მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572701.
ბიოლოგია | თავი XLII
არაგენეტიკური ფაქტორები, რომლებიც გულსისხლძარღვთა პრობლემების რისკს ზრდის, არის მოწევა, ვარჯიშის სიმცირე, საკვებ რაციონში ცხოველური ცხიმის სიჭარბე და სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე.
Nongenetic factors that increase the risk of cardiovascular problems include smoking, lack of exercise, a diet rich in animal fat, and high concentrations of cholesterol in the blood.
572702.
ბიოლოგია | თავი XLII
ქოლესტერინი სისხლის პლაზმაში ქოლესტერინის მოლეკულების და ცილასთან დაკავშირებული სხვა ცხიმოვანი მოლეკულების შემცველი ნაწილაკების სახით არსებობს.
Cholesterol travels in the blood plasma mainly in the form of particles consisting of thousands of cholesterol molecules and other lipids bound to a protein.
572703.
ბიოლოგია | თავი XLII
ნაწილაკების ერთი ტიპი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინია (დსლ), ხშირად მას „ცუდ ქოლესტერინსაც“ უწოდებენ და არტერიების შიდა კედელზე არსებულ წარმონაქმნებს არტერიულ ფოლაქებს ქმნიან.
One type of particle low-density lipoproteins (LDLs), often called the "bad cholesterol"-is associated with the deposition of cholesterol in arterial plaques, growths that develop on the inner walls of arteries.
572704.
ბიოლოგია | თავი XLII
მეორე ტიპი არის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (მსლ), ანუ „კარგი ქოლესტრინები“ ისინი ქოლესტერინის დაგროვებას ამცირებენ.
Another type of high-density lipoproteins (HDLs), or "good cholesterol"-appears to reduce the deposition of cholesterol.
572705.
ბიოლოგია | თავი XLII
ვარჯიში ზრდის მსლ კონცენტრაციას, მაშინ როდესაც მოწევას დსლ/მსლ შეფარდებაზე საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
Exercise increases HDL concentration, whereas smoking has the opposite effect on the LDL/HDL ratio.
572706.
ბიოლოგია | თავი XLII
ჯანმრთელ არტერიებს გლუვი შიდა ზედაპირი აქვთ, რაც სისხლის დინებას უწყობს ხელს.
Healthy arteries have smooth inner linings that promote unimpeded blood flow.
572707.
ბიოლოგია | თავი XLII
ქოლესტერინის დაგროვება ასქელებს და აუხეშებს კედელს.
The deposition of cholesterol thickens and roughens this smooth lining.
572708.
ბიოლოგია | თავი XLII
ჩნდება ფოლაქები, რომელზეც დამატებითი შემაერთებელი ქსოვილი და უფრო მეტი ქოლესტერინი ილექება.
A plaque forms at the site and becomes infiltrated with fibrous connective tissue and still more cholesterol.
572709.
ბიოლოგია | თავი XLII
ასეთი ფოლაქები არტერიის სანათურს ავიწროებს და იწვევს ქრონიკულ გულსისხლძარღვთა დაავადებას, რომელსაც ათეროსკლეროზი ეწოდება.
Such plaques narrow the bore of the artery, leading to a chronic cardiovascular disease known as atherosclerosis.
572710.
ბიოლოგია | თავი XLII
ათეროსკლეროზული არტერიების უხეში შიდა ზედაპირი თრომბოციტების ადჰეზიას უწყობს ხელს, რაც რთავს შედედების პროცესს და გავლენას ახდენს მიმოქცევაზე.
The rough lining of an atherosclerotic artery seems to encourage the adhesion of platelets, triggering the clotting process and interfering with circulation.
572711.
ბიოლოგია | თავი XLII
ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა) ხელს უწყობს ათეროსკლეროზს და ზრდის გულის შეტევისა და სისხლჩაქცევის რისკს.
Hypertension (high blood pressure) promotes atherosclerosis and increases the risk of heart attack and stroke.
572712.
ბიოლოგია | თავი XLII
ათეროსკლეროზი ზრდის სისხლის წნევას, ავიწროებს რა სისხლძარღვებს და ამცირებს მათ ელასტიკურობას.
Atherosclerosis tends to raise blood pressure by narrowing the vessels and reducing their elasticity.
572713.
ბიოლოგია | თავი XLII
ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ქრონიკული მაღალი წნევა აზიანებს ენდოთელიუმს და ხელს უწყობს ფოლაქების წარმოქმნას.
According to one hypothesis, chronic high blood pressure damages the endothelium, promoting plaque formation.
572714.
ბიოლოგია | თავი XLII
საბედნიეროდ, ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკა ადვილია და როგორც წესი, დიეტით, ვარჯიშითა და წამლებით ან მათი კომბინაციით კონტროლირდება.
Fortunately, hypertension is simple to diagnose and can usually be controlled by diet, exercise, medication, or a combination of these.
572715.
ბიოლოგია | თავი XLII
90-ზე მეტი დიასტოლური წნევა შეშფოთების მიზეზი შეიძლება იყოს, მუდმივი ჰიპერტენზიით ცხოვრება, როგორიცაა 200/120 - კატასტროფაა.
A diastolic pressure above 90 may be a cause for concern, and living with extreme hypertension, say 200/120 is a courting disaster.
572716.
ბიოლოგია | თავი XLII
ათეროსკლეროზის პროგრესირებისას არტერიები უფრო და უფრო ვიწროვდება და გულის შეტევისა და სისხლჩაქცევის რისკი იზრდება.
As atherosclerosis progresses, arteries become narrower, and the threat of heart attack or stroke increases.
572717.
ბიოლოგია | თავი XLII
შესაძლოა არსებობდეს გამაფრთხილებელი ნიშნები.
There may be warning signs.
572718.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგალითად, კორონარული არტერიების ნაწილობრივი ბლოკირებისას ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, ამ მდგომარეობას ანგინა პექტორისს უწოდებენ.
For example, if a coronary artery is only partially blocked, the person may feel occasional chest pain, a condition known as angina pectoris.
572719.
ბიოლოგია | თავი XLII
თუმცა, ბევრი ათეროსკლეროზიანი პაციენტი თავის მდგომარეობას მანამდე ვერ აცნობიერებს, სანამ კატასტროფა არ მოხდება.
However, many people with atherosclerosis are completely unaware of their condition until catastrophe strikes.
572720.
ბიოლოგია | თავი XLII
საბოლოო ეტაპი, როგორც წესი, გულის შეტევა ან სისხლჩაქცევაა.
The final blow is usually a heart attack or a stroke.