მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572881.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც ფრინველი სუნთქავს მთლიანი სისტემის ვენტილაცია ხდება.
The entire system, lungs, and air sacs, is ventilated when the bird breathes.
572882.
ბიოლოგია | თავი XLII
ჰაერი სისტემაში ისე მოძრაობს, რომ იმის მიუხედავად ფრინველი ჩასუნთქვის თუ ამოსუნთქვის პროცესს ახორციელებს ფილტვებს ჰაერი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიეწოდება.
Air flows through the system in a circuit that passes through the lungs in one direction only, regardless of whether the animal is inhaling or exhaling.
572883.
ბიოლოგია | თავი XLII
ალვეოლების ნაცვლად, რომლებიც ბრმა დაბოლოებებია, ფრინველებში აირთა მიმოცვლის უბნები პატარა მილებია, რომელსაც პარაბრონქებს უწოდებენ და, რომელშიც ჰაერი ერთი მიმართულებით მოძრაობს.
Instead of alveoli, which are dead ends, the sites of gas exchange in bird lungs are tiny channels called parabronchi, through which air flows in one direction.
572884.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს ფილტვების ჰაერს მუდმივად აახლებს როგორც ჩასუნთქვის, ისე ამოსუნთქვის დროს, ასე, რომ ჟანგბადის მაქსიმალური კონცენტრაცია ფრინველების ფილტვებში უფრო მაღალია, ვიდრე ძუძუმწოვრებში.
This system completely renews the air in the lungs with every exhalation, so maximum lung O2 concentrations are higher in birds than in mammals.
572885.
ბიოლოგია | თავი XLII
ნაწილობრივ ამ უპირატესობის წყალობით, ფრინველები მაღალ სიმაღლეებზე უფრო უკეთ გრძნობენ თავს.
Partly because of this advantage, birds perform much better than mammals at high altitudes.
572886.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგალითად, ადამიანებს დედამიწის უმაღლესი მწვერვალების დაპყრობისას, როგორიც ჰიმალაების ევერესტია სერიოზული პრობლემები აქვთ ჟანგბადის მიღებასთან დაკავშირებით.
For example, humans have great difficulty obtaining enough O2 when climbing the Earth's highest peaks, such as Mount Everest in the Himalayas.
572887.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგრამ ფრინველთა ზოგი სახეობა მიგრაციის დროს ადვილად ფრენს იმავე მთის ზევით.
However, several species of birds easily fly over the same mountains during migration.
572888.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვის კონტროლი ადამიანებში.
Control of Breathing in Humans.
572889.
ბიოლოგია | თავი XLII
ადამიანებს თავის ნება-სურვილზე დამოკიდებულებით შეუძლიათ სუნთქვის შეკავება, ან ღრმად და სწრაფად სუნთქვა, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილში სუნთქვის რეგულაცია ავტომატური მექანიზმებით მიმდინარეობს.
Humans can voluntarily hold their breath or breathe faster and deeper, but most of the time, automatic mechanisms regulate breathing.
572890.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სუნთქვის სისტემის მოქმედება სისხლის მიმოქცევის სისტემითა და მეტაბოლიზმში აირთა მიმოცვლის მოთხოვნილებით კოორდინირდება.
This ensures that the work of the respiratory system is coordinated with that of the cardiovascular system and with metabolic demands for gas exchange.
572891.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვის მაკონტროლებელი ცენტრები ტვინის ორ უბანში - მოგრძო ტვინსა და ხიდშია მოთავსებული.
The main breathing control centers are located in two regions of the brain, the medulla oblongata and the pons.
572892.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვის მეორადი კონტროლი აორტისა და საძილე არტერიების სენსორებით ხორციელდება, რომლებიც სისხლში pH –ის მსგავსად ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციას აკონტროლებს.
Secondary control over breathing is exerted by sensors in the aorta and carotid arteries that monitor O2 and CO2 concentrations in the blood as well as blood pH.
572893.
ბიოლოგია | თავი XLII
ღრმა სუნთქვის დროს, უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმი ფილტვებს ზედმეტად გაჭიმვისგან იცავს.
During deep breathing, a negative feedback mechanism prevents the lungs from overexpanding.
572894.
ბიოლოგია | თავი XLII
ფილტვის ქსოვილში არსებული დაჭიმვის სენსორები აგზავნიან ნერვულ იმპულსებს, რომლებიც მოგრძო ტვინის მაკონტროლებელ ცენტრს აკავებენ.
Stretch sensors in the lung tissue send nerve impulses that inhibit the medulla's control center.
572895.
ბიოლოგია | თავი XLII
მოგრძო ტვინში არსებული მაკონტროლებელი ცენტრი, სუნთქვას ტვინის ქსოვილური სითხის (ცერებროსპინალური სითხის) pH –ის ცვლილების საპასუხოდ არეგულირებს.
The medulla's control center regulates breathing activity in response to changes in the pH of the tissue fluid (cerebrospinal fluid) bathing the brain.
572896.
ბიოლოგია | თავი XLII
ცერებროსპინალური სითხის pH ძირითადად სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციით განისაზღვრება.
The pH of the cerebrospinal fluid is determined mainly by CO2 concentrations in the blood.
572897.
ბიოლოგია | თავი XLII
ნახშირორჟანგი სისხლიდან ცერებროსპინალური სითხეში დიფუნდირდება, სადაც ის წყალთან ურთიერთქმედებით ნახშირმჟავას ქმნის და ეს კი pH –ს ამცირებს.
Carbon dioxide diffuses from the blood to the cerebrospinal fluid, where it reacts with water and forms carbonic acid, which lowers the pH.
572898.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც მოგრძო ტვინის ცენტრი ცერებროსპინალური სითხის pH –ის მცირედ დაცემას (ნახშირორჟანგის გაზრდას) აღრიცხავს ის ზრდის სუნთქვის სიღრმესა და სიხშირეს, ჭარბი ნახშირორჟანგი ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად გარეთ გამოიდევნება.
When the medulla's control center registers a slight drop in pH (increase in CO2) of the cerebrospinal fluid, it increases the depth and rate of breathing, and the excess CO2 is eliminated in exhaled air.
572899.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგალითად, ასეთი რამ ვარჯიშის დროს ხდება.
This occurs during exercise, for example.
572900.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციას სუნთქვის რეგულაციაზე, ჩვეულებრივ, დიდი გავლენა არ აქვს.
Oxygen concentrations in the blood usually have little effect on the breathing control centers.