მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573561.
ბიოლოგია | თავი XLIV
როდესაც ორი ხსნარი ოსმოლარობით განსხვავდება, მას, რომელსაც გახსნილი ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია აქვს, ჰიპეროსმოსურს უწოდებენ უფრო განზავებულს კი - ჰიპოოსმოსურს.
When two solutions differ in osmolarity, the one with the greater concentration of solutes is said to be hyperosmotic, and the more dilute solution is said to be hyposmotic.
573562.
ბიოლოგია | თავი XLIV
წყალი ოსმოსის გზით ჰიპოოსმოსური ხსნარებიდან ჰიპეროსმოსურისკენ გადადის.
Water flows by osmosis from a hypoosmotic solution to a hyperosmotic one.
573563.
ბიოლოგია | თავი XLIV
ოსმოსის გამოწვევები.
Osmotic Challenges.
573564.
ბიოლოგია | თავი XLIV
წყლის შეთვისებასა და დაკარგვას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად ორი ძირითადი გამოსავალი არსებობს.
There are two basic solutions to the problem of balancing water gain with water loss.
573565.
ბიოლოგია | თავი XLIV
ერთი მხოლოდ ზღვის ცხოველებისთვის არის დამახასიათებელი და გულისხმობს იმას, რომ ისინი გარემოსთან იზოოსმოსური იყოს.
One, available only to marine animals, is to be isoosmotic to the surroundings.
573566.
ბიოლოგია | თავი XLIV
ის ცხოველები, რომლებიც ოსმოლარობას აქტიური მექანიზმებით არ აწესრიგებენ, ოსმოკონფორმერების სახელით არიან ცნობილნი.
Such an animal, which does not actively adjust its internal osmolarity, is known as an osmoconformer.
573567.
ბიოლოგია | თავი XLIV
იქიდან გამომდინარე, რომ ოსმოკონფორმერებების ოსმოლარობა ისეთივეა, როგორიც მათი საარსებო გარემოსი, არ არსებობს წყლის შეთვისებისა თუ კარგვის ტენდენცია.
Because an osmoconformer's internal osmolarity is the same as that of its environment, there is no tendency to gain or lose water.
573568.
ბიოლოგია | თავი XLIV
ოსმოკონფორმერები ხშირად ისეთ წყლებში ბინადრობენ, რომლებსაც ძალიან სტაბილური შემადგენლობა აქვთ და აქედან გამომდინარე, მდგრადი შინაგანი ოსმოლარობით ხასიათდებიან.
Osmoconformers often live in water that has a very stable composition and hence have a very constant internal osmolarity.
573569.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამისგან განსხვავებით, ოსმორეგულატორები ის ცხოველები არიან, რომლებიც, გამომდინარე იქიდან, რომ მათი სხეულის სითხეები გარემოს იზოოსმოსური არ არის, შინაგან ოსმოლარობას აკონტროლებენ.
In contrast, an osmoregulator is an animal that must control its internal osmolarity because its body fluids are not isoosmotic with the outside environment.
573570.
ბიოლოგია | თავი XLIV
ოსმორეგულატორები წყალს გარეთ გამოყოფენ, თუკი მათ ჰიპოოსმოსურ გარემოში უწევთ ყოფნა ან პირიქით, შეითვისებენ, როდესაც ჰიპეროსმოსურ გარემოში ხვდებიან.
An osmoregulator must discharge excess water if it lives in a hypoosmotic environment or take in water if it inhabits a hyperosmotic environment.
573571.
ბიოლოგია | თავი XLIV
ოსმორეგულაცია ცხოველებს აძლევს საშუალებას, ისეთ გარემოში იარსებონ, სადაც ოსმოკონფორმერები არ არიან, ამის მაგალითია მტკნარი წყლისა და ხმელეთის ცხოველები.
Osmoregulation enables animals to live in environments that are uninhabitable for osmoconformers, such as freshwater and terrestrial habitats.
573572.
ბიოლოგია | თავი XLIV
ოსმორეგულაცია ასევე ზღვის ბევრ ცხოველს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ზღვის წყლისგან განსხვავებული შინაგანი ოსმოლარობა.
It also allows many marine animals to maintain internal osmolarities different from that of seawater.
573573.
ბიოლოგია | თავი XLIV
როდესაც ცხოველები გარემოსა და სხეულს შორის განსხვავებულ ოსმოლარობას ინარჩუნებენ, ოსმორეგულაცია ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული.
Whenever animals maintain an osmolarity difference between the body and the external environment, osmoregulation has an energy cost.
573574.
ბიოლოგია | თავი XLIV
რამდენადაც დიფუზია სისტემაში კონცენტრაციის გათანაბრებისკენ არის მიმართული, ოსმორეგულაციას, ოსმოსური გრადიენტის შესანარჩუნებლად ენერგიის ხარჯვა უწევს, ეს კი წყალს აძლევს საშუალებას, იმოძრაოს როგორც შიგნით, ისე გარეთ.
Because diffusion tends to equalize concentrations in a system, osmoregulators must expend energy to maintain the osmotic gradients that allow water to move in or out.
573575.
ბიოლოგია | თავი XLIV
ისინი ამას აქტიური ტრანსპორტის გამოყენებით აკეთებენ, რათა სხეულის სითხეების კონცენტრაციის მანიპულირება მოახდინონ.
They do so by using active transport to manipulate solute concentrations in their body fluids.
573576.
ბიოლოგია | თავი XLIV
ენერგიის დანახარჯი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად განსხვავდება სხეულის ოსმოლარობა გარემოსგან, რამდენად ადვილად ახერხებს წყალი და მასში გახსნილი ნაერთები ცხოველის ზედაპირის გავლით მოძრაობას და რამდენი მუშაობაა საჭირო მემბრანის გავლით ხსნარების გადასატანად.
The energy cost of osmoregulation depends on how different an animal's osmolarity is from its surroundings, how easily water and solutes can move across the animal's surface, and how much work is required to pump solutes across the membrane.
573577.
ბიოლოგია | თავი XLIV
სხეულის სითხეებს (240-450 მოსმ/ლ), მტკნარ წყალს (0.5-15 მოსმ/ლ) და ზღვის წყალს (დაახლოებით 1,000 მოსმ/ლ) შორის კონცენტრაციული სხვაობის გამო ძვლოვანი თევზების ოსმორეგულაცია მოსვენების მეტაბოლური სიჩქარის დაახლოებით 5% მოითხოვს.
Because of the difference in solute concentration between their body fluids, fresh water, and seawater (approximately 1,000 mosm/L), osmoregulation accounts for nearly 5% of the resting metabolic rate of many marine bony fishes.
573578.
ბიოლოგია | თავი XLIV
კიბოსნაირის, რომელიც იუტას დიდ მარილიან ტბასა და სხვა მარილიან ტბებში ბინადრობს, შინაგანი და გარეგანი ოსმოლარობის გრადიენტი ძალიან დიდია და შესაბამისად ოსმორეგულაციის ხარჯიც ძალიან მაღალია, კერძოდ იგი მოსვენების მეტაბოლიზმის სიჩქარის 30% შეადგენს.
For brine shrimp, small crustaceans that live in Utah's Great Salt Lake and in other extremely salty lakes, the gradient between internal and external osmolarities is very large, and the cost of osmoregulation is correspondingly high, as much as 30% of the resting metabolic rate.
573579.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამისგან განსხვავებით, ზღვის ოსმოკონფორმერები, რომლებიც ზღვის წყლის იზოოსმოსურები არიან, ოსმორეგულაციაზე მცირე ენერგიას ხარჯავენ.
In contrast, marine osmoconformers, which are isoosmotic with seawater, expend little energy on osmoregulation.
573580.
ბიოლოგია | თავი XLIV
ცხოველთა უმეტესობ, მიუხედავად იმისა, ოსმოკონფორმერები, თუ ოსმორეგულატორები არიან, რომლებიც ვერ უძლებენ გარემოს ოსმოლარობის მნიშვნელოვან შეცვლას, სტენოჰალინებად იწოდება.
Most animals, whether osmoconformers or osmoregulators, cannot tolerate substantial changes in external osmolarity and are said to be stenohaline.