მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571801.
ბიოლოგია | თავი XL
ენდოთერმულობა ინტენსიური აქტივობის საშუალებას იძლევა, რადგან ენდოთერმულ ცხოველებს შეუძლიათ, შეინარჩუნონ უფრო მაღალი ტემპერატურა იმ კუნთებში, რომელსაც ცურვის დროს იყენებენ, ამ დროს სხეული ზედაპირი დაახლოებით იგივე ტემპერატურისაა, როგორც წყალი.
Endothermy enables the vigorous, sustained activity that is characteristic of these animals by keeping the main swimming muscles several degrees warmer than the tissues near the animal's surface, which are about the same temperature as the surrounding water.
571802.
ბიოლოგია | თავი XL
ზოგიერთ ქვეწარმავალს აგრეთვე აქვს ფიზიოლოგიური ადაპტაციები, რომელთა შედეგად ხდება სითბოს კარგვის რეგულაცია.
Some reptiles also have physiological adaptations that regulate heat loss.
571803.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, გალაპაგოსის კუნძულების ბინადარი ზღვის იგუანა, სხეულის სითბოს ინარჩუნებს ზედაპირული სისხლძარღვების ვაზოკონსტრიქციის საშუალებით, ამ დროს, ცივ ოკეანეში ცურვისას, მეტი სისხლის გადასროლა ხდება სხეულის შუაგულისკენ.
For example, in the marine iguana, which inhabits the Galápagos Islands, body heat is conserved by vasoconstriction of superficial blood vessels, routing more blood to the central core of the body when the animal is swimming in the cold ocean.
571804.
ბიოლოგია | თავი XL
მრავალ ენდოთერმულ მწერს (ბაზები, ფუტკრები და ზოგიერთი ღამის პეპელა) აქვს დინების საწინააღმდეგო სითბოს მიმოცვლის სისტემა, რომელიც ხელს უწყობს მკერდში მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას, სადაც განლაგებულია საფრენი კუნთები.
Many endothermic insects (bumblebees, honeybees, and some moths) have a countercurrent heat exchanger that helps maintain a high temperature in the thorax, where the flight muscles are located.
571805.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, დინების საწინააღმდეგო სითბოს მიმოცვლის სისტემა ხელს უწყობს ზამთარში აქტიურ ღამის პეპელას, ფრენის დროს შეინარჩუნოს მკერდის ტემპერატურა 300-მდე თოვლიან ღამეებშიც, როდესაც გარემოს ტემპერატურა ყინვაზე დაბალია.
For example, the heat exchanger keeps the thorax of certain winter-active moths at about 30°C during flight, even on cold, snowy nights when the external temperature may be subfreezing.
571806.
ბიოლოგია | თავი XL
გაგრილება ევაპორაციის დროს სითბოს კარგვის შედეგად.
Cooling by Evaporative Heat Loss.
571807.
ბიოლოგია | თავი XL
მრავალი ძუძუმწოვარი და ფრინველი ისეთ გარემოში ბინადრობს, სადაც თერმორეგულაციის შედეგად საჭიროა არა მარტო გათბობა, არამედ გაგრილებაც.
Many mammals and birds live in places where thermoregulation requires cooling as well as warming.
571808.
ბიოლოგია | თავი XL
თუ გარემოს ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე მაღალია, ცხოველი სითბოს გარემოსგან იღებს, ევაპორაციის შედეგად ხდება ორგანიზმის დაცვა ტემპერატურის სწრაფი ზრდისგან.
If environmental temperature is above body temperature, animals gain heat from the environment as well as from metabolism, and evaporation is the only way to keep body temperature from rising rapidly.
571809.
ბიოლოგია | თავი XL
ხმელეთის ცხოველები კარგავენ წყალს ევაპორაციის შედეგად კანიდან და სუნთქვის დროს.
Terrestrial animals lose water by evaporation across the skin and when they breathe.
571810.
ბიოლოგია | თავი XL
წყალი სითბოს აბსორბციას ახდენს, როდესაც ორთქლდება.
Water absorbs considerable heat when it evaporates.
571811.
ბიოლოგია | თავი XL
სითბოს გაცემაში წყალი 50-100-ჯერ ეფექტურია ჰაერზე.
It is 50 to 100 times more effective than air in transferring heat.
571812.
ბიოლოგია | თავი XL
ზოგ ცხოველს ისეთი ადაპტაციები აქვს, რომელიც აძლიერებს გაგრილების ეფექტს.
Some animals have adaptations that can greatly augment this cooling effect.
571813.
ბიოლოგია | თავი XL
რხევა ძალზე მნიშვნელოვანია ფრინველებსა და ძუძუმწოვრებისთვის.
Panting is important in birds and many mammals.
571814.
ბიოლოგია | თავი XL
ზოგ ფრინველს პირის ფსკერზე მოთავსებული აქვს სისხლძარღვებით მდიდარი ჩანთა, რომლის კანკალი ზრდის აორთქლების ინტენსიურობას.
Some birds have a pouch richly supplied with blood vessels on the floor of the mouth, fluttering the pouch increases evaporation.
571815.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, მტრედები იყენებენ ევაპორაციულ აორთქლებას სხეულის ტემპერატურის 40-ზე შესანარჩუნებლად პირობებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 60-ის ტოლია, თუ მათთვის წყალი ხელმისაწვდომია საკმარისი რაოდენობით.
Pigeons, for example, can use evaporative cooling to keep body temperature close to 40°C in air temperatures as high as 60°C, as long as they have sufficient water.
571816.
ბიოლოგია | თავი XL
ოფლიანობა და აბაზანების მიღება ატენიანებს კანს და აძლიერებს ევაპორაციულ აორთქლებას.
Sweating or bathing moistens the skin and enhances evaporative cooling.
571817.
ბიოლოგია | თავი XL
ხმელეთის ძუძუმწოვრების უმრავლესობას აქვს ნერვული სისტემის კონტროლის ქვეშ არსებული საოფლე ჯირკვლები.
Many terrestrial mammals have sweat glands controlled by the nervous system.
571818.
ბიოლოგია | თავი XL
ევაპორაციულ გაგრილებას აძლიერებს აგრეთვე ნერწყვის შესხურება სხეულის ზედაპირზე - ზოგიერთი კენგურუს და მღრღნელის ადაპტაცია სიცხისადმი.
Other mechanisms that promote evaporative cooling include spreading saliva on body surfaces, an adaptation of some kangaroos and rodents for combating severe heat stress.
571819.
ბიოლოგია | თავი XL
ზოგი ამფიბია, მაგალითად, კამეჩი-ბაყაყი (Rana catesbiana) ცვლის გამოყოფილი ლორწოს რაოდენობას ევაპორაციული გაგრილების საჭიროების მიხედვით.
Some species of amphibians, such as bullfrogs, can vary the amount of mucus they secrete from their surface, a response that regulates evaporative cooling.
571820.
ბიოლოგია | თავი XL
ქცევითი პასუხები.
Behavioral Responses.