მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573501.
ბიოლოგია | თავი XLIII
ნეიროტრანსმიტერების რეცეპტორები ლიმფოციტების ზედაპირზე იქნა აღმოჩენილი, და ნერვების ქსელი ღრმად იჭრება თიმუსში.
Receptors for neurotransmitters have been discovered on the surface of lymphocytes, and a network of nerve fibers penetrates deep into the thymus.
573502.
ბიოლოგია | თავი XLIII
შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (AIDშ).
Acquired Immunodeficiency Syndrome (AIDS).
573503.
ბიოლოგია | თავი XLIII
შიდსიანი ადამიანები მაღალმგრძნობიარენი არიან ინფექციებისა და სიმსივნეების მიმართ.
People with AIDS are highly susceptible to opportunistic infections and cancers.
573504.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, Pneumocystis carinii-ით გამოწვეულმა ინფექციამ შეიძლება შიდსიან ადამიანებში ფილტვების მწვავე ანთება გამოიწვიოს, მაგრამ ჯანსაღი იმუნური სისტემის მქონე პირებში წარმატებულად ითრგუნება.
For example, infection by Pneumocystis carinii, a ubiquitous fungus, can cause severe pneumonia in people with AIDS but is successfully rebuffed by individuals with a healthy immune system.
573505.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამის მსგავსად, კაპოშის სარკომა იშვიათი კიბოა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად შიდსიანებში ვითარდება.
Likewise, Kaposi's sarcoma is a rare cancer that occurs most commonly in AIDS patients.
573506.
ბიოლოგია | თავი XLIII
ასეთი დაავადებები, ნევროლოგიურ დარღვევებთან და სხვა ფიზიოლოგიურ პათოლოგებთან ერთად, სიკვდილის მიზეზი ხდება.
Such opportunistic diseases, as well as neurological damage and physiological wasting, can lead to death.
573507.
ბიოლოგია | თავი XLIII
რამდენადაც შიდსის დროს T ჰელპერები იკარგება, ჰუმორული და უჯრედული პასუხი ზიანდება.
Because AIDS arises from the loss of helper T cells, both humoral and cell-mediated immune responses are impaired.
573508.
ბიოლოგია | თავი XLIII
T ჰელპერების დაკარგვა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV), რეტროვირუსის მოქმედების შედეგია.
This loss of helper T cells results from infection by the human immunodeficiency virus (HIV), a retrovirus.
573509.
ბიოლოგია | თავი XLIII
HIV შედის უჯრედებში სამი ცილის გამოყენებით, რომლებიც იმუნურ პასუხში მონაწილეობენ.
HIV gains entry into cells by making use of three proteins that participate in normal immune responses.
573510.
ბიოლოგია | თავი XLIII
HIV-ის მთავარი რეცეპტორი T უჯრედებზე CD4 მოლეკულაა.
The main receptor for HIV on helper T cells is the cell's CD4 molecule.
573511.
ბიოლოგია | თავი XLIII
ვირუსი სხვა ტიპის უჯრედებსაც აზიანებს, როგორიცაა მაკროფაგები და ტვინის უჯრედები, რომლებსაც CD4 მოლეკულები აქვს, თუმცა, უფრო დაბალი დონით.
The virus also infects other cell types, such as macrophages and brain cells, that have low levels of CD4.
573512.
ბიოლოგია | თავი XLIII
HIV-ის შესვლას სჭირდება უჯრედის ზედაპირის ცილა – კორეცეპტორი, რომელსაც ფუზინს უწოდებენ და რომელიც HIV-ით დაზიანებული ყველა უჯრედის ზედაპირზე მოიპოვება, ხოლო არის სხვა კორეცეპტორიც, რომელიც მხოლოდ მაკროფაგებსა და T ჰელპერებზეა.
In addition to CD4, HIV entry requires a second cell-surface protein, a co-receptor called fusin, which is present on all the cell types infected by HIV, while a different co-receptor is present only on macrophages and helper T cells.
573513.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს ორივე ტიპის კორეცეპტორი არაინფიცირებულ უჯრედებზე მოქმედებს, როგორც ქემოკინების რეცეპტორები.
Both of these co-receptors function as chemokine receptors in uninfected cells.
573514.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს ცილები პირველად აივის კორეცეპტორებად აღიარებული იყო მას შემდეგ, რაც ნახეს რომ ქემოკინებს HIV-ის უჯრედში შეჭრისთვის ხელის შეშლა შეეძლო.
In fact, these proteins were first recognized as HIV co-receptors after it was discovered that chemokines can block HIV entry into cells.
573515.
ბიოლოგია | თავი XLIII
როდესაც უჯრედში შეიჭრება, HIV რნმ განიცდის რევერსიულ ტრანსკრიფციას და შედეგად მიღებული დნმ მასპინძელი უჯრედის გენომში ჩაშენდება.
Once inside a cell, the HIV RNA genome is reverse-transcribed, and the product DNA is integrated into the host cell's genome.
573516.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამ ფორმით, გენომს შეუძლია ვირუსის ახალი ნაწილაკების წარმოქმნა.
In this form, the viral genome can direct the production of new virus particles.
573517.
ბიოლოგია | თავი XLIII
გამოდის, რომ ინფიცირებული უჯრედის ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის მანქანები ჩათრეულია ვირუსის სასარგებლოდ.
The infected cell's machinery for transcription and translation thus are hijacked for the benefit of the virus.
573518.
ბიოლოგია | თავი XLIII
T უჯრედების სიკვდილი HIV ვირუსის საშუალებით ორი გზით უნდა ხდებოდეს.
The death of helper T cells in HIV infection is thought to occur in two ways.
573519.
ბიოლოგია | თავი XLIII
ვირუსის რეპროდუქციას ემორჩილება ინფიცირებული უჯრედი და როგორც ინფიცირებული, ისევე ჯანსაღი უჯრედები განიცდიან ვირუსით გამოწვეულ, დროში არასწორად წარმართულ აპოპტოზს.
Infected cells may succumb to the damaging effects of virus reproduction, and both infected and uninfected cells may undergo inappropriately timed apoptosis triggered by the virus.
573520.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამ დროისთვის, HIV ინფექცია ვეღარ იკურნება, თუმცა განსაზღვრულ წამლებს შეუძლია HIV-ის გამრავლების დათრგუნვა და შიდსის გავრცელების შეჩერება.
At this time, HIV infection cannot be cured, although certain drugs can slow HIV reproduction and the progression to AIDS.