მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573921.
ბიოლოგია | თავი XLIV
ADH და RAAS ჰომეოსტაზში ერთმანეთის პარტნიორებს წარმოადგენენ.
ADH and the RAAS are partners in homeostasis.
573922.
ბიოლოგია | თავი XLIV
მხოლოდ ადჰ თირკმელში წყლის რეაბსორბციის სტიმულირებით ნატრიუმის იონების კონცენტრაციას შეამცირებდა, მაგრამ RAAS ასტიმულირებს რა ნატრიუმის იონების რეაბსორბციას ეხმარება ბალანსის შენარჩუნებაში.
ADH alone would lower blood Na concentration by stimulating water reabsorption in the kidney, but the RAAS helps maintain balance by stimulating Na* reabsorption.
573923.
ბიოლოგია | თავი XLIV
სისხლის წნევისა და მოცულობის გაზრდის საპასუხოდ წინაგულის ატრიუმის კედელი ANF-ს გამოყოფს.
The walls of the atria of the heart release ANF in response to an increase in blood volume and pressure.
573924.
ბიოლოგია | თავი XLIV
ANF აკავებს რენინის გამოყოფას, ამცირებს შემკრები მილაკის მიერ ნატრიუმის ქლორიდის რეაბსორბციას და ამცირებს თირკმელზედა ჯირკვლიდან ალდოსტერონის გამოყოფას.
ANF inhibits the release of renin, inhibits NaCl reabsorption by the collecting ducts, and reduces aldosterone release from the adrenal glands.
573925.
ბიოლოგია | თავი XLIV
ეს მოქმედება ამცირებს სისხლის წნევასა და მოცულობას.
These actions lower blood volume and pressure.
573926.
ბიოლოგია | თავი XLIV
ასე რომ, ADH, RAAS და ANF ქმნიან დახვეწილ სისტემას, რომელიც ამოწმებს, აბალანსებს და არეგულირებს თირკმლის უნარს - სისხლის ოსმოლარობა, მარილთა კონცენტრაცია, მოცულობა და წნევა გააკონტროლოს.
Thus, ADH, the RAAS, and ANF provide an elaborate system of checks and balances that regulate the kidney's ability to control the osmolarity, salt concentration, volume, and pressure of blood.
573927.
ბიოლოგია | თავი XLIV
ანფ ზუსტი მარეგულირებელი როლი აქტიური კვლევის საგანია.
The precise regulatory role of ANF is an area of active research.
573928.
ბიოლოგია | თავი XLIV
ძუძუმწოვართა თირკმლის მოქნილობა საშუალებას იძლევა, სწრაფად შეეწყოს ოსმორეგულაციისა და გამოყოფის მოთხოვნებს.
The flexibility of the mammalian kidney enables it to adjust rapidly to contrasting osmoregulatory and excretory problems.
573929.
ბიოლოგია | თავი XLIV
სამხრეთამერიკული ვამპირი ღამურა ამ მოქნილობის მაგალითია.
The South American vampire bat illustrates this versatility.
573930.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამ სახეობის ღამურები დიდი ზომის ფრინველებითა და ძუძუმწოვრებით იკვებებიან.
Bats of this species feed on the blood of large birds and mammals.
573931.
ბიოლოგია | თავი XLIV
მსხვერპლის კანში ჩასარჭობად ღამურები ბასრ კბილებს იყენებენ და შემდეგ ჭრილობიდან სისხლს წოვენ.
The bats use their sharp teeth to make a small incision in the victim's skin and then lap up blood from the wound.
573932.
ბიოლოგია | თავი XLIV
ღამურას ნერწყვში არსებული ანტიკოაგულანტი სისხლის შედედებას უშლის ხელს, მაგრამ ჩვეულებრივ მათი მსხვერპლი სერიოზულად არ ზიანდება.
Anticoagulants in the bat's saliva prevent the blood from clotting, but the prey animal is usually not seriously harmed.
573933.
ბიოლოგია | თავი XLIV
რამდენადაც ვამპირი ღამურები, შესაბამისი მსხვერპლის მოსაძებნად დიდი ხნის განმავლობაში გრძელ მანძილზე დაფრინავენ, ისინი ცდილობენ მსხვერპლისგან რაც შეიძლება მეტი სისხლი ამოწოვონ, იმდენად ბევრიც კი, რომ შეიძლება ძალიან დამძიმდნენ და ფრენაც ვეღარ შეძლონ.
Because vampire bats often search for many hours and fly for long distances to locate a suitable victim, they benefit from consuming as much blood as possible when they do find prey, so much that after feeding, a bat could be too heavy to fly.
573934.
ბიოლოგია | თავი XLIV
თუმცა, ღამურას თირკმლები, უშუალოდ კვების დროს, შეთვისებული წყლის დიდი რაოდენობას განზავებული შარდის სახით გამოყოფენ, რამაც ერთ საათში სხეულის 24% შეიძლება შეადგინოს.
However, the bat's kidneys offload much of the water absorbed from a blood meal by excreting large volumes of dilute urine as it feeds up to 24% of body mass per hour.
573935.
ბიოლოგია | თავი XLIV
მას შემდეგ, რაც აფრენისთვის საკმარის წონას დაკარგავენ, ღამურებს შეუძლიათ თავის გამოქვაბულს დაუბრუნდნენ, სადაც ისინი მთელ დღეს ატარებენ.
Having lost enough weight to take off, the bat can fly back to its roost in a cave or hollow tree, where it spends the day.
573936.
ბიოლოგია | თავი XLIV
საცხოვრებელში ღამურა რეგულაციის განსხვავებულ პრობლემებს ეჯახება.
In the roost, the bat faces a very different regulatory problem.
573937.
ბიოლოგია | თავი XLIV
მისი საკვები ძირითადად ცილაა, რომელიც შარდის დიდ რაოდენობას წარმოქმნის – მაგრამ საცხოვრებელში მყოფ ღამურას არ აქვს საშუალება საკმარისი წყალი მოიპოვოს, რათა შარდის განზავება მოხდეს.
Its food is mostly protein, which generates large quantities of urea, but roosting bats don't have access to drinking water to dilute it.
573938.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამის ნაცვლად, მათი თირკმელი იწყებს მცირე რაოდენობით მაღალკონცენტრირებული (4,600 მოსმ/ლ) შარდის წარმოქმნას, ეს შეგუებულობაა იმისთვის, რომ მოხდეს რაც შეიძლება მეტი წყლის დამარაგება.
Instead, their kidneys shift to producing small quantities of highly concentrated urine (up to 4,600 mosm/L), an adjustment that disposes of the urea load while conserving as much water as possible.
573939.
ბიოლოგია | თავი XLIV
ვამპირი ღამურების უნარი დიდი რაოდენობით განზავებული შარდის მაგივრად მცირე რაოდენობის ძალიან ჰიპეროსმოსური შარდი წარმოქმნან, მნიშვნელოვანი ნაწილია საკვების წყაროსთან ადაპტაციისთვის.
The vampire bat's ability to alternate between producing large amounts of dilute urine and small amounts of very hyperosmotic urine is an essential part of its adaptation to an unusual food source.
573940.
ბიოლოგია | თავი XLIV
სხვადასხვა საარსებო გარემოში ხერხემლიანთა თირკმლის განსხვავებული ადაპტაციები განვითარდა.
Diverse adaptations of the vertebrate kidney have evolved in different environments.