მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572621.
ბიოლოგია | თავი XLII
როგორც ადრე აღინიშნა, მიმოქცევის ღია სისტემის მქონე უხერხემლოებში სისხლი (ჰემოლიმფა) არ განსხვავდება ქსოვილური სითხისგან.
As explained earlier, in invertebrates with open circulation, blood (hemolymph) is not different from interstitial fluid.
572622.
ბიოლოგია | თავი XLII
თუმცა, მიმოქცევის დახურული წრის მქონე ორგანიზმებში სისხლი განსაკუთრებული შემაერთებელი ქსოვილია.
However, blood in the closed circulatory systems of vertebrates is a specialized connective tissue.
572623.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის შემადგენლობა და ფუნქცია.
Blood Composition and Function.
572624.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლი რამდენიმე ტიპის უჯრედებისგან შედგება, რომელიც თხევად მატრიქსში - პლაზმაშია გახსნილი.
Blood consists of several kinds of cells suspended in a liquid matrix called plasma.
572625.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის შეგროვების შემდეგ, მისი უჯრედების პლაზმიდან გამოყოფა ცენტრიფუგირებით შეიძლება (ანტიკოაგულანტის დამატება აუცილებელია სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად).
After a blood sample is collected, the cells can be separated from plasma by spinning the whole blood in a centrifuge (an anticoagulant must be added to prevent the blood from clotting).
572626.
ბიოლოგია | თავი XLII
უჯრედული ელემენტები (უჯრედები და უჯრედის ფრაგმენტები), რომელიც სისხლის მოცულობის დაახლოებით 45% შეადგენს, ცენტრიფუგის კოლბის ძირზე ილექება და მკვრივ წითელ ფენას ქმნის.
The cellular elements (cells and cell fragments), which occupy about 45% of the volume of blood, settle to the bottom of the centrifuge tube, forming a dense red pellet.
572627.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ უჯრედული ფენის ზევით გამჭვირვალე პლაზმაა.
Above this cellular pellet is the transparent plasma.
572628.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის პლაზმის 90% წყალია.
Blood plasma is about 90% water.
572629.
ბიოლოგია | თავი XLII
მასში იონების სახით გახსნილია არაორგანული მარილები, რომელთაც ზოგჯერ სისხლის ელექტროლიტებს უწოდებენ.
Among its many solutes are inorganic salts in the form of dissolved ions, sometimes referred to as blood electrolytes.
572630.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ იონების ჯამური კონცენტრაცია მნიშვნელოვანია სისხლის ოსმოსური ბალანსის შენარჩუნებისთვის.
The combined concentration of these ions is important in maintaining the osmotic balance of the blood.
572631.
ბიოლოგია | თავი XLII
ზოგიერთი იონი ბუფერის ფუნქციასაც ასრულებს, როგორც წესი, ადამიანის სისხლის pH 7.4.
Some ions also help to buffer the blood, which in humans normally has a pH of 7.4.
572632.
ბიოლოგია | თავი XLII
კუნთებისა და ნერვების ნორმალური ფუნქციონირება ქსოვილურ სითხეში მთავარი იონების ნორმალურ კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, რომელიც პლაზმაში მათი კონცენტრაციის ანარეკლია.
The normal functioning of muscles and nerves depends on the concentration of key ions in the interstitial fluid, which reflects their concentration in plasma.
572633.
ბიოლოგია | თავი XLII
თირკმელი პლაზმის ელექტროლიტებს ზუსტი კონცენტრაციით ინარჩუნებს, ეს ჰომეოსტაზის მაგალითია, რომელსაც 44-ე თავში განვიხილავთ.
The kidney maintains plasma electrolytes at precise concentrations, an example of homeostasis we will explore in detail in Chapter 44.
572634.
ბიოლოგია | თავი XLII
პლაზმაში გახსნილი ნივთიერებების სხვა მნიშვნელოვანი კლასი ცილებია, რომელთაც ბევრი ფუნქცია აკისრიათ.
Another important class of solutes is the plasma proteins, which have many functions.
572635.
ბიოლოგია | თავი XLII
კოლექტიურად ისინი ასრულებენ ბუფერების ფუნქციას, ინარჩუნებენ სისხლსა და ქსოვილურ სითხეს შორის ოსმოსურ ბალანსს და სისხლის წებოვნებას (სისქის) ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ.
Collectively, they act as buffers, help maintain the osmotic balance between blood and interstitial fluid, and contribute to the blood's viscosity (thickness).
572636.
ბიოლოგია | თავი XLII
პლაზმის ცილების სხვადასხვა ტიპს განსაზღვრული ფუნქციები აკისრიათ.
The various types of plasma proteins also have specific functions.
572637.
ბიოლოგია | თავი XLII
ზოგი ლიპიდების თანმხლებია, რომლებიც წყალში უხსნადებია და მხოლოდ მაშინ შეუძლიათ სისხლში გადაადგილება, თუ ცილასთან არიან დაკავშირებულნი.
Some are escorts for lipids, which are insoluble in water and can travel in blood only when bound to proteins.
572638.
ბიოლოგია | თავი XLII
ცილების სხვა კლასი, იმუნოგლობულინები - ანტისხეულებია და ორგანიზმში შეჭრილ ვირუსებთან და სხვა უცხო აგენტებთან ბრძოლაში იღებენ მონაწილეობას.
Another class of proteins, the immunoglobulins, or antibodies, help combat viruses and other foreign agents that invade the body.
572639.
ბიოლოგია | თავი XLII
პლაზმის ცილა ფიბრინოგენი შედედებას უზრუნველყოფს, რაც სისხლძარღვის დაზიანებისას სისხლის ჟონვას აჩერებს.
The plasma proteins called fibrinogens are clotting factors that help plug leaks when blood vessels are injured.
572640.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის პლაზმა, რომლისგანაც შედედების ფაქტორები მოცილებულია შრატად იწოდება.
Blood plasma from which these clotting factors have been removed is called serum.