მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572841.
ბიოლოგია | თავი XLII
აირთა მიმოცვლა თხელი ეპითელიუმის გავლით ხდება, რომელიც მილიონობით ალვეოლშია და ადამიანში მისი ზედაპირის ფართობი 100 კვ.მ, რაც საკმარისია მთელი სხეულის აირთა მიმოცვლის უზრუნველსაყოფად.
Gas exchange occurs across the thin epithelia of the lung's millions of alveoli, which have a total surface area of about 100 m2 in humans, sufficient to carry out gas exchange for the entire body.
572842.
ბიოლოგია | თავი XLII
ალვეოლებში შესული ჟანგბადი ნესტიან შრეში იხსნება და ეპითელიუმის გავლით თითოეულ ალვეოლის ირგვლივ მყოფი კაპილარების ქსელისკენ სწრაფად დიფუნდირდება.
Oxygen in the air entering the alveoli dissolves in the moist film and rapidly diffuses across the epithelium into a web of capillaries that surrounds each alveolus.
572843.
ბიოლოგია | თავი XLII
ნახშირორჟანგი კი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს - კაპილარებიდან ალვეოლების ეპითელიუმის გავლით ჰაერისკენ.
Carbon dioxide diffuses in the opposite direction, from the capillaries across the epithelium of the alveolus and into the air space.
572844.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვის დროს ხდება ფილტვების ვენტილაცია.
Breathing ventilates the lungs.
572845.
ბიოლოგია | თავი XLII
თევზების მსგავსად, ხმელეთის ხერხემლიანებში აირთა მიმოცვლის პროცესი ზედაპირზე ჟანგბადის მაღალი და ნახშირორჟანგის დაბალი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად ვენტილაციას ეყრდნობა.
Like fishes, terrestrial vertebrates rely on ventilation to maintain high O2 and low CO2 concentrations at the gas exchange surface.
572846.
ბიოლოგია | თავი XLII
პროცესს, როდესაც ადგილი აქვს ფილტვების ვენტილაციას სუნთქვა ეწოდება, ანუ მიმდინარეობს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მონაცვლეობა.
The process that ventilates the lungs is breathing, the alternate inhalation and exhalation of air.
572847.
ბიოლოგია | თავი XLII
როგორ სუნთქავს ამფიბია.
How an Amphibian Breathes.
572848.
ბიოლოგია | თავი XLII
ამფიბია, მაგალითად, ბაყაყი ფილტვების ვენტილაციას დადებითი წნევით სუნთქვით ახორციელებს.
An amphibian such as a frog ventilates its lungs by positive pressure breathing.
572849.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვითი ციკლის დროს, პირის ღრუს ქვედა კუნთები ქვემოთ იწევს და ნესტოებიდან ჰაერის შესვლას უზრუნველყოფს.
During a breathing cycle, muscles lower the floor of the oral cavity, drawing in air through the nostrils.
572850.
ბიოლოგია | თავი XLII
შემდეგ დახურული ნესტოებითა და პირით, პირის ღრუს ძირის ზევით აწევით, ჰაერი ტრაქეისკენ იტუმბება.
Then, with the nostrils and mouth closed, the floor of the oral cavity rises, forcing air down the trachea.
572851.
ბიოლოგია | თავი XLII
ფილტვის ელასტიკური რეაქციითა და კუნთოვანი სხეულის შეკუმშვით, ჰაერის სხეულიდან გარეთ ამოტუმბვა ხდება.
Elastic recoil of the lungs and compression by the muscular body wall force air back out of the lungs during exhalation.
572852.
ბიოლოგია | თავი XLII
როგორ სუნთქავენ ძუძუმწოვრები.
How a Mammal Breathes.
572853.
ბიოლოგია | თავი XLII
ამფიბიებისგან განსხვავებით, ძუძუმწოვრების ფილტვების ვენტილაცია უარყოფითი წნევით სუნთქვით ხორციელდება, რომელიც შემწოვი ტუმბოსავით მოქმედებს, და გარეთ განდევნის ნაცვლად ჰაერს ფილტვებში შეისრუტავს.
Unlike amphibians, mammals ventilate their lungs by negative pressure breathing, which works like a suction pump, pulling air instead of pushing it into the lungs.
572854.
ბიოლოგია | თავი XLII
კუნთების მოქმედება ცვლის ნეკნების საკნისა და გულმკერდის ღრუს მოცულობას და ფილტვები მოცულობის აღნიშნულ ცვლილებას მიყვება.
Muscle action changes the volume of the rib cage and the chest cavity, and the lungs match these volume changes.
572855.
ბიოლოგია | თავი XLII
ფილტვის ორკედლიანი ტომრის შიდა შრე ფილტვის გარეთა ნაწილთანაა ადჰეზირებული, ხოლო გარეთა შრე - გულმკერდის კედელთან.
The inner layer of the lung's double-walled sac adheres to the outside of the lungs, and the outer layer adheres to the wall of the chest cavity.
572856.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ ორ შრეს ერთმანეთისგან სითხით ავსებული თხელი სივრცე გამოყოფს.
A thin space filled with fluid separates the two layers.
572857.
ბიოლოგია | თავი XLII
ზედაპირის დაჭიმულობის გამო ეს ორი შრე არის შუშის ორი ნაჭრის მსგავსი, რომლებიც ერთმანეთთან წყლის შრით არიან მიწებებულნი.
Because of surface tension, the two layers are like two plates of glass stuck together by a film of water.
572858.
ბიოლოგია | თავი XLII
შრეები შეიძლება ერთმანეთის მიმართ გასრიალდეს, მაგრამ მათი დაცალკევება ვერ ხერხდება.
The layers can slide smoothly past each other, but they cannot be pulled apart easily.
572859.
ბიოლოგია | თავი XLII
ზედაპირის დაჭიმულობა, ფილტვებს ნეკნების საკნის მოძრაობასთან ერთად ამოძრავებს.
Surface tension couples the movement of the lungs with the movement of the rib cage.
572860.
ბიოლოგია | თავი XLII
ფილტვის მოცულობა იზრდება ნეკნთაშორისი კუნთებისა და დიაფრაგმის, ჩონჩხის კუნთოვანი ორგანოა, რომელიც გულმკერდის ღრუს ფსკერს ქმნის, შეკუმშვით.
Lung volume increases as a result of the contraction of the rib muscles and the diaphragm, a sheet of skeletal muscle that forms the bottom wall of the chest cavity.