumentary system.
571771.
ბიოლოგია | თავი XL
გარდა იმისა, რომ იგი მოქმედებს როგორც თერმორეგულატორული ორგანო, რადგან კანში მოთავსებულია ნერვები, საოფლე ჯირკვლები, სისხლძარღვები და თმის ფოლიკულები, კანი იცავს სხეულის შიდა ნაწილს მექანიკური დაზიანებისგან, ინფექციებისა და გამოშრობისგან.
In addition to functioning as a thermoregulatory organ by housing nerves, sweat glands, blood vessels, and hair follicles, the skin protects internal body parts from mechanical injury, infection, and drying out.
571772.
ბიოლოგია | თავი XL
კანი შედგება ორი შრისგან - ეპიდერმისი და დერმა, რომელიც გამოფენილია ქსოვილოვანი შრით - ჰიპოდერმით.
The skin consists of two layers, the epidermis and the dermis, underlain by a tissue layer called the hypodermis.
571773.
ბიოლოგია | თავი XL
ეპიდერმისი კანის ზედა შრეა და შედგება ძირითად მკვდარი ეპითელური უჯრედებისგან, რომლებიც დროთა განმავლობაში იქერცლება.
The epidermis is the outermost layer of skin and is composed mostly of dead epithelial cells that continually flake and fall off.
571774.
ბიოლოგია | თავი XL
ქვედა შრეებში წარმოქმნილი ახალი უჯრედები ჩაანაცვლებს მკვდარ უჯრედებს.
New cells pushing up from lower layers replace the cells that are lost.
571775.
ბიოლოგია | თავი XL
დერმა ამოფენს ეპიდერმისს და შეიცავს თმის ფოლიკულებს, ცხიმოვან და საოფლე ჯირკვლებს, კუნთებს, ნერვებს და სისხლძარღვებს.
The dermis supports the epidermis and contains hair follicles, oil and sweat glands, muscles, nerves, and blood vessels.
571776.
ბიოლოგია | თავი XL
ჰიპოდერმა შედგება ცხიმოვანი ქსოვილისგან, რომელიც მოიცავს ცხიმის დამგროვებელ უჯრედებს და სისხლძარღვებს.
The hypodermis contains adipose tissue, which includes fat-storing cells and blood vessels.
571777.
ბიოლოგია | თავი XL
ცხიმოვანი ქსოვილი უზრუნველყოფს სხვადასხვა ხარისხის იზოლაციას, რაც სახეობებზე არის დამოკიდებული.
Adipose tissue provides varying degrees of insulation, depending on the species.
571778.
ბიოლოგია | თავი XL
ბეწვისა და ბუმბულის იზოლაციის სიძლიერე ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ატარებს ჰაერს შრეები.
The insulating power of a layer of fur or feathers mainly depends on how much still air the layer traps.
571779.
ბიოლოგია | თავი XL
თმა დასველებისას კარგავს საიზოლაციო თვისებებს.
Hair loses most of its insulating power when wet.
571780.
ბიოლოგია | თავი XL
ხმელეთის მრავალ ძუძუმწოვარში და ფრინველებში ბეწვი და ბუმბული სიცივეში ყალყზე დგება, რათა მეტი ჰაერი შეაკავოს.
Most land mammals and birds react to cold by raising their fur or feathers, thereby trapping a thicker layer of air.