მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573781.
ბიოლოგია | თავი XLIV
მცირე ზომის მოლეკულების ფილტრაცია არაშერჩევითად მიმდინარეობს და ბოუმენის კაფსულის ფილტრატი შეიცავს მარილებს, გლუკოზას, ამინომჟავებს, ვიტამინებს, აზოტოვან პროდუქტებს, როგორიც არის შარდოვანა და სხვა მცირე ზომის მოლეკულების ნარევს, რომელიც სისხლის პლაზმაში ამ ნივთიერებების კონცენტრაციის მსგავსია.
Filtration of small molecules is nonselective, and the filtrate in Bowman's capsule contains salts, glucose, amino acids, and vitamins; nitrogenous wastes such as urea, and other small molecules, a mixture that mirrors the concentrations of these substances in blood plasma.
573782.
ბიოლოგია | თავი XLIV
ფილტრატის გზა.
Pathway of the Filtrate.
573783.
ბიოლოგია | თავი XLIV
ფილტრატი ბოუმენის კაფსულიდან ნეფრონის შედეგ უბნებს გაივლის.
From Bowman's capsule, the filtrate passes through three regions of the nephron.
573784.
ბიოლოგია | თავი XLIV
დისტალური მილაკი შემკრებ მილაკში გადადის, რომელიც გადამუშავებულ ფილტრატს ბევრი ნეფრონიდან იღებს.
The distal tubule empties into a collecting duct, which receives processed filtrate from many nephrons.
573785.
ბიოლოგია | თავი XLIV
ეს ფილტრატი ბევრი შემკრები არხიდან თირკმლის ფიალას უკავშირდება, რომელიც, თავის მხრივ, შარდსაწვეთში გადადის.
This filtrate flows from the many collecting ducts of the kidney into the renal pelvis, which is drained by the ureter.
573786.
ბიოლოგია | თავი XLIV
ადამიანის თირკმელში, ნეფრონების დაახლოებით 80% შემცირებულ ჰენლეს მარყუჟს შეიცავენ და თითქმის მთლიანად ქერქოვან შრეში თავსდება.
In the human kidney, approximately 80% of the nephrons, the cortical nephrons, have reduced loops of Henle and are almost entirely confined to the renal cortex.
573787.
ბიოლოგია | თავი XLIV
დარჩენილი 20%, იუქსტამედულარული ნეფრონები, კარგად განვითარებული მარყუჟების მქონეა და თირკმლის ტვინოვან შრეში ღრმად თავსდება.
The other 20%, the juxtamedullary nephrons, have well-developed loops that extend deeply into the renal medulla.
573788.
ბიოლოგია | თავი XLIV
იუქსტამდეულარული ნეფრონები მხოლოდ ძუძუმწოვრებსა და ფრინველებს ახასიათებს.
Only mammals and birds have juxtamedullary nephrons.
573789.
ბიოლოგია | თავი XLIV
სხვა ხერხემლიანების ნეფრონებს ჰენლეს მარყუჟი არ აქვთ.
The nephrons of other vertebrates lack loops of Henle.
573790.
ბიოლოგია | თავი XLIV
იუქსტამედულარული ნეფრონები, რომლებიც ძუძუმწოვრებს შესაძლებლობას აძლევს, სისხლთან მიმართებაში ჰიპეროსმოსური შარდი წარმოქმნან, წყლის შენახვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ადაპტაციაა.
It is the juxtamedullary nephrons that enable mammals to produce urine that is hyperosmotic to body fluids, an adaptation that is extremely important for water conservation.
573791.
ბიოლოგია | თავი XLIV
ნეფრონი და შემკრები მილაკები სატრანსპორტო ეპითელიუმითაა ამოფენილი და შარდის წარმოსაქმნელად ფილტრაციას აწარმოებენ.
The nephron and the collecting duct are lined by a transport epithelium that processes the filtrate to form the urine.
573792.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამ ეპითელიუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა წყლისა და გახსნილი ნივთიერებების რეაბსორბციაა.
One of this epithelium's most important tasks is reabsorption of solutes and water.
573793.
ბიოლოგია | თავი XLIV
ყოველდღე ადამიანის თირკმელში 1100-2000ლ სისხლი გადის, რაც სხეულის სისხლის საერთო მოცულობას 275-ჯერ აღემატება.
Between 1,100 and 2,000 L of blood flows through a pair of human kidneys each day, a volume about 275 times the total volume of blood in the body.
573794.
ბიოლოგია | თავი XLIV
სისხლის ასეთი მოძრაობის შედეგად, ნეფრონი და შემკრები მილაკები 180ლ საწყის ფილტრატს წარმოქმნის, რაც საშუალო ადამიანის სხეულის წონას ორ-სამჯერ აღემატება.
From this enormous traffic of blood, the nephrons and collecting ducts process about 180 L of initial filtrate, equivalent to two or three times the body weight of an average person.
573795.
ბიოლოგია | თავი XLIV
აქედან, თითქმის მთელი შაქრები, ვიტამინები და სხვა ორგანული ნივთიერებები, ისევე როგორც წყლის 99% სისხლში რეაბსორბირდება და გარეთ გამოსაყოფად მხოლოდ 1.5ლ რჩება.
Of this, nearly all of the sugar, vitamins, and other organic nutrients and about 99% of the water are reabsorbed into the blood, leaving only about 1.5 L of urine to be voided.
573796.
ბიოლოგია | თავი XLIV
ნეფრონთან დაკავშირებული სისხლძარღვები.
Blood Vessels Associated with the Nephrons.
573797.
ბიოლოგია | თავი XLIV
თითოეული ნეფრონი სისხლით აფერენტული არტერიოლით მარაგდება, რომელიც თირკმლის არტერიის ტოტს წარმოადგენს და რომელიც გლომერულუსის კაპილარებად იყოფა.
Each nephron is supplied with blood by an afferent arteriole, a branch of the renal artery that subdivides into the capillaries of the glomerulus.
573798.
ბიოლოგია | თავი XLIV
კაპილარები გლომერულუსიდან გამოსვლისას ერთიანდება და ეფერენტულ არტერიოლს ქმნიან.
The capillaries converge as they leave the glomerulus, forming an efferent arteriole.
573799.
ბიოლოგია | თავი XLIV
ეს სისხლძარღვი შემდეგ იყოფა და პერიტუბულურ კაპილარებს ქმნის, რომელიც პროქსიმალურ და დისტალურ მილაკებს ერტყმის გარს.
This vessel subdivides again, forming the peritubular capillaries, which surround the proximal and distal tubules.
573800.
ბიოლოგია | თავი XLIV
სხვა კაპილარები ქვემოთ გრძელდება და ქმნის vasa recta-ს, რომელიც ჰენლეს მარყუჟს ერტყმის გარს.
More capillaries extend downward and form the vasa recta, the capillaries that serve the loop of Henle.