მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573761.
ბიოლოგია | თავი XLIV
შემდეგ ორ ნაწილში, ჩვენ ყურადღებას ძუძუმწოვრების გამომყოფ სისტემაზე გავამახვილებთ.
In the next two sections, we will focus on the mammalian excretory system.
573762.
ბიოლოგია | თავი XLIV
განსხვავებულ გარემოში გამოყოფის ფუნქციის ევოლუციური მოდიფიკაციების განხილვისთვის თავს ხერხემლიანების სხვადასხვა კლასის გამომყოფი სისტემის შედარებით დავასრულებთ.
We will then end the chapter by comparing the excretory organs of the various vertebrate classes to see how evolutionary modifications function in different environments.
573763.
ბიოლოგია | თავი XLIV
ნეფრონი და მასთან დაკავშირებული სისხლძარღვები ძუძუმწოვართა თირკმლის ფუნქციურ ერთეულს წარმოადგენენ.
Nephrons and associated blood vessels are the functional units of the mammalian kidney.
573764.
ბიოლოგია | თავი XLIV
ძუძუმწოვრების გამომყოფი სისტემის ცენტრი თირკმელია, რომელიც წყლის ბალანსისა და მარილთა რეგულაციის მთავარ უბანსაც წარმოადგენს.
The excretory system of mammals centers on the kidneys, which are also the principal site of water balance and salt regulation.
573765.
ბიოლოგია | თავი XLIV
ძუძუმწოვრებს თირკმლების წყვილი აქვს.
Mammals have a pair of kidneys.
573766.
ბიოლოგია | თავი XLIV
თითოეული თირკმელი ლობიოს თესლის ფორმისაა და ადამიანში 10 სმ სიგრძე აქვს, იგი სისხლით თირკმლის არტერიით მარაგდება და მისგან თირკმლის ვენა გამოდის.
Each kidney, bean-shaped and about 10 cm long in humans, is supplied with blood by a renal artery and drained by a renal vein.
573767.
ბიოლოგია | თავი XLIV
თირკმელში სისხლის დინება უხვია.
Blood flow through the kidneys is voluminous.
573768.
ბიოლოგია | თავი XLIV
ადამიანებში თირკმელები სხეულის მასის 1%-ზე ნაკლებს შეადგენენ, მაგრამ მოსვენებული გულის გამოსავლის 20%-ს იღებენ.
In humans, the kidneys account for less than 1% of body weight, but they receive about 20% of resting cardiac output.
573769.
ბიოლოგია | თავი XLIV
შარდი თირკმელს შარდსაწვეთების საშუალებით ტოვებს და ორივე შარდსაწვეთი შარდის ბუშტს უკავშირდება.
Urine exits each kidney through a duct called the ureter, and both ureters drain into a common urinary bladder.
573770.
ბიოლოგია | თავი XLIV
შარდვის დროს, შარდი შარდის ბუშტიდან შარდსადინარით გამოიყოფა, რომელიც გარეთ ქალებში საშოსთან ახლოს, ხოლო მამაკაცებში პენისში იხსნება.
During urination, urine is expelled from the urinary bladder through a tube called the urethra, which empties to the outside near the vagina in females or through the penis in males.
573771.
ბიოლოგია | თავი XLIV
შარდის ბუშტსა და შარდსადენს შორის არსებული სფინქტერი, რომელიც ნერვული სისტემის კონტროლის ქვეშ იმყოფება, შარდის გამოყოფას არეგულირებს.
Sphincter muscles near the junction of the urethra and the bladder, which are under nervous system control, regulate urination.
573772.
ბიოლოგია | თავი XLIV
ნეფრონი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები და ფუნქციები.
Structure and Function of the Nephron and Associated Structures.
573773.
ბიოლოგია | თავი XLIV
ძუძუმწოვრების თირკმლებს ორი განსხვავებული უბანი აქვთ, თირკმლის გარეთა შრეს ქერქი ეწოდება და შიგნითას - ტვინოვანი.
The mammalian kidney has two distinct regions: an outer renal cortex and an inner renal medulla.
573774.
ბიოლოგია | თავი XLIV
ორივე უბანში მიკროსკოპული მილაკები და მათთან დაკავშირებული სისხლძარღვოვანი ქსელებია ჩალაგებული.
Packing both regions are microscopic excretory tubules and their associated blood vessels.
573775.
ბიოლოგია | თავი XLIV
ხერხემლიანთა თირკმლის ფუნქციური ერთეული ნეფრონი - ერთი გრძელი მილისგან და კაპილარული გორგლისგან შედგება, რომელსაც გლომერულუსს უწოდებენ.
The nephron, the functional unit of the vertebrate kidney, consists of a single long tubule and a ball of capillaries called the glomerulus.
573776.
ბიოლოგია | თავი XLIV
მილის ბრმა ბოლო ფიალის ფორმის გაფართოებას ქმნის, რომელსაც ბოუმენის კაფსული ეწოდება და, რომელიც, გლომერულუსს შემოსაზღვრავს.
The blind end of the tubule forms a cup-shaped swelling called Bowman's capsule, which surrounds the glomerulus.
573777.
ბიოლოგია | თავი XLIV
ადამიანის თითოეული თირკმელი მილიონობით ნეფრონს შეიცავს, მილაკების ჯამური სიგრძე 80 კმ-ია.
Each human kidney contains about a million nephrons, with a total tubule length of 80 km.
573778.
ბიოლოგია | თავი XLIV
სისხლის ფილტრაცია.
Filtration of the Blood.
573779.
ბიოლოგია | თავი XLIV
ფილტრაცია ხდება, როდესაც სისხლის წნევა სისხლის სითხეს ბოუმენის კაფსულის გლომერულუსში განდევნის.
Filtration occurs as blood pressure forces fluid from the blood in the glomerulus into the lumen of Bowman's capsule.
573780.
ბიოლოგია | თავი XLIV
კაფსულის განსაკუთრებული უჯრედების გასწვრივ არსებული ფორებიანი კაპილარები, რომლებსაც პოდოციტებს უწოდებენ, წყლისა და მცირე ზომის გახსნილი ნივთიერებების მიმართ განვლადია, მაგრამ დიდი ზომის მოლეკულების, მაგალითად, პლაზმის ცილების, მიმართ კი – განუვლადი.
The porous capillaries, along with specialized cells of the capsule called podocytes, are permeable to water and small solutes but not to blood cells or large molecules such as plasma proteins.