მოიძებნა 668042 ჩანაწერი
573281.
ბიოლოგია | თავი XLIII
ზედაპირის ცილა CD4, რომელიც უმეტეს T ჰელპერზე გვხვდება, უკავშირდება II კლასის ჰმკ მოლეკულას.
A surface protein called CD4, present on most helper T cells, binds the class II MHC molecule.
573282.
ბიოლოგია | თავი XLIII
აქტივირებული T უჯრედები გამოყოფენ რამდენიმე განსხვავებულ ციტოკინს, რომლებიც ასტიმულირებენ სხვა ლიმფოციტებს, და ასე ხელს უწყობენ უჯრედულ და ჰუმორალურ პასუხებს.
ERG Activated helper T cells secrete several different cytokines that stimulate other lymphocytes, thereby promoting cell-mediated and humoral responses.
573283.
ბიოლოგია | თავი XLIII
T ჰელპერი, თავის მხრივ, ციტოკინების რეგულაციის სუბიექტია.
The helper T cell itself is also subject to regulation by cytokines.
573284.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, როდესაც დენდრიტული უჯრედი ანტიგენს T ჰელპერს წარუდგენს, დენდრიტული უჯრედი სტიმულირდება იმისთვის, რომ ციტოკინების გამოყოფა დაიწყოს, ანტიგენთან ერთად ასტიმულირებს T ჰელპერებს მათი საკუთარი ციტოკინების წარმოსაქმნელად.
For instance, as a dendritic cell presents an antigen to a helper T cell, the dendritic cell is stimulated to secrete cytokines that, along with an antigen, stimulate the helper T cell to produce its own set of cytokines.
573285.
ბიოლოგია | თავი XLIII
როგორც უკვე წაიკითხეთ, II კლასის ჰმკ მოლეკულები, რომლებიც T ჰელპერების მიერ შეიცნობიან, ძირითადად დენდრიტულ უჯრედებზე, მაკროფაგებსა და B უჯრედებზეა ნანახი.
As you've read, the class II MHC molecules recognized by helper T cells are found mainly on dendritic cells, macrophages, and B cells.
573286.
ბიოლოგია | თავი XLIII
დენდრიტული უჯრედების მთავარი ფუნქციაა ანტიგენი დაუსნებოვან T ჰელპერს წარუდგინონ, რომელიც ასე იწოდება გამომდინარე იქიდან, რომ მანამდე ანტიგენი მათთან შეხებაში არ ყოფილა.
Dendritic cells are particularly effective in presenting antigens to naive helper T cells, so-called because they have not previously detected an antigen.
573287.
ბიოლოგია | თავი XLIII
სხვა სიტყვებით, დენდრიტული უჯრედები მნიშვნელოვანია პირველადი იმუნური პასუხის ჩასართავად.
In other words, dendritic cells are important in triggering a primary immune response.
573288.
ბიოლოგია | თავი XLIII
დენდრიტული უჯრედები მოთავსებულია ეპიდერმისსა და ბევრ სხვა ქსოვილზე, სადაც ისინი ეფექტურად იჭერენ ანტიგენებს.
Dendritic cells are located in the epidermis and in many other tissues, where they efficiently capture antigens.
573289.
ბიოლოგია | თავი XLIII
შემდგომ ისინი მიგრირებენ ინფექციის საიტიდან სხვადასხვა ლიმფოიდურ ქსოვილში, სადაც ისინი ანტიგენს II ტიპის ჰმკ მოლეკულებთან ერთად T ჰელპერებს წარუდგენენ.
They then migrate from the site of infection to various lymphoid tissues, where they present antigens via class II MHC molecules to helper T cells.
573290.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაკროფაგები წამყვან როლს თამაშობენ მეორადი იმუნური პასუხის დაწყებაში, წარუდგენენ რა ანტიგენს მეხსიერების T ჰელპერებს, მაშინ, როცა B უჯრედები ჰუმორული პასუხის მიმდინარეობისას პირველადად წარუდგენენ ანტიგენს T ჰელპერებს.
Macrophages play a key role in initiating a secondary immune response by presenting antigens to memory helper T cells, while B cells primarily present antigens to helper T cells in the course of the humoral response.
573291.
ბიოლოგია | თავი XLIII
ციტოტოქსიკური T უჯრედები: პასუხი ინფიცირებულ უჯრედებსა და სიმსივნურ უჯრედებზე.
Cytotoxic T Cells: A Response to Infected Cells and Cancer Cells.
573292.
ბიოლოგია | თავი XLIII
ციტოტოქსიკური T უჯრედები, უჯრედული იმუნიტეტის განმახორციელებლები არიან და ანადგურებენ ვირუსებით ან სხვა უჯრედშიდა პათოგენებით ინფიცირებულ უჯრედებს, ისევე, როგორც სიმსივნურ ტრანსპლანტურ უჯრედებს.
Cytotoxic T cells, the effectors of cell-mediated immunity, eliminate body cells infected by viruses or other intracellular pathogens as well as cancer cells and transplanted cells.
573293.
ბიოლოგია | თავი XLIII
ასეთ სამიზნე უჯრედებში არსებული არასაკუთარი ცილების ფრაგმენტები უკავშირდება I კლასის ჰმკ მოლეკულებს და გამოვლინდება უჯრედის ზედაპირზე, სადაც ისინი შესაძლოა ციტოტოქსიკური T უჯრედებით იყვნენ ამოცნობილი.
Fragments of nonself proteins synthesized in such target cells associate with class I MHC molecules and are displayed on the cell surface, where they can be recognized by cytotoxic T cells.
573294.
ბიოლოგია | თავი XLIII
ზედაპირის ცილა CD8 , რომელიც უმეტეს ციტოტოქსიკურ T უჯრედზე გვხვდება, მნიშვნელოვნად აძლიერებს სამიზნე უჯრედსა და ციტოტოქსიკურ T უჯრედს შორის ურთიერთქმედებას.
A surface protein called CD8, present on most cytotoxic T cells, greatly enhances the interaction between a target cell and a cytotoxic T cell.
573295.
ბიოლოგია | თავი XLIII
CD8-ის დაკავშირება I კლასის ჰმკ მოლეკულებთან ციტოტოქსიკური T უჯრედის აქტივაციის განმავლობაში ორ უჯრედს დაკავშირებულად ინარჩუნებს.
The binding of CD8 to the side of a class I MHC molecule helps keep the two cells in contact during the activation of the cytotoxic T cell.
573296.
ბიოლოგია | თავი XLIII
ასე რომ, I კლასის ჰმკ მოლეკულების და CD8 როლი მსგავსია II კლასის ჰმკ მოლეკულებისა და CD4 როლისა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აღნიშნულ პროცესში უჯრედების სხვა ტიპია ჩართული.
Thus, the role of class I MHC molecules and CD8 is similar to that of class II MHC molecules and CD4, except that different cell types are involved.
573297.
ბიოლოგია | თავი XLIII
როდესაც ციტოტოქსიკური T უჯრედი ინფიცირებული სხეულის უჯრედის ზედაპირზე არსებული ანტიგენ - I კლასის ჰმკ მოლეკულების კომპლექსით შეირჩევა, ციტოტოქსიკური T უჯრედი აქტივირდება და დიფერენცირდება აქტიურ მკვლელ უჯრედად.
When a cytotoxic T cell is selected by binding to class I MHC molecule-antigen complexes on an infected body cell, the cytotoxic T cell is activated and differentiates into an active killer.
573298.
ბიოლოგია | თავი XLIII
ახლოს მყოფი T ჰელპერიდან გამოყოფილი ციტოკინები ხელს უწყობს ამ აქტივაციას.
Cytokines secreted from nearby helper T cells promote this activation.
573299.
ბიოლოგია | თავი XLIII
გააქტიურებული ციტოტოქსიკური T უჯრედი შემდგომში გამოყოფს ცილებს, რომლებიც ინფიცირებულ უჯრედთან მოქმედებს, რაც მათ დაშლას იწვევს.
The activated cytotoxic T cell then secretes proteins that act on the bound infected cell, leading to its destruction.
573300.
ბიოლოგია | თავი XLIII
ინფიცირებული უჯრედის სიკვდილი არა მარტო ზღუდავს პათოგენის გამრავლებას, არამედ მათ წარუდგენს ცირკულაციაში მყოფ ანტისხეულებსაც, რომლებიც მათ მონიშნავენ.
The death of the infected cell not only deprives the pathogen of a place to reproduce but also exposes it to circulating antibodies, which mark it for disposal.