მოიძებნა 668042 ჩანაწერი
573041.
ბიოლოგია | თავი XLIII
ის ბაქტერიები, რომლებიც კანზე ჩვეულებრივ სახლობენ, შეგუებულები არიან მჟავე და შედარებით მშრალ გარემოს.
Bacteria that normally inhabit the skin are adapted to its acidic, relatively dry environment.
573042.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამის მსგავსად, საკვებსა და წყალში, ასევე გადაყლაპულ ლორწოში არსებული ბაქტერიები სანამ ნაწლავებში შესვლას მოახერხებენ, უნდა შეებრძოლონ კუჭის მჟავე გარემოს, რომელიც პათოგენთა უმეტესობას ანადგურებს.
Similarly, microbes in food or water and those in swallowed mucus must contend with the acidic environment of the stomach, which destroys most pathogens.
573043.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგრამ ზოგი-ერთი პათოგენი, მაგალითად, როგორიც არის A ჰეპატიტის ვირუსი, გადარჩენას ახერხებს და მომნელებელი სისტემის გზით წარმატებით აღწევს სხეულში.
However, some pathogens, such as the hepatitis A virus, can survive gastric acidity and successfully enter the body via the digestive tract.
573044.
ბიოლოგია | თავი XLIII
კანისა და ლორწოვანი გარსის სეკრეტებიც შეიცავს ანტიმიკრობულ ცილებს.
Secretions from the skin and mucous membranes also contain antimicrobial proteins.
573045.
ბიოლოგია | თავი XLIII
ერთ-ერთი ასეთი ცილაა ლიზოციმი - ფერმენტი, რომელიც ბევრი ბაქტერიის უჯრედის კედელს ინელებს.
One such protein is lysozyme, an enzyme that digests the cell walls of many bacteria.
573046.
ბიოლოგია | თავი XLIII
ის ნერწყვში, ცრემლსა და ლორწოვან სეკრეტებში გვხვდება და მას შეუძლია დაშალოს მგრძნობიარე ბაქტერიები, როდესაც ისინი ზედა სასუნთქ ტრაქტში, ან თვალის ირგვლივ არსებულ ნაპრალებში შედიან.
Present in saliva, tears, and mucous secretions, lysozyme can destroy susceptible bacteria as they enter the upper respiratory tract or the openings around the eyes.
573047.
ბიოლოგია | თავი XLIII
უჯრედული და ქიმიური შიდა დაცვა.
Internal Cellular and Chemical Defenses.
573048.
ბიოლოგია | თავი XLIII
მიკრობებს, რომლებიც სხეულის გარეთა დამცავ შრეებს, მაგალითად, როგორიც არის კანის დაზიანებული ნაწილები, გადიან, თანდაყოლილი დაცვის შიდა მექანიზმებთან შებრძოლება უწევთ.
Microbes that penetrate the body's external defenses, such as those that enter through a break in the skin, must contend with the body's internal mechanisms of innate defense.
573049.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს დაცვა მეტწილად დამოკიდებულია ფაგოციტოზზე, რაც გულისხმობს სისხლის განსაკუთრებული თეთრი უჯრედების, ფაგოციტების მიერ შეჭრილი მიკროორგანიზმების შთანთქმას.
These defenses depend mainly on phagocytosis, the ingestion of invading microorganisms by certain types of white blood cells generically referred to as phagocytes.
573050.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს უჯრედები წარმოქმნიან განსაზღვრულ ანტიმიკრობულ ცილებს და ხელს უწყობენ ანთების დაწყებას, რომელიც ზღუდავს ბაქტერიების გავრცელებას ორგანიზმში.
These cells produce certain antimicrobial proteins and help initiate inflammation, which can limit the spread of microbes in the body.
573051.
ბიოლოგია | თავი XLIII
ფაგოციტოზის უნარს მოკლებული თეთრი უჯრედები – ბუნებრივი მკვლელები, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თანდაყოლილ დაცვაში.
Nonphagocytic white blood cells, called natural killer cells, also play a key role in innate defenses.
573052.
ბიოლოგია | თავი XLIII
სანამ ორგანიზმი შეძენილი სპეციფიკური იმუნური პასუხის ჩართვას შეძლებს, მიკრობების გავრცელების შეზღუდვას სხვადასხვა არასპეციფიკური მექანიზმი ეხმარება.
The various nonspecific mechanisms help limit the spread of microbes before the body can mount acquired, specific immune responses.
573053.
ბიოლოგია | თავი XLIII
ფაგოციტური უჯრედები.
Phagocytic Cells.
573054.
ბიოლოგია | თავი XLIII
ფაგოციტები თავიანთ მსხვერპლს უკავშირდებიან ზედაპირზე არსებული რეცეპტორებით, რომლებიც იკავშირებენ მრავალ მიკროორგანიზმზე, მაგრამ არა სხეულის ნორმალურ უჯრედებზე ნანახ სტრუქტურას.
Phagocytes attach to their prey via surface receptors that bind to structures found on many microorganisms but not on normal body cells.
573055.
ბიოლოგია | თავი XLIII
იმ სტრუქტურებს შორის რომელიც ამ რეცეპტორებს უკავშირდება, არის ბაქტერიების ზედაპირზე არსებული პოლისაქარიდები.
Among the structures bound by these receptors are certain polysaccharides on the surface of bacteria.
573056.
ბიოლოგია | თავი XLIII
ერთ ან მეტ მიკრობთან დაკავშირების შემდგომ, ფაგოციტი მათ ყლაპავს და ქმნის ვაკუოლს, რომელიც შემდგომში ლიზოსომას ერწყმის.
After attaching to one or more microbes, a phagocyte engulfs the microbes, forming a vacuole that fuses with a lysosome.
573057.
ბიოლოგია | თავი XLIII
მიკრობები ლიზოსომებში ორი გზით იშლებაю
Microbes are destroyed by lysosomes in two ways.
573058.
ბიოლოგია | თავი XLIII
პირველი, აზოტის ოქსიდით და ჟანგბადის სხვა ტოქსიკური ფორმებით, რომლებიც ლიზოსომებში გვხვდება და შთანთქმული მიკრობების მოწამვლას ახერხებენ.
First, nitric oxide and other toxic forms of oxygen contained in the lysosomes may poison the engulfed microbes.
573059.
ბიოლოგია | თავი XLIII
მეორე, ლიზოსომური და სხვა ფერმენტებით, რომლებიც მიკრობული კომპონენტების დაშლას იწვევენ.
Second, lysozyme and other enzymes degrade microbial components.
573060.
ბიოლოგია | თავი XLIII
ზოგ მიკროორგანიზმს აქვს შეგუებულობა, რაც მათ საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ფაგოციტური უჯრედებით დაშლა.
Some microorganisms have adaptations that enable them to evade destruction by phagocytic cells.