მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572981.
ბიოლოგია | თავი XLII
სტენ ლინდშტედტი და მისი კოლეგები ბერნის ვაიომინგის უნივერსიტეტიდან დაინტერესდნენ, თუ როგორ ახერხებს ანტილოპა მაღალი სიჩქარის შენარჩუნებას დროის დიდ მონაკვეთში.
Stan Lindstedt and his colleagues at the University of Wyoming and the University of Bern were curious about how pronghorns sustain their combination of great speed and endurance.
572982.
ბიოლოგია | თავი XLII
დახარჯული ჟანგბადის მაქსიმალური რაოდენობის შესაფასებლად მკვლევრებმა ფიწალ-რქოსანი სარბენ ბილიკზე ავარჯიშეს და აღმოაჩინეს, რომ ის სამჯერ მეტ ჟანგბადს იყენებდა, ვიდრე შესაბამისი ზომის სხვა ცხოველები.
The researchers exercised pronghorns on a treadmill to estimate their maximum rate of 02 consumption and discovered that Pronghorns consume O2 at three times the rate predicted for an animal of their size.
572983.
ბიოლოგია | თავი XLII
ჩვეულებრივ, როდესაც ცხოველები ზომაში იმატებენ, ერთ გრამზე მათ მიერ ჟანგბადის მოხმარება იკლებს.
Normally, as animals increase in size, their rate of O2 consumption per gram declines.
572984.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგალითად, ბიგა ქსოვილის ერთ გრამზე ერთ დღეში იმდენივე ჟანგბადს მოიხმარს, რამდენსაც სპილოს ერთი გრამი ქსოვილი მთელი თვის განმავლობაში.
One gram of shrew tissue, for example, consumes as much O2 in a day as a gram of elephant tissue consumes in an entire month.
572985.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგრამ ლინდშტედტმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ფიწალ-რქოსანი ერთი გრამი ქსოვილის მიერ მოხმარებული ჟანგბადის რაოდენობა იმდენივე იყო, რამდენიც 10გ თაგვისთვის!
But Lindstedt and his colleagues discovered that the rate of O2 consumption per gram of tissue by a pronghorn was the same as that of a 10-g mouse!
572986.
ბიოლოგია | თავი XLII
აღმოაჩინეს, რომ ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარების სიხშირე ხუთჯერ უფრო მეტი იყო ვიდრე თხებში.
They found that the maximum rate of O2 consumption by pronghorns is five times that of goats.
572987.
ბიოლოგია | თავი XLII
ფიწალ- რქოსნებს, თხებთან შედარებით აქვთ ჟანგბადის დიფუზიის უფრო დიდი ზედაპირი, გულის თითქმის ხუთჯერ დიდი გამოსავალი, კუნთების უფრო დიდი მასა და მიტოქონდრიების მაღალი რიცხვი და სიმჭიდროვე.
Pronghorns have a larger surface area for O2 diffusion in the lungs, nearly five times the cardiac output, much higher muscle mass, and a higher volume and density of mitochondria than goats.
572988.
ბიოლოგია | თავი XLII
გარდა ამისა, ფიწალ-რქოსნები ინარჩუნებენ კუნთის მაღალ ტემპერატურას.
In addition, the pronghorns maintain higher muscle temperatures.
572989.
ბიოლოგია | თავი XLII
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ფიწალ-რქოსნებს ჟანგბადის მოხმარების უკიდურესად მაღალი სიხშირე, რომელიც მათ საშუალებას ძლევს, დიდ მანძილზე მაღალი სიჩქარით ირბინონ სხვა ძუძუმწოვრებში არსებული ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების გაძლიერების შედეგია.
The researchers concluded that the pronghorn's extreme O2 consumption rate, which underlies their ability to run at high speeds over long distances, results from enhancements of the normal physiological mechanisms present in other mammals.
572990.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ გაძლიერებაში ჩვენ ბუნებრივი გადარჩევის მოქმედება შეიძლება დავინახოთ, რაც ალბათ იმაზე იყო დამოკიდებული, რომ მილიონობით წლების განმავლობაში ღია მინდვრებზე ამ ცხოველებისთვის ბევრი თავდამსხმელი არსებობდა.
We can see in these enhancements the results of natural selection, perhaps exerted by the predators that have chased pronghorns across the open plains of North America for millions of years.
572991.
ბიოლოგია | თავი XLII
მყვინთავი ძუძუმწოვრები.
Diving Mammals.
572992.
ბიოლოგია | თავი XLII
ცხოველთა უმეტესობას აირთა მიმოცვლა მუდმივად შეუძლიათ, მაგრამ ზოგჯერ ნორმალური სასუნთქი გარემო ხელმისაწვდომი არ არის – მაგალითად, როდესაც ჰაერით მსუნთქავები წყლის ქვეშ ცურავენ.
The majority of animals can exchange gases continuously, but sometimes there is no access to the normal respiratory medium, for example, when an air-breather swims underwater.
572993.
ბიოლოგია | თავი XLII
მაშინ, როდესაც კარგად მოცურავე ადამიანები, თვით კარგად გაწვრთნილი მყვინთავებიც კი მხოლოდ 2-3წთ ახერხებენ სუნთქვის შეკავებას და 20მ სიღრმეში ცურავენ, ანტარქტიკის სელაპი 200-500 მეტრზე ყვინთავს და იქ დაახლოებით 20წთ განმავლობაში რჩება (ზოგჯერ ერთ საათზე მეტსაც კი).
Whereas most humans, even well-trained divers, can hold their breath for 2 or 3 minutes and swim to depths of 20 m or so, the Weddell seal of Antarctica routinely plunges to 200-500 m and remains there for about 20 minutes (sometimes for more than an hour).
572994.
ბიოლოგია | თავი XLII
სელაპების ზოგი სახეობა, ზღვის კუები და ვეშაპები კიდევ უფრო შთამბეჭდავ ჩაყვინთვას ახორციელებენ.
Some species of seals, sea turtles, and whales make even more impressive dives.
572995.
ბიოლოგია | თავი XLII
სპილო-სელაპებს შეუძლიათ 1,500მ სიღრმეზე ჩაყვინთვა და იქ 2სთ-ზე მეტხანს გაჩერება.
Elephant seals can reach depths of 1,500 almost a mile, and stay submerged for as much as 2 hours.
572996.
ბიოლოგია | თავი XLII
ერთი სპილო-სელაპი, რომელსაც ჩამწერი ხელსაწყო ეკეთა, 40 დღე თითქმის გადაბმულად გაჩერდა ზღვაში ჩაყვინთული და 6წთ-ზე მეტი დროის განმავლობაში ზედაპირზე არ ამოუცურავს.
One elephant seal carrying a recording device spent 40 days at sea diving almost continuously, with no surface period longer than 6 minutes.
572997.
ბიოლოგია | თავი XLII
მათგან განსხვავებით, ადამიანებს მსგავსი დროით ჩაყვინთულ მდგომარეობაში გასაძლებად დამატებითი აირის ტარება – ყვინთვის ბალონების სახით – სჭირდებათ.
In contrast, humans need to carry extra air in the form of scuba tanks to remain submerged for comparable periods.
572998.
ბიოლოგია | თავი XLII
მყვინთავი ძუძუმწოვრების ერთი ადაპტაცია არის ჟანგბადის დიდი რაოდენობით დამარაგების უნარი.
One adaptation of the Weddell seal (and other diving mammals) is the ability to store large amounts of O2.
572999.
ბიოლოგია | თავი XLII
ადამიანთან შედარებით, სელაპებს შეუძლიათ კგ-ზე, ძირითადად სისხლსა და კუნთებში, ორჯერ მეტი ჟანგბადის დამარაგება.
Compared to humans, the seal can store about twice as much O2 per kilogram of body mass, mostly in the blood and muscles.
573000.
ბიოლოგია | თავი XLII
ჩვენი მთლიანი ჟანგბადის დაახლოებით 36% ფილტვებშია და 51% სისხლში.
About 36% of our total O2 is in our lungs, and 51% is in our blood.