მოიძებნა 668042 ჩანაწერი
573301.
ბიოლოგია | თავი XLIII
ინფიცირებული უჯრედის დაშლისას ციტოტოქსიკურ T უჯრედს შეუძლია იგივე პათოგენით ინფიცირებული სხვა უჯრედებიც მოკლას.
After destroying an infected cell, the cytotoxic T cell may move on and kill other cells infected with the same pathogen.
573302.
ბიოლოგია | თავი XLIII
მსგავსი გზით, ციტოტოქსიკური T უჯრედები იცავენ ავთვისებიანი სიმსივნისგან.
In the same way, cytotoxic T cells defend against malignant tumors.
573303.
ბიოლოგია | თავი XLIII
რადგანაც სიმსივნური უჯრედები განსაკუთრებულ მოლეკულებს (სიმსივნურ ანტიგენებს) ატარებენ, რომლებიც ნორმალურ უჯრედებზე არ არის ნაპოვნი, ისინი იმუნური სისტემის მიერ იდენტიფიცირდებიან, როგორც უცხო წარმონაქმნები.
Because tumor cells carry distinctive molecules (tumor antigens) not found in normal body cells, they are identified as foreign by the immune system.
573304.
ბიოლოგია | თავი XLIII
სიმსივნურ უჯრედებზე I კლასის ჰმკ მოლეულები სიმსივნური ანტიგენის ფრაგმენტს T უჯრედებს წარუდგენენ.
Class I MHC molecules on a tumor cell display fragments of tumor antigens to cytotoxic T cells.
573305.
ბიოლოგია | თავი XLIII
საინტერესოა, რომ განსაზღვრული სიმსივნეები და ვირუსები (როგორიც არის ებშტეინბარის ვირუსი) მნიშვნელოვნად ამცირებს I კლასის ჰმკ მოლეულების რაოდენობას უჯრედებზე, და ეხმარება მათ თავი დაიძვრინონ ციტოტოქსიკური T უჯრედებისგან.
Interestingly, certain cancers and viruses (such as the Epstein-Barr virus) actively reduce the number of class I MHC molecules on affected cells, helping them escape detection by cytotoxic T cells.
573306.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგრამ სხეულს სარეზერვო დაცვაც აქვს.
But the body has a backup defense.
573307.
ბიოლოგია | თავი XLIII
ბუნებრივი მკვლელი უჯრედები, სხეულის არასპეციფიკური თანდაყოლილი იმუნიტეტის ნაწილი, რომელსაც შეუძლია ვირუსით ინფიცირებულ და სიმსივნურ უჯრედში აპოპტოზის განვითარება.
Recall that natural killer (NK) cells, part of the body's nonspecific innate defenses, can induce apoptosis in virus-infected and cancer cells.
573308.
ბიოლოგია | თავი XLIII
B უჯრედები: პასუხი უჯრედგარე პათოგენებზე.
B Cells: A Response to Extracellular Pathogens.
573309.
ბიოლოგია | თავი XLIII
ანტიგენები, რომლებიც ჰუმორულ იმუნურ პასუხს ავლენენ, როგორც წესი, ბაქტერიის, შეუთავსებელი გადანერგილი ქსოვილის ან გადასხმული სისხლის ცილები და პოლისაქარიდებია.
Antigens that elicit a humoral immune response are typically proteins and polysaccharides present on the surface of bacteria or incompatible transplanted tissue or transfused blood cells.
573310.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამის გარდა, უცხო ნივთიერებათა ცილები, მაგალითად, როგორიც არის მტვერი ან ფუტკრის შხამი, რომელიც მოქმედებს როგორც ალერგიის ან ჰიპერსენსიტიური ჰუმორული პასუხის გამომწვევი ანტიგენები.
In addition, for some people, proteins of foreign substances such as pollen or bee venom act as antigens that induce an allergic, or hypersensitive, humoral response.
573311.
ბიოლოგია | თავი XLIII
სურათი 43.17 აჩვენებს მოვლენებს, რომელიც აღმოცენდება ტიპური ცილოვანი ანტიგენის მოქმედებისას.
Figure 43.17 depicts the events in the humoral response to a typical protein antigen.
573312.
ბიოლოგია | თავი XLIII
B უჯრედების აქტივაციას თან ეხმარება T ჰელპერების მიერ გამომუშავებული ციტოკინები.
The activation of B cells is aided by cytokines secreted from helper T cells.
573313.
ბიოლოგია | თავი XLIII
როდესაც ანტიგენი პირველად უკავშირდება უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს, უჯრედი უცხო მოლეკულას შთანთქავს რეცეპტორ დამოკიდებული ენდოციტოზის გზით.
When an antigen first binds to receptors on the surface of a B cell, the cell takes in a few of the foreign molecules by receptor-mediated endocytosis.
573314.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს პროცესი ჰგავს ანტიგენის წარდგენას მაკროფაგებითა და დენდრიტული უჯრედებით, B უჯრედი შემდეგ წარუდგენს ანტიგენის ფრაგმენტს T ჰელპერს.
In a process similar to antigen presentation by macrophages and dendritic cells, the B cell then presents antigen fragments to a helper T cell.
573315.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს აღწევს უშუალო უჯრედულ კონტაქტს, რაც მნიშვნელოვანია B უჯრედების აქტივაციისთვის.
This achieves the direct cell-cell contact critical to B cell activation.
573316.
ბიოლოგია | თავი XLIII
ყურადღება მიქციეთ რომ მაკროფაგებს, ან დენდრიტულ უჯრედებს შეუძლიათ მრავალფეროვანი ანტიგენების პეპტიდური ფრაგმენტების წარდგენა, მაშინ, როცა B უჯრედი მხოლოდ იმ ანტიგენს უკეთებს ინტერნალიზაციასა და წარდგენას, რომელსაც სპეციფიკურად უკავშირდება.
Note, however, that a macrophage or dendritic cell can present peptide fragments from a wide variety of antigens, whereas a B cell internalizes and presents only the antigen to which it specifically binds.
573317.
ბიოლოგია | თავი XLIII
ანტიგენები, რომლებიც ანტისხეულების წარმოქმნას მხოლოდ T ჰელპერების დახმარებით იწვევენ, როგორც სურათ 43.17-ზეა ნაჩვენები, T-დამოკიდებულ ანტიგენებად იწოდება.
Antigens that induce antibody production only with assistance from helper T cells, as shown in Figure 43.17, are known as T-dependent antigens.
573318.
ბიოლოგია | თავი XLIII
თუმცა, ზოგ ანტიგენს შეუძლია B უჯრედული პასუხის გამოწვევა T ჰელპერების ჩართვის გარეშე.
Some antigens, however, can evoke a B cell response without the involvement of helper T cells.
573319.
ბიოლოგია | თავი XLIII
ასეთი T-დამოუკიდებელი ანტიგენები მოიცავს ბევრი ბაქტერიული კაფსულის პოლისაქარიდებს და ცილებს, რომლებიც ბაქტერიების შოლტებს ქმნის.
Such T-independent antigens include the polysaccharides of many bacterial capsules and the proteins that make up bacterial flagella.
573320.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამ მოლეკულების განმეორებითი სუბერთეულები ეგრევე უკავშირდება ერთ B უჯრედზე არსებულ რამდენიმე ანტიგენურ რეცეპტორს, რაც უზრუნველყოფს საკმარის სტიმულს ციტოკინების დახმარების გარეშე უჯრედთა აქტივაციისთვის.
Apparently, the repeated subunits of these molecules bind simultaneously to several antigen receptors on a single B cell, providing enough stimulus to activate the cell without the help of cytokines.