მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573481.
ბიოლოგია | თავი XLIII
1990-იანი წლებიდან სამედიცინო მკვლევრებმა გამოცადეს ამ დაავადების გენური თერაპია, რომელშიც ადამიანის საკუთარი ძვლის ტვინის უჯრედებს აცილებენ, გენეტიკური ინჟინერიით შეაქვთ ფუნქციური ადენოზინ დეამინაზას გენი და შემდეგ, უბრუნებენ სხეულს.
Since the early 1990s, medical researchers have been testing a gene therapy for this disease in which the individual's own bone marrow cells are removed, engineered to contain a functional adenosine deaminase gene, and then returned to the body.
573482.
ბიოლოგია | თავი XLIII
უკანასკნელ ხანებში მიღწეული წარმატება იყო SCID-ის მქონე 2 წლის ბავშვი, რომელსაც ადენოზინ დეამინაზას გენი ჩაუნერგეს.
Recent successes include a child with SCID who received adenosine deaminase gene therapy when she was 2 years old.
573483.
ბიოლოგია | თავი XLIII
მკურნალობიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ მისი B და T უჯრედები კვლავ ნორმალურად ფუნქციონირებდა.
About two years after treatment, her T cells and B cells were still functioning normally.
573484.
ბიოლოგია | თავი XLIII
სინამდვილეში, როდესაც მისი ოჯახის წევრი ჩუტყვავილათი დაავადდა, ბავშვს ავადმყოფობის ნიშნები არ გამოუვლინდა, რაც მისი იმუნური სისტემის კარგად ფუნქციონირებაზე მიუთითებდა.
In fact, when a family member came down with chicken pox, the treated girl did not develop any sign of the disease, evidence that her immune system was working.
573485.
ბიოლოგია | თავი XLIII
შეძენილი (მეორადი) იმუნოდეფიციტი.
Acquired (Secondary) Immunodeficiencies.
573486.
ბიოლოგია | თავი XLIII
იმუნიტეტის დისფუნქციები, რომელიც სიცოცხლეში მოგვიანებით ვითარდება შესაძლოა მრავალნაირი აგენტის მოქმედებამ განაპირობოს.
Immune dysfunction that develops later in life can be caused by exposure to a number of agents.
573487.
ბიოლოგია | თავი XLIII
ავტოიმუნურ დაავადებებთან, ან გადანერგილ ქსოვილის განდევნასთან საბრძოლველად გამოყენებულმა წამლებმა შეიძლება ძლიერად დათრგუნოს იმუნური სისტემა და იმუნოდეფიციტის მდგომარეობამდე მიგვიყვანოს.
Drugs used to fight autoimmune diseases or to prevent the rejection of a transplant suppress the immune system, leading to an immunodeficient state.
573488.
ბიოლოგია | თავი XLIII
გარდა ამისა, იმუნური სისტემის დათრგუნვა შეიძლება ამა თუ იმ ტიპის სიმსივნემაც გამოიწვიოს, განსაკუთრებით, ჰოდჯკინის დაავადებამ, რომელიც ლიმფურ სისტემას აზიანებს.
In addition, the immune system is suppressed by certain cancers, especially Hodgkin's disease, which damages the lymphatic system.
573489.
ბიოლოგია | თავი XLIII
შეძენილი იმუნოდეფიციტი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური სტრესით გამოწვეული დროებითი მოვლენა, ან დამანგრეველი მდგომარეობა, როგორიც არის ვირუსული დაავადება შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (AIDS).
Acquired immunodeficiencies range from temporary states that may arise from physiological stress to the devastating acquired immunodeficiency syndrome, or AIDS, which is caused by a virus.
573490.
ბიოლოგია | თავი XLIII
სტრესი და იმუნური სისტემა.
Stress and the Immune System.
573491.
ბიოლოგია | თავი XLIII
ჯანმრთელი იმუნური მოქმედება, როგორც ჩანს, ენდოკრინულ და ნერვულ სისტემებზეა დამოკიდებული.
Healthy immune function appears to depend on both the endocrine system and the nervous system.
573492.
ბიოლოგია | თავი XLIII
თითქმის 2,000 წლის წინ, ბერძენმა ექიმმა გალენმა ჩაწერა რომ დეპრესიით დაავადებული ადამიანები უფრო მიდრეკილნი იყვნენ სიმსივნის განვითარების მიმართ.
Nearly 2,000 years ago, the Greek physician Galen recorded that people suffering from depression were more likely than others to develop cancer.
573493.
ბიოლოგია | თავი XLIII
სინამდვილეში, არსებობს მზარდი დამამტკიცებელი საბუთები, რომ ფიზიკურმა და ემოციურმა სტრესმა შეიძლება იმუნიტეტი დააზიანოს.
In fact, there is growing evidence that physical and emotional stress can harm immunity.
573494.
ბიოლოგია | თავი XLIII
სტრესის დროს ადრენალური ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონები გავლენას ახდენს სისხლის თეთრ უჯრედებზე და თრგუნავს იმუნურ სისტემას.
Hormones secreted by the adrenal glands during stress affect the number of white blood cells and may suppress the immune system in other ways.
573495.
ბიოლოგია | თავი XLIII
ემოციურ მდგომარეობასა და იმუნიტეტის მოქმედებას შორის კავშირი ნერვულ სისტემასაც მოიცავს.
The association between emotional stress and immune function also involves the nervous system.
573496.
ბიოლოგია | თავი XLIII
ესა თუ ის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ჩვენი ბედნიერებისა და მოსვენების განცდისას გამოიყოფა, აძლიერებს იმუნიტეტს.
Some neurotransmitters secreted when we are relaxed and happy may enhance immunity.
573497.
ბიოლოგია | თავი XLIII
ერთ კვლევაში, კოლეჯის სტუდენტები გამოიკვლიეს გამოცდებისა და დასვენების შემდგომ პერიოდებში.
In one study, college students were examined just after a vacation and again during final exams.
573498.
ბიოლოგია | თავი XLIII
მათი იმუნური სისტემა რამდენიმე კუთხით დაზიანებული იყო გამოცდების კვირის განმავლობაში, მაგალითად, ინტერფერონის დონე უფრო დაბალი იყო.
Their immune systems were impaired in various ways during exam week; for example, interferon levels were lower.
573499.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს და სხვა დაკვირვება მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და გუნება-განწყობა გავლენას ახდენს იმუნიტეტზე.
These and other observations indicate that general health and state of mind affect immunity.
573500.
ბიოლოგია | თავი XLIII
არსებობს ნერვული და იმუნური სისტემების კავშირის ფიზიოლოგიური მტკიცებულებებიც.
Physiological evidence also points to an immune system-nervous system link.