მოიძებნა 668042 ჩანაწერი
573121.
ბიოლოგია | თავი XLIII
განსაზღვრულმა ბაქტერიულმა ინფექციებმა შეიძლება სისტემური ანთებითი პასუხის გადატვირთვა გამოიწვიოს, რასაც სეპტიკური შოკის მდგომარეობამდე მივყავართ.
Certain bacterial infections can induce an overwhelming systemic inflammatory response, leading to a condition known as septic shock.
573122.
ბიოლოგია | თავი XLIII
მას ძალიან მაღალი სიცხე და სისხლის დაბალი წნევა ახასიათებს, სეპტიკური შოკი საავადმყოფოების მძიმე განყოფილებებში ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება.
Characterized by very high fever and low blood pressure, septic shock is a common cause of death in hospital critical care units.
573123.
ბიოლოგია | თავი XLIII
ცხადია, რომ ადგილობრივი ანთება შესაძლოა განიკურნოს, ხოლო სისტემური ანთება კი სხეულის გამოფიტვას იწვევს.
Clearly, local inflammation is essential for healing, but systemic inflammation can be devastating.
573124.
ბიოლოგია | თავი XLIII
ხერხემლიანთა თანდაყოლილი დამცველობითი სისტემების განხილვისას ბუნებრივი მკვლელების მიმოხილვით შემოვიფარგლებით.
We wrap up our discussion of vertebrate innate defenses with natural killer (NK) cells.
573125.
ბიოლოგია | თავი XLIII
ბუნებრივი კილერები პატრულირებას ახდენენ სხეულში და თავს ესხმიან ინფიცირებულ და სიმსივნურ უჯრედებს.
NK cells patrol the body and attack virus-infected body cells and cancer cells.
573126.
ბიოლოგია | თავი XLIII
ბუნებრივი კილერების ზედაპირული რეცეპტორები თავიანთი სამიზნის ზედაპირზე არსებულ დამახასიათებელ თვისებებს ცნობენ.
Surface receptors on an NK cell recognize general features on the surface of its targets.
573127.
ბიოლოგია | თავი XLIII
მას შემდეგ, რაც ისინი დაუკავშირდებიან ვირუსით ინფიცირებულ ან სიმსივნურ უჯრედებს, ბუნებრივი კილერები გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც სამიზნე უჯრედების განადგურებას იწვევენ აპოპტოზის, ანუ პროგრამირებული სიკვდილის გზით.
Once it is attached to a virus-infected cell or cancer cell, the NK cell releases chemicals that lead to the death of the stricken cell by apoptosis or programmed cell death.
573128.
ბიოლოგია | თავი XLIII
თუმცა, ბუნებრივი კილერებით უზრუნველყოფილი დაცვა 100%-იანი არ არის, მაგრამ მათ გარეშე ვირუსული ინფექციებისა და სიმსივნეების სიხშირე უფრო გაიზრდებოდა.
Although the defense provided by NK cells is not 100% effective, viral infections and cancer would occur much more often without these innate sentinels of the body.
573129.
ბიოლოგია | თავი XLIII
უხერხემლოთა იმუნური სისტემა.
Invertebrate Immune Mechanisms.
573130.
ბიოლოგია | თავი XLIII
სანამ ხერხემლიანთა შეძენილი იმუნიტეტის განხილვაზე გადავალთ, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ უხერხემლოებსაც აქვთ მაღალეფექტური თანდაყოლილი იმუნიტეტი.
Before we move on to examine acquired immunity in vertebrates, we should note that invertebrates also have highly effective innate defenses.
573131.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, ზღვის ვარსკვლავას აქვს ამებოიდური უჯრედები, რომლებიც უცხო სხეულებს ფაგოციტოზის გზით შთანთქავენ და გამოყოფენ მოლეკულებს, რომლებიც ცხოველთა დამცველობით პასუხს აძლიერებენ.
For example, sea stars possess amoeboid cells that ingest foreign matter by phagocytosis and secrete molecules that enhance the animal's defensive response.
573132.
ბიოლოგია | თავი XLIII
ხილის ბუზის Drosophila melanogaster ბოლოდროინდელმა კვლევებმა არაჩვეულებრივი პარალელები გამოავლინა მწერების დამცველობით სისტემასა და ხერხემლიანთა თანდაყოლილ იმუნიტეტს შორის.
Recent studies of the fruit fly Drosophila melanogaster also have revealed striking parallels between insect defenses and vertebrate innate defenses.
573133.
ბიოლოგია | თავი XLIII
მწერების ეგზოჩონჩხი, ხერხემლიანთა კანისა და ლორწოვანი მემბრანის მსგავსად, წარმოადგენს გარეგან ბარიერს, რომელიც გარეშე ორგანიზმების შესვლას ხელს უშლის.
The exoskeleton of insects, like the skin and mucous membranes of vertebrates, provides an external barrier that can prevent the entry of intruders.
573134.
ბიოლოგია | თავი XLIII
თუკი მწერის ეგზოჩონჩხი დაზიანდა, მწერის სხეულში შეჭრილ პათოგენებს შინაგანი თანდაყოლილი დაცვის სისტემებთან შეჯახება მოუწევთ.
If an insect's exoskeleton is damaged, pathogens that enter the insect's body must face several internal innate defenses.
573135.
ბიოლოგია | თავი XLIII
მწერებისთვის დამახასიათებელი სისხლის ეკვივალენტი, ჰემოლიმფა შეიცავს ცირკულირებად უჯრედებს, რომლებსაც ჰემოციტები ეწოდება.
The insect equivalent to blood, the hemolymph, contains circulating cells called hemocytes.
573136.
ბიოლოგია | თავი XLIII
ზოგი ჰემოციტი ბაქტერიას და სხვა უცხო სხეულებს ინელებს ფაგოციტოზის გზით, სხვა ჰემოციტები კი დიდი პარაზიტის ირგვლივ უჯრედულ კაფსულს ქმნიან.
Some hemocytes ingest bacteria and other foreign substances by phagocytosis, while other hemocytes form a cellular capsule around large parasites.
573137.
ბიოლოგია | თავი XLIII
პათოგენის არსებობა სიგნალს უშვებს სხვა ჰემოციტებისკენ, რათა მოხდეს სხვადასხვა ანტიმიკრობული პეპტიდის გამოყოფა, რომლებიც უკავშირდებიან სამიზნე პათოგენს და კლავენ ამ პათოგენებს.
The presence of pathogens signals still other hemocytes to make and secrete various antimicrobial peptides that bind to their pathogen targets, leading to the death of the pathogens.
573138.
ბიოლოგია | თავი XLIII
შინაგანი სასიგნალო გზები, რომლებიც ჰემოციტების მიერ ანტიმიკრობული პეპტიდების წარმოქმნას რთავენ, ხერხემლიანთა მაკროფაგების გამააქტიურებელ სასიგნალო გზებს შეესაბამება.
The internal signalling pathways that trigger hemocytes to produce antimicrobial peptides are comparable to those that activate vertebrate macrophages.
573139.
ბიოლოგია | თავი XLIII
თანაც, გარკვეულ ჰემოციტებს აქვთ ფერმენტი ფენოლოქსიდაზა.
In addition, certain hemocytes contain the enzyme phenoloxidase.
573140.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამ ფერმენტის გააქტიურების დროს ფენოლები გარდაიქმნება რეაქტიულ ნაერთებად, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან და დიდ აგრეგატებს წარმოქმნიან.
Once activated, this enzyme converts phenols to reactive compounds that link together into large aggregates.