მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572101.
ბიოლოგია | თავი XLI
პირველი, პოლიმერები ძალიან დიდია საიმისოდ, რომ მემბრანებში გავიდეს და ცხოველის უჯრედში მოხვდეს.
First, polymers are too large to pass through membranes and enter the cells of the animal.
572102.
ბიოლოგია | თავი XLI
მეორე ცხოველის საკუთარი მაკრომოლეკულები არ არის საკვებში არსებულის იდენტური.
Second, the macromolecules that make up an animal are not identical to those of its food.
572103.
ბიოლოგია | თავი XLI
მათი მაკრომოლეკულების ასაშენებლად, ყველა ორგანიზმი ერთსა და იმავე მონომერებს იყენებს.
In building their macromolecules, however, all organisms use common monomers.
572104.
ბიოლოგია | თავი XLI
მაგალითად, სოია, ხილის ბუზი და ადამიანები, ყველანი აწყობენ მათ ცილებს ერთი და იგივე 20 ამინომჟავასგან.
For example, soybeans, fruit flies, and humans all assemble their proteins from the same 20 amino acids.
572105.
ბიოლოგია | თავი XLI
მონელება, საჭმლის გადამუშავების მეორე სტადია არის საკვების დაშლის პროცესი იმდენად მცირე ზომის მოლეკულებად, რომ სხეულმა აბსორბცია მოახერხოს.
Digestion, the second stage of food processing, is the process of breaking food down into molecules small enough for the body to absorb.
572106.
ბიოლოგია | თავი XLI
მონელება ხლეჩს მაკრომოლეკულებს მათ შემადგენელ მონომერებამდე, რომელსაც შემდგომში ცხოველი იყენებს საკუთარი მოლეკულების ან ატფ-ის საწვავის წარმოქმნისთვის.
Digestion cleaves macromolecules into their component monomers, which the animal then uses to make its own molecules or as fuel for ATP production.
572107.
ბიოლოგია | თავი XLI
პოლი და დისაქარიდები იშლება მარტივ შაქრებამდე, ცხიმები გლიცეროლამდე და ცხიმოვან მჟავებამდე, ცილები ამინომჟავებამდე და ნუკლეინის მჟავები ნუკლეოტიდებამდე.
Polysaccharides and disaccharides are split into simple sugars, fats are digested to glycerol and fatty acids, proteins are split into amino acids, and nucleic acids are cleaved into nucleotides.
572108.
ბიოლოგია | თავი XLI
გაიხსენეთ მე-5 თავიდან, რომ უჯრედი ქმნის მაკრომოლეკულებს მონომერების ერთმანეთთან დაკავშირებით.
Recall from Chapter 5 that a cell makes a macromolecule by linking together monomers.
572109.
ბიოლოგია | თავი XLI
ის ამას აკეთებს ყოველი კოვალენტური ბმის წარმოქმნისას წყლის მოლეკულის მოცლებით.
It does so by removing a molecule of water for each new covalent bond formed.
572110.
ბიოლოგია | თავი XLI
მონელება ამ პროცესს აბრუნებს წყლის დამატებით ბმების დაშლით.
Digestion reverses this process by breaking bonds with the addition of water.
572111.
ბიოლოგია | თავი XLI
ამ დაშლის პროცესს ფერმენტული ჰიდროლიზი ეწოდება.
This splitting process is called enzymatic hydrolysis.
572112.
ბიოლოგია | თავი XLI
ჰიდროლიზური ფერმენტების მრავალფეროვნება აჩქარებს საკვებში ნანახი ყოველი კლასის მაკრომოლეკულების მონელებას.
A variety of hydrolytic enzymes catalyze the digestion of each of the classes of macromolecules found in food.
572113.
ბიოლოგია | თავი XLI
ამ ქიმიურ მონელებას ხშირად წინ უსწრებს საკვების მექანიკური ფრაგმენტაცია, მაგალითად, ღეჭვით.
This chemical digestion is usually preceded by mechanical fragmentation of the food-by chewing, for instance.
572114.
ბიოლოგია | თავი XLI
საკვების დაშლა უფრო მცირე ნაჭრებად ზრდის ზედაპირის ფართობს, რომელზეც ჰიდროლიზური ფერმენტების შემცველი მომნელებელი წვენები მოქმედებს.
Breaking food into smaller pieces increases the surface area exposed to digestive juices containing hydrolytic enzymes.
572115.
ბიოლოგია | თავი XLI
საჭმლის გადამუშავების ბოლო ორი სტადია ვლინდება საჭმლის მონელების დასრულების შემდეგ.
The last two stages of food processing occur after the food is digested.
572116.
ბიოლოგია | თავი XLI
მესამე სტადიაზე, აბსორბციისას, ცხოველის უჯრედები შთანთქავენ, აბსორცირებენ მცირე ზომის მოლეკულებს, როგორიცაა ამინომჟავები და მარტივი შაქრები.
In the third stage, absorption, the animal's cells take up (absorb) small molecules such as amino acids and simple sugars from the digestive compartment.
572117.
ბიოლოგია | თავი XLI
საბოლოოდ, მოუნელებელი საკვების მომნელებელი ტრაქტიდან გამოყოფა ხდება.
And finally, elimination occurs as undigested material passes out of the digestive compartment.
572118.
ბიოლოგია | თავი XLI
როგორ ხდება, რომ ცხოველები ინელებენ საკვებს საკუთარი უჯრედებისა და ქსოვილების მოუნელებლად?
How do animals apply their digestive processes to food without digesting their own cells and tissues?
572119.
ბიოლოგია | თავი XLI
ბოლოსდაბოლოს, მომნელებელი ფერმენტები ხომ იგივე ბიოლოგიურ მასალას ამუშავებენ (როგორიც არის ცილები, ლიპიდები და ნახშირწყლები), რომლისგანაც ცხოველები შედგება, და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან იქნას აცილებული საკუთარი თავის მონელება!
After all, digestive enzymes hydrolyze the same biological materials (such as proteins, lipids, and carbohydrates) that animals are made of, and it is obviously important to avoid digesting oneself!
572120.
ბიოლოგია | თავი XLI
ცხოველთა უმეტესობა საკუთარი მონელების რისკს ამცირებს სპეციალურ კომპარტმენტებში საკვების მონელებით.
Most animals reduce the risk of self-digestion by processing food in specialized compartments.