მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572901.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგრამ მაინც, როდესაც ჟანგბადის დონე მნიშვნელოვნად ეცემა (მაგალითად, მაღალ ადგილებში), აორტასა და საძილე არტერიებში არსებული ჟანგბადის სენსორები განგაშის სიგნალს სუნთქვის ცენტრებთან აგზავნიან, ხოლო ისინი აღნიშნულ ცვლილებას სუნთქვის სიხშირის გაზრდით პასუხობენ.
However, when the O2 level is severely depressed (at high altitudes, for instance), O2 sensors in the aorta and carotid arteries in the neck send alarm signals to the breathing control centers, which respond by increasing the breathing rate.
572902.
ბიოლოგია | თავი XLII
როგორც წესი, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდა კარგი ნიშანია ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებისთვის, რადგანაც ნახშირორჟანგი იმავე პროცესში წარმოიქმნება, რომელშიც ჟანგბადი მოიხმარება – ეს უჯრედული სუნთქვაა.
Normally, a rise in CO2 concentration is a good indication of a fall in O2 concentration because CO2 is produced by the same process that consumes O2-cellular respiration.
572903.
ბიოლოგია | თავი XLII
ასეა თუ ისე, მაინც შესაძლებელია ჰიპერვენტილაციით სუნთქვის ცენტრის მოტყუება.
However, it is possible to trick the breathing center by hyperventilating.
572904.
ბიოლოგია | თავი XLII
ზედმეტად ღრმა და სწრაფი სუნთქვა იმდენად ასუფთავებს სისხლს ნახშირორჟანგისგან, რომ სუნთქვის ცენტრი დროებით წყვეტს ნეკნთაშორისი კუნთებისკენ და დიაფრაგმისკენ სიგნალის გაგზავნას.
Excessively deep, rapid breathing purges the blood of so much CO2 that the breathing center temporarily ceases to send impulses to the rib muscles and diaphragm.
572905.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვა ჩერდება, სანამ ნახშირორჟანგის დონე სუნთქვის ცენტრის ჩასართავად, საკმარისად გაიზრდება (ან ჟანგბადის დონე დაეცემა).
Breathing stops until CO2 levels increase (or O2 levels decrease) enough to switch the breathing center back on.
572906.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვის ცენტრი განსხვავებულ ქიმიურ და ნერვულ სიგნალებს პასუხობს და მოთხოვნილების შესაბამისად სუნთქვის სიღრმესა და სიხშირეს არეგულირებს.
The breathing center responds to a variety of nervous and chemical signals and adjusts breathing rate and depth to meet changing demands.
572907.
ბიოლოგია | თავი XLII
ამგვარად, სუნთქვის კონტროლი ეფექტური მხოლოდ მაშინ არის, თუ ის სისხლის მიმოქცევის სისტემით კოორდინირდება, რათა უზრუნველყოფილი იქნას კარგი შესაბამისობა ფილტვის ვენტილაციასა და ალვეოლურ კაპილარებში გამდინარე სისხლის რაოდენობას შორის.
However, breathing control is only effective if it is coordinated with control of the cardiovascular system so that there is a good match between lung ventilation and the amount of blood flowing through alveolar capillaries.
572908.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგალითად, ვარჯიშის დროს, გულის გაზრდილი გამოსავალი სუნთქვის მაღალ სიხშირეს შეესაბამება, რომელიც ფილტვებში სისხლის დინების დროს ჟანგბადის შეთვისებასა და ნახშირორჟანგის გამოყოფას აძლიერებს.
During exercise, for instance, increased cardiac output is matched to the increased breathing rate, which enhances O2 uptake and CO2 removal as blood flows through the lungs.
572909.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვის პიგმენტებს აირთა დაკავშირებისა და ტრანსპორტის ფუნქცია აკისრიათ.
Respiratory pigments bind and transport gases.
572910.
ბიოლოგია | თავი XLII
მრავალი ორგანიზმის მაღალი მეტაბოლური მოთხოვნილებების გამო სისხლს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გადატანა უწევს.
The high metabolic demands of many organisms require that the blood transport large quantities of O2 and CO2.
572911.
ბიოლოგია | თავი XLII
როგორც ჩანს, ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფში, მაღალ მეტაბოლურ მოთხოვნასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მექანიზმების განვითარება ერთნაირად მოხდა.
It appears that similar solutions that address the transport requirements set by high metabolic demands have evolved independently in different groups of animals.
572912.
ბიოლოგია | თავი XLII
ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის გრადიენტის როლს ძუძუმწოვართა სუნთქვის სისტემის მაგალითზე.
First, we'll see the role that O2 and CO2 gradients play, using the mammalian respiratory system as an example.
572913.
ბიოლოგია | თავი XLII
შემდეგ გამოვიკვლევთ სისხლის მოლეკულებს, რომელთაც სუნთქვის პიგმენტები ეწოდებათ და, რომლებიც აირთა მიმოცვლას უწყობენ ხელს.
Then, we'll examine blood molecules called respiratory pigments that aid in the process of gas exchange.
572914.
ბიოლოგია | თავი XLII
პარციალური წნევის გრადიენტის როლი.
The Role of Partial Pressure Gradients.
572915.
ბიოლოგია | თავი XLII
აირები ფილტვებსა და სხვა ორგანოებში გრადიენტის მიმართულებით დიფუნდირდება.
Gases diffuse down pressure gradients in the lungs and other organs.
572916.
ბიოლოგია | თავი XLII
აირის დიფუზია, ჰაერიდან თუ წყალხსნარიდან, დამოკიდებულია რაოდენობის სხვაობაზე, რომელსაც პარციალურ წნევას უწოდებენ.
Diffusion of a gas, whether present in air or dissolved in water, depends on differences in a quantity called partial pressure.
572917.
ბიოლოგია | თავი XLII
ზღვის დონეზე, ატმოსფეროს სრული წნევა 760 მმ.ვწ.ს.
At sea level, the atmosphere exerts a total pressure 760 mm Hg.
572918.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს არის ქვემოთ მიმართული წნევა, რომელიც ვერცხლის წყლის სვეტის 760 მმ შეესაბამება.
This is a downward force equal to that exerted by a column of mercury 760 mm high.
572919.
ბიოლოგია | თავი XLII
რამდენადაც ატმოსფეროში ჟანგბადი 21%-ია, ჟანგბადის პარციალური წნევა (რომლის აბრევიატურაც არის PO2 ) 0.21×760 ანუ დაახლოებით 160 მმ.ვწ.
Since the atmosphere is 21% O2 (by volume), the partial pressure of O2 (abbreviated Po2) is 0.21 x 760, or about 160 mm Hg.
572920.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს არის ატმოსფერული წნევის ის ნაწილი, რომელიც ჟანგბადით იქმნება.
This is the portion of atmospheric pressure contributed by O2.