მოიძებნა 668042 ჩანაწერი
573181.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამ სტრუქტურული მსგავსების გამო, B უჯრედების რეცეპტორები ხშირად მემბრანულ ანტისხეულებად ან მემბრანულ იმუნოგლობულინებად იწოდება.
Because of this structural similarity, B cell receptors are often called membrane antibodies or membrane immunoglobulins.
573182.
ბიოლოგია | თავი XLIII
უჯრედების ანტიგენური რეცეპტორები და ჰმკ-ს როლი.
Receptors for Antigens and the Role of the MHC.
573183.
ბიოლოგია | თავი XLIII
უჯრედების ყოველი ანტიგენის რეცეპტორი შედგება ორი განსხვავებული პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან, α და β ჯაჭვებისგან, რომლებიც დისულფიდური ბმებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
Each cell receptor for an antigen consists of two different polypeptide chains, an A chain, and a B chain, linked by a disulfide bridge.
573184.
ბიოლოგია | თავი XLIII
მოლეკულის ფუძესთან ახლოს არის ტრანსმემბრანული უბანი, რომელიც მოლეკულას უჯრედის პლაზმურ მემბრანასთან აკავშირებს.
Near the base of the molecule is a transmembrane region that anchors the molecule in the cell's plasma membrane.
573185.
ბიოლოგია | თავი XLIII
მოლეკულის გარეთა წვერზე α და β ჯაჭვების ცვალებადი (V) უბნები ერთი ანტიგენის დამაკავშირებელ საიტს ქმნის.
At the outer tip of the molecule, the a and ẞ chain variable (V) regions form a single antigen binding site.
573186.
ბიოლოგია | თავი XLIII
მოლეკულის დარჩენილი ნაწილი შედგება მუდმივი (C) უბნებისგან.
The remainder of the molecule is made up of the constant (C) regions.
573187.
ბიოლოგია | თავი XLIII
T უჯრედების რეცეპტორები ისეთივე სპეციფიკურობით ცნობენ და უკავშირდებიან ანტიგენს, როგორც B უჯრედების რეცეპტორები.
T cell receptors recognize and bind with antigens just as specifically as B cell receptors.
573188.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგრამ, მაშინ, როცა B უჯრედების რეცეპტორები ინტაქტურ ანტიგენს ცნობენ, T უჯრედების რეცეპტორები იმ ანტიგენების მცირე ფრაგმენტებს აღიქვამენ, რომლებიც ნორმალური უჯრედების განსაკუთრებულ ცილებთან არიან დაკავშირებულნი, მათ ჰმკ მოლეკულები ეწოდებათ.
However, while the receptors on B cells recognize intact antigens, the receptors on T cells recognize small fragments of antigens that are bound to normal cell surface proteins called MHC molecules.
573189.
ბიოლოგია | თავი XLIII
როდესაც ახალსინთეზირებული ჰმკ მოლეკულები პლაზმური მემბრანისკენ ტრანსპორტირდება, ისინი ცილოვანი ანტიგენის (პეპტიდის) ფრაგმენტს უკავშირდება უჯრედში და უჯრედის ზედაპირისკენ გადააქვს, ამ პროცესს ანტიგენის პრეზენტაციას, წარდგენას უწოდებენ.
As a newly synthesized MHC molecule is transported toward the plasma membrane, it binds with a fragment of protein (peptide) antigen within the cell and brings it to the cell surface, a process called antigen presentation.
573190.
ბიოლოგია | თავი XLIII
ახლომყოფ T უჯრედს შეუძლია აღიქვას ანტიგენური ფრაგმენტი, რომელიც ამ გზით უკვე უჯრედის ზედაპირზეა გამოტანილი.
A nearby T cell can detect the antigen fragment thus displayed on the cell's surface.
573191.
ბიოლოგია | თავი XLIII
არსებობს ორი გზა, რომლითაც უცხო ანტიგენები უჯრედის შიგნით შეიძლება მოხვდეს.
There are two ways in which foreign antigens can end up inside cells of the body.
573192.
ბიოლოგია | თავი XLIII
წყაროზე დამოკიდებულებით, ეს პეპტიდური ანტიგენები სხვადასხვა კლასის ჰმკ მოლეკულებით დამუშავდება და T უჯრედების განსაზღვრული ქვეჯგუფით შეიცნობა.
Depending on their source, these peptide antigens are handled by a different class of MHC molecule and recognized by a particular subgroup of T cells.
573193.
ბიოლოგია | თავი XLIII
I კლასის ჰმკ მოლეკულები, რომლებიც ორგანიზმის თითქმის ყველა ბირთვიან უჯრედშია ნაპოვნი, იკავშირებენ უჯრედის შიგნით სინთეზირებული უცხო ანტიგენების მიერ წარმოებულ პეპტიდებს.
Class I MHC molecules, found on almost all nucleated cells of the body, bind peptides derived from foreign antigens that have been synthesized within the cell.
573194.
ბიოლოგია | თავი XLIII
სხეულის ნებისმიერ უჯრედს, რომელიც ინფიცირებული ან სიმსივნურია, შეუძლია I კლასის ჰმკ მოლეკულების საშუალებით ასეთი ანტიგენის პეპტიდის წარმოჩენა.
Any body cell that becomes infected or cancerous can display such peptide antigens by virtue of its class I MHC molecules.
573195.
ბიოლოგია | თავი XLIII
I კლასის ჰმკ მოლეკულები, რომლებიც ანტიგენის პეპტიდებთან არის დაკავშირებული, T უჯრედების ქვეჯგუფის, ციტოტოქსიკური T უჯრედების მიერ შეიცნობა.
Class I MHC molecules displaying bound peptide antigens are recognized by a subgroup of T cells called cytotoxic T cells.
573196.
ბიოლოგია | თავი XLIII
II კლასის ჰმკ მოლეკულები უჯრედთა მხოლოდ მცირე ტიპების მიერ წარმოიქმნება, ძირითადად, დენდრიტული უჯრედებით, მაკროფაგებით და B უჯრედებით.
Class II MHC molecules are made by just a few cell types, mainly dendritic cells, macrophages, and B cells.
573197.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამ უჯრედებში II კლასის ჰმკ მოლეკულები უკავშირდება ფაგოციტოზისა და ენდოციტოზის შედეგად ინტერნალიზებული და ფრაგმენტირებული უცხო ნივთიერებების მიერ წარმოებულ ცილებს.
In these cells, class II MHC molecules bind peptides derived from foreign materials that have been internalized and fragmented through phagocytosis or endocytosis.
573198.
ბიოლოგია | თავი XLIII
დენდრიტული უჯრედები, მაკროფაგები და B უჯრედები ცნობილია, როგორც ანტიგენმაპრეზენტირებელი უჯრედები, რამდენადაც ისინი წამყვან როლს თამაშობენ სხვა ქვეჯგუფის T უჯრედებისთვის, რომლებსაც T ჰელპერებს უწოდებენ ასეთი ინტერნალიზებური ანტიგენის წარმოჩენის პროცესში.
Dendritic cells, macrophages, and B cells are known as antigen-presenting cells because of their key role in displaying such internalized antigens to another subgroup of T cells called helper T cells.
573199.
ბიოლოგია | თავი XLIII
ხერხემლიანთა ყველა სახეობა I და II კლასის ჰმკ მოლეკულებისთვის უამრავ განსხვავებულ ალელს ფლობს.
Each vertebrate species possesses numerous different alleles for each class I and class II MHC gene.
573200.
ბიოლოგია | თავი XLIII
ადამიანთა პოპულაციაში ჰმკ მოლეკულების დიდი რიცხვის გამო, ჩვენი უმეტესობა ჰეტეროზიგოტურები ვართ ჰმკ მოლეკულების გენების მიმართ და ვაწარმოებთ ჰმკ მოლეკულების ფართო სპექტრს.
Because of the large number of different MHC alleles in the human population, most of us are heterozygous for every one of our MHC genes and produce a broad array of MHC molecules.