მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573381.
ბიოლოგია | თავი XLIII
დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვისაც ცოფის ვირუსი შეხვედრია, პასიურად და აქტიურად იმუნიზებულია.
Most people who have been exposed to the rabies virus are both passively and actively immunized.
573382.
ბიოლოგია | თავი XLIII
შეყვანილი ანტისხეულები ვირუსს აკონტროლებენ მანამ, სანამ მსხვერპლის აქტიური იმუნიზაციით წარმოქმნილი საკუთარი იმუნური პასუხი აიღებს ფუნქციებს თავის თავზე.
The injected antibodies help keep the virus in check until the victim's own immune response, induced by active immunization and by the infection itself, takes over.
573383.
ბიოლოგია | თავი XLIII
იმუნური სისტემის უნარი, განასხვაოს საკუთარი უცხოსგან, ზღუდავს ქსოვილის ტრანსპლანტაციას.
The immune system's ability to distinguish self from nonself limits tissue transplantation.
573384.
ბიოლოგია | თავი XLIII
გარდა იმისა, რომ განასხვაოს შემოჭრილი პათოგენი სხეულის საკუთარი უჯრედებისგან, იმუნური სისტემა იწყებს ომს სხვა ინდივიდის უჯრედების წინააღმდეგაც.
In addition to distinguishing between the body's own cells and invading pathogens, the immune system can wage war against cells from other individuals.
573385.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, კანი, რომელიც ერთი ადამიანიდან, მეორე გენეტიკურად განსხვავებულ ადამიანშია გადანერგილი, ჯანსაღად შენარჩუნდება დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ განადგურდება რეციპიენტის იმუნური სისტემით.
For example, skin transplanted from one person to a genetically nonidentical person will look healthy for a week or so but will then be destroyed by the recipient's immune response.
573386.
ბიოლოგია | თავი XLIII
საინტერესოა, რომ ფეხმძიმე ქალი არ განდევნის ჩანასახს როგორც არასაკუთარ ქსოვილს.
Interestingly, however, a pregnant woman does not reject her fetus as nonself tissue.
573387.
ბიოლოგია | თავი XLIII
როგორც ჩანს, პლაცენტის სტრუქტურა, რომელიც 46-ე თავშია აღწერილი, წამყვანია ამ მდგრადობისთვის.
Apparently, the structure of the placenta― described in Chapter 46 is the key to this tolerance.
573388.
ბიოლოგია | თავი XLIII
დაიმახსოვრეთ, რომ სხეულის რეაქცია შეუსაბამო სისხლზე გადასხმის, ან სხვა ქსოვილისა თუ მთლიანი ორგანოს გადანერგვის დროს, იმუნური სისტემის დარღვევა სულაც არ არის, არამედ ჯანსაღი იმუნური სისტემის ნორმალური რეაქციაა, რომელსაც უცხო აგენტი წარედგინა.
Keep in mind that the body's hostile reaction to an incompatible blood transfusion or transplant of other tissues or whole organs is not a disorder of the immune system but the normal reaction of a healthy immune system exposed to foreign antigens.
573389.
ბიოლოგია | თავი XLIII
სისხლის ჯგუფები და გადასხმა.
Blood Groups and Transfusions.
573390.
ბიოლოგია | თავი XLIII
მე-14 თავში ჩვენ განვიხილეთ სისხლის ABO ჯგუფების გენეტიკა ადამიანებში.
In Chapter 14, we discussed the genetics of ABO blood groups in humans.
573391.
ბიოლოგია | თავი XLIII
გაიხსენეთ, რომ სისხლის A ტიპის წითელ უჯრედებს მათ ზედაპირზე აქვთ, A ანტიგენების მოლეკულები.
Recall that type A red blood cells have A antigen molecules on their surface.
573392.
ბიოლოგია | თავი XLIII
A ანტიგენების, როგორც უცხოს შეცნობა შეიძლება მოხდეს, როდესაც ისინი სხვა ორგანიზმში გადაიტანება.
The A antigen may recognized as foreign if placed in the body of another person.
573393.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამის მსგავსად, B ანტიგენი ნაპოვნია სისხლის B ტიპის წითელ უჯრედებზე.
Similarly, the B antigen is found in type B red blood cells.
573394.
ბიოლოგია | თავი XLIII
ორივე A და B ანტიგენები ნაპოვნია სისხლის AB ტიპის წითელ უჯრედებზე.
Both A and B antigens are found on type AB red blood cells.
573395.
ბიოლოგია | თავი XLIII
არც ერთი ეს ანტიგენი არ მოიპოვება O ტიპის სისხლის წითელ უჯრედებზე.
Neither antigen is found on type O red blood cells.
573396.
ბიოლოგია | თავი XLIII
A ტიპის სისხლის მქონე ინდივიდები, რა თქმა უნდა არ წარმოქმნიან ანტისხეულებს A ტიპის ანტიგენების წინააღმდეგ, რამდენადაც ისინი საკუთრის მიმართ მდგრადები არიან.
Individuals with type A blood do not, of course, produce antibodies against the A antigen because they are self-tolerant.
573397.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგრამ ამ ინდივიდებს აქვთ B ტიპის ანტიგენების მიმართ ანტისხეულები, მიუხედავად იმისა, ჰქონია თუ არა ინდივიდს შეხება B ტიპის სისხლთან!
However, these individuals do have circulating antibodies against the B antigen, even if they have never been exposed to type B blood!
573398.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს თქვენ შესაძლოა გაგიკვირდეთ, რომ უცხო სისხლის ჯგუფის ანტიგენების შესაბამისი ანტისხეულები მაშინაც კი არსებობს სხეულში, როცა მას შეხება არ ჰქონია უცხო სისხლის უჯრედებთან.
You may find it odd that antibodies to foreign blood group antigens exist in the body, even in the absence of exposure to foreign blood cells.
573399.
ბიოლოგია | თავი XLIII
ახსნა არის ის, რომ ეს ანტისხეულები წარმოიქმნებიან ორგანიზმის ნორმალური ბაქტერიების ზედაპირზე არსებული ეპიტოპებისთვის, რომლებიც ძალიან ჰგავს სისხლის ჯგუფების ანტიგენებს.
The explanation is that these antibodies arise in response to normal bacterial inhabitants of the body that have epitopes very similar to blood group antigens.
573400.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, A ტიპის სისხლის მქონე ადამიანი წარმოქმნის ანტისხეულებს B ტიპის მსგავსი ბაქტერიული ეპიტოპების წინააღმდეგ, რომელსაც იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს, მაგრამ არ წარმოქმნის A ტიპის მსგავსი ბაქტერიული ეპიტოპების წინააღმდეგ, რამდენადაც მას საკუთრად აღიქვამს.
For example, a person with type A blood makes antibodies against B-like bacterial epitopes, which the immune system considers foreign, but does not make antibodies against A-like bacterial epitopes, which the immune system recognizes as self.