მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573521.
ბიოლოგია | თავი XLIII
აღნიშნული წამლები ძალიან ძვირია და ყველა ინფიცირებულ ადამიანს ხელი არ მიუწვდება მათზე.
However, these drugs are very expensive and not available to all infected people.
573522.
ბიოლოგია | თავი XLIII
გარდა ამისა, გამრავლების ყოველ ჯერზე ვირუსში მიმდინარე მუტაციური ცვლილებები HIV-ის ახალ ფორმას წარმოქმნის, რომელიც მდგრადია წამლის მიმართ.
In addition, the mutational changes that occur in each round of virus reproduction can generate strains of HIV that are drug-resistant.
573523.
ბიოლოგია | თავი XLIII
წამლების კომბინაციის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს წამლის მიმართ მდგრადობის წარმოქმნა, რამდენადაც ერთი წამლის მიმართ მდგრადი ვირუსი, სხვა წამლით განადგურდება.
The impact of viral drug resistance can be minimized by using a combination of drugs, viruses newly resistant to one drug can be defeated by another.
573524.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგრამ მრავალი წამლის მიმართ მდგრადი ფორმების წარმოქმნა ზოგ პაციენტში წამლის „კოქტეილის” ეფექტურობას ამცირებს.
However, the appearance of strains resistant to multiple drugs reduces the effectiveness of multidrug "cocktails" in some patients.
573525.
ბიოლოგია | თავი XLIII
HIV-ის ზედაპირული ანტიგენის ხშირი მუტაციური ცვლილება, ასევე უშლის ხელს ეფექტური ვაქცინის წარმოებას.
Frequent mutational changes in HIV surface antigens also have hampered efforts to develop an effective vaccine.
573526.
ბიოლოგია | თავი XLIII
HIV-ის გადატანა ინფიცირებული უჯრედების შემცველი სხეულის სითხის საშუალებით ხდება, როგორიცაა სპერმა ან სისხლი.
Transmission of HIV requires the transfer of body fluids containing infected cells, such as semen or blood.
573527.
ბიოლოგია | თავი XLIII
დაუცველი სქესობრივი აქტი (პრეზერვატივის გარეშე) ჰომოსექსუალისტებს შორის, ასევე HIV-ის შემცველი ნემსები (ძირითადად, ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში) აშშ-ში ვირუსის გავრცელების უმთავრესი მიზეზია.
Unprotected sex (that is, without a condom) among male homosexuals and transmission via HIV-contaminated needles (typically among intravenous drug users) account for most of the HIV infections in the United States.
573528.
ბიოლოგია | თავი XLIII
თუმცა ჰეტეროსექსუალებში HIV-ის გავრცელებაც სწრაფად იზრდება პარტნიორებს შორის დაუცველი სქესობრივი აქტის შედეგად.
However, transmission of HIV among heterosexuals is rapidly increasing as a result of unprotected sex with infected partners.
573529.
ბიოლოგია | თავი XLIII
აფრიკასა და აზიაში გადაცემა ძირითადად სწორედ ჰეტეროსექსუალური გზით ხდება.
In Africa and Asia, transmission occurs primarily by heterosexual sex.
573530.
ბიოლოგია | თავი XLIII
2003 წლის დეკემბრის მოხსენებაში, შიდსის გაერთიანებული ერების ერთობლივმა პროგრამამ აღრიცხა, რომ მსოფლიოში HIV/შიდსით ინფიცირებული 40 მილიონი ადამიანია.
In a December 2003 report, the Joint United Nations Program on AIDS estimated that 40 million people worldwide are living with HIV/AIDS.
573531.
ბიოლოგია | თავი XLIII
გავრცელების სიჩქარის შესამცირებლად საუკეთესო მიდგომა ხალხის განათლებაა დაბინძურებული ნემსებისა და დაუცველი სქესობრივი აქტის გზით ვირუსის გადაცემის შესახებ.
The best approach for slowing the spread of HIV is to educate people about the practices that transmit the virus, such as using dirty needles and having sex without a condom.
573532.
ბიოლოგია | თავი XLIII
თუმცა, პრეზერვატივი HIV-ის (ან მსგავსი გზით გავრცელებადი ვირუსების, როგორიცაა B ჰეპატიტი) გადაცემის რისკს სრულად ვერ აღმოფხვრის.
Although condoms do not completely eliminate the risk of transmitting HIV (or other similarly transmitted viruses, such as the hepatitis B virus).
573533.
ბიოლოგია | თავი XLIII
ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ნებისმიერი სახის – ვაგინალური, ორალური ან ანალური – სქესობრივი აქტი აქვს პოტენციურად ინფიცირებულ პაციენტთან, ვირუსით დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება.
Anyone who has sex-vaginal, oral, or anal-with a potentially infected partner risks exposure to the deadly virus.
573534.
ბიოლოგია | თავი XLIV
ოსმორეგულაცია და გამოყოფა.
Osmoregulation and Excretion.
573535.
ბიოლოგია | თავი XLIV
დაბალანსების აქტი.
A Balancing Act.
573536.
ბიოლოგია | თავი XLIV
ცხოველის ფიზიოლოგიური სისტემები, დაწყებული უჯრედებიდან და ქსოვილებიდან, დამთავრებული ორგანოებითა და ორგანოთა სისტემებით, თხევად გარემოში ფუნქციონირებენ.
The physiological systems of animals, from cells and tissues to organs and organ systems, operate within a fluid environment.
573537.
ბიოლოგია | თავი XLIV
ასეთი სისტემების შესაბამისი ფუნქციონირებისთვის, გარემო, კერძოდ კი წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებების შეფარდებითი კონცენტრაციები, ვიწრო ფარგლებში უნდა იქნეს შენარჩუნებული, ხშირად, ამის გამო, ცხოველს გარეგანი გარემოს ძლიერ გამოწვევებთან გამკლავება ესაჭიროება.
For such systems to function properly, this environment, particularly the relative concentrations of water and solutes, must be maintained within fairly narrow limits, often in the face of strong challenges from an animal's external environment.
573538.
ბიოლოგია | თავი XLIV
მაგალითად, მტკნარი წყლის ცხოველები, რომელთა საარსებო გარემოც სხეულის სითხეების განზავების საფრთხეს ქმნის, მთელ რიგ ადაპტაციებს ავლენენ, რომელიც წყლის შეთვისებას ამცირებს, ხსნარებს ინარჩუნებს და გარემოში არსებულ მარილებს ითვისებს.
For example, freshwater animals, which live in an external environment that threatens to flood and dilute their body fluids, show adaptations that reduce water uptake, conserve solutes, and absorb salts from their surroundings.
573539.
ბიოლოგია | თავი XLIV
მეორე უკიდურესობაში, უდაბნოსა და ზღვის ცხოველების შემთხვევაში, არსებობს გამოშრობის საფრთხე და ცხოველის წყლის სწრაფად დაშლის ალბათობა.
At the other extreme, desert and marine animals face desiccating environments with the potential to quickly deplete the animals' body water.
573540.
ბიოლოგია | თავი XLIV
ასეთ გარემოში წარმატება წყლის შენარჩუნებასა და ზედმეტი მარილების გამოყოფაზეა დამოკიდებული.
Success in such environments depends on the conservation of water and the elimination of excess salts.