მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572781.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარების წყობა თევზის ლაყუჩში აძლიერებს აირთა ცვლას და ამცირებს ვენტილაციის ენერგეტიკულ დანახარჯს.
The arrangement of capillaries in a fish gill enhances gas exchange and reduces the energy cost of ventilation.
572782.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლი ლაყუჩში წყლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის.
Blood flows in the direction opposite to the movement of water past the gills.
572783.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს სისხლში ჟანგბადის გადასვლის ეფექტურობას აძლიერებს, ამ პროცესს ურთიერთსაწინააღმდეგო დინებით მიმოცვლა ჰქვია.
This makes it possible to transfer O2 to the blood by a very efficient process called countercurrent exchange.
572784.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც სისხლი ლაყუჩის კაპილარში მოძრაობს, ის სულ უფრო და უფრო ივსება ჟანგბადით, მაგრამ ის მაშინვე ხვდება წყალს, რომელშიც ჟანგბადის კონცენტრაცია მაღალია.
As blood moves through a gill capillary, it becomes more and more loaded with O2, but it simultaneously encounters water with ever higher O2 concentrations because the water is just beginning its passage over the gills.
572785.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს ნიშნავს, რომ კაპილარის მთელ სიგრძეზე დიფუზიის გრადიენტი ისეთია, რომ ხელს უწყობს ჟანგბადის გადასვლას წყლიდან სისხლში.
This means that along the entire length of the capillary, there is a diffusion gradient favoring the transfer of O2 from water to blood.
572786.
ბიოლოგია | თავი XLII
ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმოცვლა იმდენად ეფექტურია, რომ ლაყუჩს შეუძლია წყალში გახსნილი ჟანგბადის 80% შეთვისება.
The countercurrent exchange mechanism is so efficient that the gills can remove more than 80% of the O2 dissolved in the water.
572787.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმოცვლის ძირითადი მექანიზმი ასევე, ტემპერატურის რეგულაციისთვისაც მნიშვნელოვანია, რაც აღნიშნული იყო მე-40 თავში და ასევე მიმოხილული იქნება ძუძუმწოვართა თირკმლის მოქმედებაშიც, რომელიც 44-ე თავშია წარმოდგენილი.
The basic mechanism of countercurrent exchange is also important in temperature regulation, as we saw in Chapter 40, and in the functioning of the mammalian kidney, as we will see in Chapter 44.
572788.
ბიოლოგია | თავი XLII
ლაყუჩები ხმელეთზე მობინადრე ორგანიზმებისთვის ჩვეულებრივ მოუხერხებელია.
Gills are generally unsuitable for an animal living on land.
572789.
ბიოლოგია | თავი XLII
მემბრანის ნოტიო ზედაპირი, უშუალოდ რომ ეხებოდეს ჰაერს, აორთქლებით ძალიან ბევრ წყალს დაკარგავდა და ლაყუჩიც დაიშლებოდა, რადგანაც, მისი ძაფები წყალთან შეხებაში ვერ მოვიდოდა და შეწებდებოდა.
An expansive surface of a wet membrane exposed to air would lose too much water by evaporation, and the gills would collapse as their fine filaments, no longer supported by water, would cling together.
572790.
ბიოლოგია | თავი XLII
ხმელეთის ორგანიზმების უმეტესობაში აირთა მიმოცვლის ზედაპირი ორგანიზმის შიგნით არის მოთავსებული, და ატმოსფეროში ვიწრო მილებით იხსნება.
Most terrestrial animals house their respiratory surfaces within the body, opening to the atmosphere through narrow tubes.
572791.
ბიოლოგია | თავი XLII
მწერების ტრაქეალური სისტემა.
Tracheal Systems in Insects.
572792.
ბიოლოგია | თავი XLII
ჰაერს, როგორც სუნთქვის გარემოს წყალთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს, მათ შორის არის ჟანგბადის გაცილებით მაღალი კონცენტრაცია (დაახლოებით 210 მლ ჟანგბადი ჰაერის ერთ ლიტრზე).
As a respiratory medium, air has many advantages over water, including a much higher concentration of oxygen (about 210 mL O2 per liter of air).
572793.
ბიოლოგია | თავი XLII
ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ჰაერში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის დიფუზია უფრო სწრაფად ხდება, სასუნთქი ზედაპირების ისეთი ძლიერი ვენტილაცია საჭირო არ არის.
Also, since O2 and CO2 diffuse much faster in air than in water, respiratory surfaces exposed to air do not have to be ventilated as vigorously as gills.
572794.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც სუნთქვის ზედაპირი ჰაერიდან ჟანგბადს შეითვისებს და ნახშირორჟანგს გამოყოფს, დიფუზია სწრაფად მოიტანს მეტ ჟანგბადს და მიმოცვლის არიდან წაიღებს ნახშირორჟანგს.
As the respiratory surface removes O2 from the air and expels CO2, diffusion rapidly brings more O2 to the respiratory surface and carries the CO2 away.
572795.
ბიოლოგია | თავი XLII
ხმელეთის ცხოველების ვენტილაციისთვის ნაკლები ენერგიაა საჭირო, რამდენადაც ჰაერი გაცილებით უფრო მსუბუქია და გაცილებით უფრო ადვილია მისი ამოტუმბვა, ამასთანავე, იგივე რაოდენობის ჟანგბადის მისაღებად წყალთან შედარებით გაცილებით ცოტა ჰაერის მოცულობის ჩასუნთქვაა საჭირო.
When a terrestrial animal does ventilate, less energy is needed because air is far lighter and easier to pump than water and because much less volume needs to be breathed to obtain an equal amount of O2.
572796.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგრამ ამ უპირატესობასთან ერთად, პრობლემაც იჩენს თავს.
But along with these advantages comes a problem.
572797.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვის ზედაპირი, რომელიც დიდი და ნესტიანი უნდა იყოს, მუდმივად კარგავს წყალს აორთქლების გზით.
The respiratory surface, which must be large and moist, continuously loses water to the air by evaporation.
572798.
ბიოლოგია | თავი XLII
პრობლემა მნიშვნელოვნად მცირდება იმით, რომ სუნთქვის ზედაპირი სხეულის შიგნით არის მოთავსებული.
The problem is greatly reduced by a respiratory surface folded into the body.
572799.
ბიოლოგია | თავი XLII
მაშინ, როდესაც, ფილტვები ხმელეთის ცხოველების სუნთქვის ყველაზე ცნობილი სტრუქტურაა, ყველაზე ზოგადი მაინც მწერების ტრაქეალური სისტემაა.
While the most familiar such respiratory structure among terrestrial animals is the lung, the most common is the tracheal system of insects.
572800.
ბიოლოგია | თავი XLII
მწერების ტრაქეალური სისტემა წარმოადგენს ჰაერის მილებს, რომელიც სხეული შიგნით იტოტება, ეს სხეულის შიგნით მოთავსებული აირთა მიმოცვლის ზედაპირის ერთ-ერთი ფორმაა.
The tracheal system of insects made up of air tubes that branch throughout the body, is one variation on the theme of a folded internal respiratory surface.