მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572181.
ბიოლოგია | თავი XLI
მჟავას ერთი ფუნქცია არის უჯრედგარე მატრიქსის დაშლა, რაც ცხოველურ და მცენარეულ უჯრედებს ერთმანეთთან აკავშირებს.
One function of the acid is to disrupt the extracellular matrix that binds cells together in meat and plant material.
572182.
ბიოლოგია | თავი XLI
მჟავა ასევე კლავს ბაქტერიების უმეტეს ნაწილს, რომელიც საკვებთან ერთად იყლაპება.
The acid also kills most bacteria that are swallowed with food.
572183.
ბიოლოგია | თავი XLI
ასევე გასტრალურ წვენში არის პეფსინი, ფერმენტი, რომელიც იწყებს ცილების ჰიდროლიზს.
Also present in gastric juice is pepsin, an enzyme that begins the hydrolysis of proteins.
572184.
ბიოლოგია | თავი XLI
პეფსინი შლის პეპტიდურ ბმებს განსაზღვრული ამინომჟავების მეზობლად და შლის ცილას უფრო მცირე ნაერთებად, რომლებიც შემდგომში მთლიანად მოინელება წვრილ ნაწლავში ამინომჟავებამდე.
Pepsin breaks peptide bonds adjacent to specific amino acids, cleaving proteins into smaller polypeptides, which are later digested completely into amino acids in the small intestine.
572185.
ბიოლოგია | თავი XLI
პეფსინი მიეკუთვნება ფერმენტების იმ მცირე ჯგუფს, რომლებიც მჟავე არეში მოქმედებენ.
Pepsin is one of the few enzymes that works best in a strongly acidic environment.
572186.
ბიოლოგია | თავი XLI
დაბალი pH საკვებში არსებული ცილების დენატურაციას იწვევს და ზრდის პეფსინისთვის პეპტიდურ ბმებთან შეხების არეს.
The low pH of gastric juice denatures (unfolds) the proteins in food, increasing exposure of their peptide bonds to pepsin.
572187.
ბიოლოგია | თავი XLI
რა უშლის ხელს პეფსინს კუჭის კედლის უჯრედების დაშლაში?
What prevents pepsin from destroying the cells of the stomach wall?
572188.
ბიოლოგია | თავი XLI
პირველ რიგში ის, რომ პეფსინი განსაკუთრებული უჯრედების მიერ, რომლებსაც მთავარი უჯრედები ეწოდებათ და კუჭის კედლის ჩაღრმავებებშია მოთავსებული, არააქტიური ფორმით პეფსინოგენის სახით გამოიყოფა.
First, pepsin is secreted in an inactive form called pepsinogen by specialized cells called chief cells located in gastric pits.
572189.
ბიოლოგია | თავი XLI
სხვა უჯრედები, რომლებსაც პარიეტალურ უჯრედებს უწოდებენ, მარილმჟავას გამოყოფენ.
Other cells, called parietal cells, also in the pits, secrete hydrochloric acid.
572190.
ბიოლოგია | თავი XLI
მჟავა გარდაქმნის პეფსინოგენს პეფსინად აცილებს რა მოლეკულის მცირე ნაწილს და ათავისუფლებს მის აქტიურ უბანს.
The acid converts pepsinogen to active pepsin by removing a small portion of the molecule and exposing its active site.
572191.
ბიოლოგია | თავი XLI
რამდენადაც პეფსინი და მჟავა სხვადასხვა უჯრედებისგან გამოიყოფა, ეს ორი ინგრედიენტი არ ერევა და პეფსინოგენი არ აქტიურდება, სანამ ისინი კუჭის ღრუში არ მოხვდებიან.
Because different cells secrete the acid and pepsinogen, the two ingredients do not mix, and pepsinogen is not activated until it enters the lumen (cavity) of the stomach.
572192.
ბიოლოგია | თავი XLI
პეფსინოგენის აქტივაცია არის დადებითი უკუკავშირის მაგალითი.
Activation of pepsinogen is an example of positive feedback.
572193.
ბიოლოგია | თავი XLI
როდესაც პეფსინოგენი მჟავათი აქტიურდება, აქტივაცია ძალიან მაღალი სისწრაფით მიმდინარეობს, რამდენადაც პეფსინი თავად ააქტიურებს პეფსინოგენის დამატებით მოლეკულებს.
Once some pepsinogen is activated by acid, activation occurs at an increasingly rapid rate because pepsin itself can activate additional molecules of pepsinogen.
572194.
ბიოლოგია | თავი XLI
ბევრი სხვა მომნელებელი ფერმენტი ასევე გამოიყოფა არააქტიური ფორმით, რომელიც მომნელებელი ტრაქტის ღრუში აქტიურდება.
Many other digestive enzymes are also secreted in inactive forms that become active within the lumen of the digestive tract.
572195.
ბიოლოგია | თავი XLI
კუჭის მეორე დაცვა საკუთარი მონელებისგან არის ლორწოვანი საფარველი, რომელიც ეპითელური უჯრედების მიერ გამოიყოფა.
The stomach's second defense against self-digestion is a coating of mucus secreted by the epithelial cells of the stomach lining.
572196.
ბიოლოგია | თავი XLI
ეპითელური ქსოვილი მუდმივად ცვდება, მაგრამ მიტოზის გზით ხდება საკმარისი უჯრედების წარმოქმნა, მოცილებულების ჩანაცვლება რომ მოხდეს.
Still, the epithelium is constantly eroded, and mitosis generates enough cells to completely replace the stomach lining every three days.
572197.
ბიოლოგია | თავი XLI
კუჭის წყლულები, ანუ ამ შრის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია, მჟავე არისადმი მდგრადი ბაქტერიით Helicobacter pylori-ით.
Gastric ulcers, lesions in this lining, are caused mainly by the acid-tolerant bacterium Helicobacter pylori.
572198.
ბიოლოგია | თავი XLI
დაახლოებით ყოველ 20 წთ-ში კუჭის შემადგენლობა ირევა კუჭის კედლის გლუვი კუნთების მოქმედებით.
About every 20 seconds, the stomach contents are mixed by the churning action of smooth muscles.
572199.
ბიოლოგია | თავი XLI
ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს შიმშილის გრძნობა, როდესაც ცარიელი კუჭის კედელი იწყებს შეკუმშვას.
You may feel hunger pangs when your empty stomach churns.
572200.
ბიოლოგია | თავი XLI
შიმშილის შეგრძნება ტვინის ცენტებთან არის დაკავშირებული, რომელიც სისხლში საკვები ნივთიერებების რაოდენობას და ამ თავში ადრე აღწერილი მადის მაკონტროლებელი ჰორმონის დონეს აკონტროლებს.
Sensations of hunger are also associated with brain centers that monitor the blood's nutritional status and levels of the appetite-controlling hormones discussed earlier in this chapter.