მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572081.
ბიოლოგია | თავი XLI
მსგავსად ვიტამინებისა, მინერალებზე მოთხოვნაც განსხვავდება ცხოველთა სხვადასხვა სახებაში.
As with vitamins, mineral requirements vary in different animal species.
572082.
ბიოლოგია | თავი XLI
ადამიანი და სხვა ხერხემლიანები ძვლების ასაგებად და შესანარჩუნებლად კალციუმისა და ფოსფორის შედარებით დიდ რაოდენობას საჭიროებენ.
Humans and other vertebrates require relatively large quantities of calcium and phosphorus for the construction and maintenance of bone.
572083.
ბიოლოგია | თავი XLI
კალციუმი ასევე საჭიროა ნერვებისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
Calcium is also necessary for the normal functioning of nerves and muscles.
572084.
ბიოლოგია | თავი XLI
ფოსფორი კი ატფ-ისა და ნუკლეინის მჟავების შემადგენელი ნაწილია.
Phosphorus is also an ingredient of ATP and nucleic acids.
572085.
ბიოლოგია | თავი XLI
რკინა ციტოქრომების, უჯრედის სუნთქვის პროცესებში მონაწილე ნაერთების და ჰემოგლობინის, სისხლის წითელი უჯრედების ჟანგბადის დამაკავშირებელი ცილის, კომპონენტია.
Iron is a component of the cytochromes that function in cellular respiration and of hemoglobin, the oxygen-binding protein of red blood cells.
572086.
ბიოლოგია | თავი XLI
მაგნიუმი, რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, სელენი და მოლიბდენი ამა თუ იმ ფერმენტის შემადგენლობაში მყოფი კოფაქტორებია.
Magnesium, iron, zinc, copper, manganese, selenium, and molybdenum are cofactors built into the structure of certain enzymes.
572087.
ბიოლოგია | თავი XLI
მაგალითად, მაგნიუმი იმ ფერმენტებშია, რომელიც ატფ-ს შლის.
Magnesium, for example, is present in enzymes that split ATP.
572088.
ბიოლოგია | თავი XLI
ხერხემლიანებს იოდი თიროიდული ჰორმონის წარმოსაქმნელად სჭირდებათ, რომელიც მეტაბოლურ პროცესების სიჩქარეს არეგულირებს.
Vertebrates need iodine to make thyroid hormones, which regulate metabolic rate.
572089.
ბიოლოგია | თავი XLI
ნატრიუმი, კალიუმი და ქლორი ნერვის ფუნქციონირებისთვის და უჯრედსა და ქსოვილურ სითხეს შორის ოსმოსური ბალანსის შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი.
Sodium, potassium, and chlorine are important in nerve functioning and also in maintaining the osmotic balance between cells and the interstitial fluid.
572090.
ბიოლოგია | თავი XLI
ბევრი ადამიანი გაცილებით მეტ მარილს (ნატრიუმის ქლორიდს) იღებს, ვიდრე საჭიროა.
Most people ingest far more salt (sodium chloride) than they need.
572091.
ბიოლოგია | თავი XLI
მაგალითად, ამერიკის მოქალაქეები საშუალოდ ჭამენ საკმარის მარილს რომ დაახლოებით 20-ჯერ დააკმაყოფილონ ნატრიუმზე მოთხოვნა.
For example, the average U.S. citizen eats enough salt to provide about 20 times the required amount of sodium.
572092.
ბიოლოგია | თავი XLI
ამ მარილის უმეტესი ნაწილი მომზადებულ საკვებშია დამალული, ისეთშიც კი, რომელსაც მარილის გემო შეიძლება საერთოდაც არ ჰქონდეთ.
Much of this salt is hidden in packaged, prepared foods, even those that may not taste salty.
572093.
ბიოლოგია | თავი XLI
მარილისა და სხვა მინერალების ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ჰომეოსტატიკური ბალანსი დაარღვიოს და ტოქსიკური გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს.
Ingesting an excess of salt or several other minerals can upset the homeostatic balance and cause toxic side effects.
572094.
ბიოლოგია | თავი XLI
მაგალითად, ნატრიუმის ზედმეტი რაოდენობა დაკავშირებულია სისხლის მაღალ წნევასთან და რკინის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს.
For example, too much sodium is associated with high blood pressure, and excess iron can cause liver damage.
572095.
ბიოლოგია | თავი XLI
შემდეგ თავში, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ კვების მოთხოვნებიდან ცხოველებში საკვების გადამუშავებაზე.
In the next section, we will shift our attention from nutritional requirements to how animals process their food.
572096.
ბიოლოგია | თავი XLI
საკვების გადამუშავების მთავარი სტადიებია შეთვისება, მონელება, აბსორბცია და გამოყოფა.
The main stages of food processing are ingestion, digestion, absorption, and elimination.
572097.
ბიოლოგია | თავი XLI
კვების მიმოხილვას ვიწყებთ ცხოველებში კვების სხვადასხვა მექანიზმის განხილვით.
We began our study of nutrition by surveying the diverse feeding mechanisms among animals.
572098.
ბიოლოგია | თავი XLI
მაგრამ შეთვისება ანუ ჭამის აქტი, საკვების გადამუშავების მხოლოდ პირველი სტადიაა.
But ingestion, the act of eating, is only the first stage of food processing.
572099.
ბიოლოგია | თავი XLI
საჭმლის ორგანული მასალა შედგება ცილებისგან, ცხიმებისა და ნახშირწყლებისგან, სახამებლის თუ სხვა ფორმით.
Organic material in food consists largely of proteins, fats, and carbohydrates in the form of starch and other polysaccharides.
572100.
ბიოლოგია | თავი XLI
ცხოველებს არ შეუძლიათ ამ მაკრომოლეკულების პირდაპირი გამოყენება ორი მიზეზის გამო.
Animals cannot use these macromolecules directly for two reasons.