მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571821.
ბიოლოგია | თავი XL
როგორც ენდოთერმული, ისე ექტოთერმული ცხოველები, სხვადასხვა ტიპის ქცევით პასუხობენ გარემოს ტემპერატურულ ცვლილებებს.
Both endotherms and ectotherms use behavioral responses to control body temperature.
571822.
ბიოლოგია | თავი XL
მრავალ ექტოთერმულ ცხოველს შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის მუდმივი ტემპერატურა შედარებით მარტივი ქცევის საშუალებით.
Many ectotherms can maintain a very constant body temperature through relatively simple behaviors.
571823.
ბიოლოგია | თავი XL
უფრო ექსტრემალურ ქცევით ადაპტაციას ზოგ ცხოველში წარმოადგენს ჰიბერნაცია (ძილქუში) ან მიგრაცია უფრო მოსახერხებელ კლიმატურ პირობებში.
More extreme behavioral adaptations in some animals include hibernation or migration to a more suitable climate.
571824.
ბიოლოგია | თავი XL
ყველა ამფიბია და ქვეწარმავლების დიდი ნაწილი ექტოთერმულები არიან.
All amphibians and most reptiles other than birds are ectothermic.
571825.
ბიოლოგია | თავი XL
ამიტომ, ეს ორგანიზმები აკონტროლებენ სხეულის ტემპერატურას ძირითადად ქცევის საშუალებით.
Therefore, these organisms control body temperature mainly by behavior.
571826.
ბიოლოგია | თავი XL
ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონი ამფიბიებში მერყეობს სახეობების მიხედვით.
The optimal temperature range for amphibians varies substantially with the species.
571827.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, სალამანდრას რამდენიმე მსგავსი სახეობის სხეულის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 7°С-25°С-მდე.
For example, certain closely related species of salamanders have average body temperatures ranging from 7° to 25°C.
571828.
ბიოლოგია | თავი XL
როდესაც ხმელეთზე ამფიბიების უმრავლესობა სითბოს კარგავს ტენიანი სხეულის ზედაპირიდან ევაპორაციის საშუალებით, რაც ართულებს სხეულის გათბობას.
When exposed to air, most amphibians lose heat rapidly by evaporation from their moist body surfaces, making it difficult to keep sufficiently warm.
571829.
ბიოლოგია | თავი XL
მაგრამ იმ ადგილზე გადანაცვლებით, სადაც საკმარისი მზის სითბოა, ამფიბიას შეუძლია შეინარჩუნოს ოპტიმალური სხეულის ტემპერატურა.
However, by moving to a location where solar heat is available, an amphibian can maintain a satisfactory body temperature.
571830.
ბიოლოგია | თავი XL
როდესაც გარემოს ტემპერატურა მატულობს, ამფიბიები ეძებენ გრილ მიკროგარემოს, მაგალითად თავს აფარებენ ჩრდილს.
And when the surroundings are too warm, amphibians seek cooler microenvironments, such as shaded areas.
571831.
ბიოლოგია | თავი XL
ამფიბიების მსგავსად, ქვეწარმავლები ახერხებენ თერმორეგულაციას ძირითადად ქცევის საშუალებით.
Like amphibians, reptiles other than birds thermoregulate mainly by behavior.
571832.
ბიოლოგია | თავი XL
როდესაც ცივა, ისინი თბილ ადგილებს ეძებენ, გროვდებიან სითბოს წყაროსთან და სხეულს მას უშვერენ.
When cold, they seek warm places, orienting themselves toward heat sources and expanding the body surface exposed to a heat source.
571833.
ბიოლოგია | თავი XL
სიცხეში ქვეწარმავლები გრილ ადგილებში გადაადგილდებიან.
When hot, they move to cool areas.
571834.
ბიოლოგია | თავი XL
მრავალი ქვეწარმავალი ტემპერატურას ინარჩუნებს თბილიდან ცივ ადგილებში გადაადგილებით და პირიქით მთელი დღის განმავლობაში.
Many reptiles keep their body temperatures very stable over the course of a day by shuttling back and forth between warm and cool spots.
571835.
ბიოლოგია | თავი XL
ხმელეთის უხერხემლოთა უმრავლესობა შინაგან ტემპერატურას ოპტიმალურ დონეზე ინარჩუნებს თითქმის იგივე ქცევითი მექანიზმის საშუალებით, როგორც ხერხემლიანი ექტოთერმები.
Many terrestrial invertebrates can adjust the internal temperature by the same behavioral mechanisms used by vertebrate ectotherms.
571836.
ბიოლოგია | თავი XL
უდაბნოს კუტკალია (Schistocerca gregaria), მაგალითად, აღწევს გარკვეულ ტემპერატურას აქტივობის საშუალებით, იგი ისე აბრუნებს სხეულს, რომ მზის სხივების მაქსიმალური აბსორბცია შეძლოს.
The desert locust, for example, must reach a certain temperature to become active, and on cold days, it orients in a direction that maximizes the absorption of sunlight.
571837.
ბიოლოგია | თავი XL
ხმელეთის სხვა უხერხემლოებს აქვთ სხვადასხვა პოზა, რომელთა საშუალებით ისინი მზის სითბოს აბსორბციას ამცირებენ ან ზრდიან.
Other terrestrial invertebrates have certain postures that enable them to maximize or minimize their absorption of heat from the sun.
571838.
ბიოლოგია | თავი XL
ფუტკრები იყენებდნენ თერმორეგულაციის ისეთ მექანიზმს, რომელსაც საფუძვლად სოციალური ქცევა უდევს.
Honeybees use a thermoregulatory mechanism that depends on social behavior.
571839.
ბიოლოგია | თავი XL
ცივ ამინდში ისინი მეტ სითბოს გამოყოფენ და ერთად გროვდებიან, რაც სითბოს შენახვას უწყობს ხელს.
In cold weather, they increase heat production and huddle together, thereby retaining heat.
571840.
ბიოლოგია | თავი XL
ჯგუფებად შეკრებილი ფუტკრებიც კი ბევრ ენერგიას ხარჯავენ სითბოს შესანარჩუნებლად, სწორედ ამიტომ ინახავენ ფუტკრები სკაში დიდი რაოდენობით „საწვავს” - თაფლს.
Even when huddling, honeybees must expend considerable energy to keep warm, this is the main function of storing large quantities of fuel in the hive in the form of honey.