მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572641.
ბიოლოგია | თავი XLII
პლაზმა ასევე შეიცავს ნაერთთა მრავალფეროვნებას, რომელთა გადატანაც ხდება სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეში, მათ შორის არის საკვები ნივთიერებები, მეტაბოლიზმის ნარჩენები, სასუნთქი აირები და ჰორმონები.
Plasma also contains a wide variety of substances in transit from one part of the body to another, including nutrients, metabolic wastes, respiratory gases, and hormones.
572642.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის პლაზმა და ქსოვილური სითხე შემადგენლობით მსგავსია, გარდა იმისა, რომ პლაზმაში ცილების მაღალი კონცენტრაციაა (კაპილარების კედლები ცილების მიმართ არც ისე კარგი გამტარია).
Blood plasma and interstitial fluid are similar in composition, except that plasma has a much higher protein concentration (capillary walls, remember, are not very permeable to proteins).
572643.
ბიოლოგია | თავი XLII
უჯრედული ელემენტები.
Cellular Elements.
572644.
ბიოლოგია | თავი XLII
პლაზმაში ორი კლასის უჯრედებია სუსპენზირებული: სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ და სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ორგანიზმის დაცვაში იღებენ მონაწილეობას.
Suspended in blood plasma are two classes of cells: red blood cells, which transport oxygen, and white blood cells, which function in defense.
572645.
ბიოლოგია | თავი XLII
მესამე უჯრედული ელემენტი თრომბოციტებია, რომლებიც უჯრედის ფრაგმენტებს წარმოადგენენ და შედედებაში იღებენ მონაწილეობას.
A third cellular element, platelets, are fragments of cells that are involved in the clotting process.
572646.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის წითელი უჯრედები, ანუ ერითროციტები სისხლში ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება.
Red blood cells, or erythrocytes, are by far the most numerous blood cells.
572647.
ბიოლოგია | თავი XLII
ერითროციტები სტრუქტურისა და ფუნქციის კავშირის საუკეთესო მაგალითია.
Erythrocytes are an excellent example of the close relationship between structure and function.
572648.
ბიოლოგია | თავი XLII
მათი ძირითადი ფუნქცია პლაზმურ მემბრანაში ჟანგბადის სწრაფი ტრანსპორტით განისაზღვრება.
Their main function of O2 transport depends on the rapid diffusion of O2 across their plasma membranes.
572649.
ბიოლოგია | თავი XLII
ადამიანის ერითროციტები პატარა დისკებია (7-8.5 მკმ დიამეტრის), რომლებიც ცენტრში უფრო თხელია, ვიდრე კიდეებში.
Human erythrocytes are small disks (about 7-8.5 um in diameter) that are biconcave-thinner in the center than at the edges.
572650.
ბიოლოგია | თავი XLII
მათი მცირე ზომა და ჩაზნექილი ზედაპირი მთელი ერითროციტების პოპულაციის დიდ ზედაპირის ფართობს უზრუნველყოფს და რაც უფრო მეტია მოცემულ მოცულობაში ერითროციტების ზედაპირის ფართობი, მით სწრაფად ხდება ჟანგბადის დიფუზია.
Their small size and biconcave shape provide a large collective surface area for the total population of erythrocytes, and the greater the total area of erythrocyte membrane in a given volume of blood, the more rapidly O2 can diffuse.
572651.
ბიოლოგია | თავი XLII
ძუძუმწოვართა ერითროციტებს ბირთვი არ აქვთ, ეს თვისება მათში რკინის შემცველი ცილის – ჰემოგლობინისთვის, რომელიც ჟანგბადის ტრანსპორტის ფუნქციას ასრულებს, კიდევ უფრო დიდ სივრცეს ტოვებს.
Mammalian erythrocytes lack nuclei, an unusual characteristic that leaves more space in these tiny cells for hemoglobin, the iron-containing protein that transports oxygen.
572652.
ბიოლოგია | თავი XLII
ერითროციტებს არ აქვთ მიტოქონდრიები და ატფ-ს ანაერობული მეტაბოლიზმით წარმოქმნიან.
Erythrocytes also lack mitochondria and generate their ATP exclusively by anaerobic metabolism.
572653.
ბიოლოგია | თავი XLII
ჟანგბადის ტრანსპორტი ნაკლებად ეფექტური იქნებოდა მათი საკუთარი მეტაბოლიზმი რომ აერობული ყოფილიყო, და თვითონვე დაეხარჯათ ის ჟანგბადი, რომელიც გადააქვთ.
Oxygen transport by erythrocytes would be less efficient if their own metabolism were aerobic and consumed some of the oxygen they carry.
572654.
ბიოლოგია | თავი XLII
მიუხედავად პატარა ზომისა, ერითროციტი ჰემოგლობინის 250 მილიონ მოლეკულას შეიცავს.
Despite its small size, an erythrocyte contains about 250 million molecules of hemoglobin.
572655.
ბიოლოგია | თავი XLII
იქიდან გამომდინარე, რომ ჰემოგლობინის თითოეული მოლეკულა ჟანგბადის ოთხ მოლეკულას იკავშირებს, ერთ ერითროციტს მილიარდამდე ჟანგბადის მოლეკულის გადატანა შეუძლია.
Since each hemoglobin binds up to four molecules of O2, one erythrocyte can transport about a billion O2 molecules.
572656.
ბიოლოგია | თავი XLII
მკვლევრებმა ნახეს, რომ ჰემოგლობინს აზოტის ოქსიდის (NO) დაკავშირების უნარიც აქვს.
Researchers have found that hemoglobin also binds the gaseous molecule nitric oxide (NO).
572657.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც ერითროციტები ფილტვების ან ლაყუჩების ან სუნთქვის სხვა ორგანოს კაპილარებში გადის ჟანგბადი ერითროციტებში დიფუნდირდება, სადაც ჰემოგლობინი ჟანგბადსა და აზოტის ოქსიდს იკავშირებს.
As erythrocytes pass through the capillary beds of lungs, gills, or other respiratory organs, O2 diffuses into the erythrocytes, where hemoglobin binds O2 and NO.
572658.
ბიოლოგია | თავი XLII
სისტემური წრის კაპილარებში, ჰემოგლობინს ჟანგბადი სცილდება და უჯრედებში გადადის.
In the systemic capillaries, hemoglobin unloads O2, which then diffuses into body cells.
572659.
ბიოლოგია | თავი XLII
აზოტის ოქსიდი კაპილარების კედლის მოდუნებას იწვევს, რაც სავარაუდოდ ჟანგბადის გადასვლას უნდა უწყობდეს ხელს.
The NO relaxes the capillary walls, allowing them to expand, which probably helps deliver O2 to the cells.
572660.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლი თეთრი უჯრედების, ანუ ლეიკოციტების ხუთ მთავარ ტიპს შეიცავს: ნეიტროფილებს, ბაზოფილებს, ეოზინოფილებს, მონოციტებს და ლიმფოციტებს.
The blood contains five major types of white blood cells, or leukocytes: monocytes, neutrophils, basophils, eosinophils, and lymphocytes.