მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573401.
ბიოლოგია | თავი XLIII
წინასწარ არსებული ანტი B ანტისხეულები A ტიპის სისხლის მქონე ადამიანში, გამოიწვევს მყისიერ გამანადგურებელ რეაქციას, თუკი B ტიპის სისხლი გადაესხა.
The preexisting anti-B antibodies in a person with type A blood will cause an immediate and devastating transfusion reaction if that person receives a transfusion of type B blood.
573402.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს რეაქცია მოიცავს გადასხმული წითელი უჯრედების დაშლას, რასაც შეიძლება მოჰყვეს კანკალი, ციება, შოკი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
This reaction involves lysis of the transfused red blood cells, which can lead to chills, fever, shock, and kidney malfunction.
573403.
ბიოლოგია | თავი XLIII
იგივე პრინციპით, ანტი A ანტისხეულები B ტიპის სისხლის მქონე რეციპიენტში მოქმედებს A ტიპის წითელი უჯრედების წინააღმდეგ.
By the same token, anti-A antibodies in the donated type B blood can act against the recipient's type A red blood cells.
573404.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს რეაქცია შეიძლება შემცირდეს, თუკი მოხდება მხოლოდ უჯრედების გადატანა მთელი სისხლის ნაცვლად, ისე, რომ დონორის სითხეში მყოფი ანტისხეულები არ გადაიტანება.
This latter reaction can be minimized by transfusing packed cells instead of whole blood so that donor antibodies in the fluid portion are not transferred.
573405.
ბიოლოგია | თავი XLIII
ცხრილი 43.1-ში ჩამოთვლილია რეციპიენტისა და დონორის (უჯრედების პაკეტი) კომბინაციები, რომელიც უსაფრთხოა და ისინი, რომლებიც გადასხმისას მწვავე რეაქციას იწვევენ.
Table 43.1 lists the recipient and donor (packed cell) combinations that are safe and those that result in transfusion reactions.
573406.
ბიოლოგია | თავი XLIII
მიაქციეთ ყურადღება, რომ ლურჯად შეფერილი სტრიქონი მიუთითებს რომ AB ტიპის სისხლის მქონე ადამიანს შეუძლია უსაფრთხოდ მიიღოს ნებისმიერი ტიპის სისხლი (და აქედან გამომდინარე, „უნივერსალურ რეციპიენტად” იწოდება).
Note that the row shaded in blue indicates that a person with type AB blood can safely receive blood of any type (and thus is called a "universal recipient").
573407.
ბიოლოგია | თავი XLIII
მწვანედ შეფერილი სვეტი მიუთითებს რომ O ტიპის სისხლი შეიძლება უსაფრთხოდ გადაესხას ნებისმიერ რეციპიენტს (აქედან გამომდინარე, „უნივერსალურ დონორს” უწოდებენ).
The column shaded in green indicates that a person with type O blood can safely donate blood to any recipient (and thus is called a "universal donor").
573408.
ბიოლოგია | თავი XLIII
სისხლის ჯგუფის ანტიგენები და შესაბამისი ბაქტერიული ეპიტოპები პოლისაქარიდებია.
Blood group antigens and related bacterial epitopes are polysaccharides.
573409.
ბიოლოგია | თავი XLIII
ასეთი პოლისაქარიდული ანტიგენები იწვევს იმუნურ პასუხს, როდესაც მეხსიერების უჯრედები წარმოიქმნება.
Such polysaccharide antigens induce immune responses in which no memory cells are generated.
573410.
ბიოლოგია | თავი XLIII
შედეგად, ანტისისხლის ჯგუფის ანტისხეულები ყოველთვის IgM (პირველადი პასუხისას წარმოქმნილი) უფროა, ვიდრე IgG, რომელიც მეორადი პასუხისას წარმოიქმნება.
As a result, anti-blood group antibodies are always IgM (generated from primary responses) rather than IgG (generated from secondary responses).
573411.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს კარგია ორსულობაში, რამდენადაც, IgM არ გადის პლაცენტას და, ამდენად, ჩანასახთან არანაირი საფრთხე არ მიდის დედის სისხლიდან, რომელიც მასთან შეუთავსებელი შეიძლება იყოს.
This is fortunate in pregnancy because IgM does not cross the placenta, so no harm comes to a fetus with a blood type that is not compatible with its mother's.
573412.
ბიოლოგია | თავი XLIII
თუმცა, სხვა ტიპის სისხლის წითელი უჯრედის ანტიგენი Rh ფაქტორი შესაძლოა ჩანასახისთვის სახიფათოც კი აღმოჩნდეს.
However, another red blood cell antigen, the Rh factor, can cause trouble for a fetus.
573413.
ბიოლოგია | თავი XLIII
რამდენადაც ცილოვანი ანტიგენი Rh ფაქტორი იწვევს იმუნურ რეაქციას, რომელშიც მეხსიერების უჯრედები წარმოიქმნება.
As a protein antigen, the Rh factor induces immune responses in which memory cells are generated.
573414.
ბიოლოგია | თავი XLIII
მოგვიანებით, Rh ფაქტორის ზემოქმედება მეხსიერების უჯრედებზე იწვევს ანტი Rh ანტისხეულების - IgG-ს წარმოქმნას.
Later exposure of these memory cells to the Rh factor leads to the production of anti-Rh antibodies that are IgG.
573415.
ბიოლოგია | თავი XLIII
პოტენციურად საშიში ვითარება შეიძლება აღმოცენდეს, როდესაც რეზუსუარყოფითიანი დედა (რეზუსის ფაქტორის არმქონე) ატარებს რეზუსდადებით შვილს, რომელსაც ფაქტორი შთამომავლობით მამისგან გადაეცა.
A potentially dangerous situation can arise when a mother who is Rh-negative (lacks the Rh factor) carries a fetus that is Rh-positive, having inherited the factor from its father.
573416.
ბიოლოგია | თავი XLIII
თუ ჩანასახის სისხლის მცირე რაოდენობა გადის პლაცენტას, რაც შეიძლება ორსულობისას მოგვიანებით ან მშობიარობისას მოხდეს, დედას უჩნდება ჰუმორული პასუხი რეზუს ფაქტორის მიმართ.
If small amounts of fetal blood cross the placenta, which may happen late in pregnancy or during delivery, the mother mounts a humoral response against the Rh factor.
573417.
ბიოლოგია | თავი XLIII
საფრთხე აღმოცენდება შემდგომი ორსულობებისას რეზუსდადებითიანი ჩანასახის შემთხვევაში, როდესაც დედის რეზუს სპეციფიკური მეხსიერების B უჯრედები ჩანასახის რეზუსის ფაქტორს შეეჯახება.
The danger occurs in subsequent pregnancies with an Rh-positive fetus when the mother's Rh-specific memory B cells are exposed to the Rh factor from the fetus.
573418.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს B უჯრედები წარმოქმნიან ანტი რეზუს IgG ანტისხეულებს, რომლებსაც პლაცენტის გავლა და ჩანასახის სისხლის წითელი უჯრედების დაშლა შეუძლიათ.
These B cells produce anti-Rh IgG antibodies, which can cross the placenta and destroy the red blood cells of the fetus.
573419.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამისთვის ხელის შეშლის მიზნით, დედაში ორსულობის დაახლოებით მეშვიდე თვეს, ან მშობიარობისთანავე შეჰყავთ ანტი რეზუს ანტისხეულები.
To prevent this, the mother is injected with anti-Rh antibodies around the seventh month of pregnancy.
573420.
ბიოლოგია | თავი XLIII
შედეგად ის პასიურად (ხელოვნურად) იმუნიზებული ხდება, რათა საკუთარი იმუნური სისტემის ჩართვამდე და იმუნოლოგიური მეხსიერების გამომუშავებამდე, განადგურდეს ჩანასახის რეზუს ფაქტორის შემცველი სისხლის წითელი უჯრედები, რომლებიც პლაცენტას კვეთენ და რომელიც მომავალ რეზუსდადებითიან ბავშვებს დააზიანებს.
She is, in effect, passively immunized (artificially) to eliminate any fetal Rh-bearing red blood cells that cross the placenta before her own immune system responds to them and generates immunological memory that would endanger future Rh-positive babies.