მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573861.
ბიოლოგია | თავი XLIV
როდესაც ფილტრატი რკალში შემოუხვევს და აღმავალ ტოტში შედის, რომელიც გამტარია მარილების, მაგრამ არა წყლის მიმართ, მარილების დიფუზია მაქსიმალური ხდება.
This maximizes the diffusion of salt out of the tubule as the filtrate rounds the curve and enters the ascending limb, which, remember, is permeable to salt but not to water.
573862.
ბიოლოგია | თავი XLIV
ასე რომ, ჰენლეს მარყუჟის ორი ტოტი თირკმლის ქსოვილური სითხის ოსმოსურ გრადიენტის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
Thus, the two limbs of the loop of Henle cooperate in maintaining the gradient of osmolarity in the interstitial fluid of the kidney.
573863.
ბიოლოგია | თავი XLIV
დაღმავალი ტოტი უფრო მარილიან ფილტრატს ქმნის და ნატრიუმის ქლორიდი აღმავალი ტოტიდან შემდეგ დიფუნდირებს რათა თირკმლის ტვინოვანი შრის ქსოვილური სითხის მაღალი ოსმოლარულობა შენარჩუნდეს.
The descending limb produces a saltier filtrate, and then NaCl diffuses from the ascending limb to help maintain a high osmolarity in the interstitial fluid of the renal medulla.
573864.
ბიოლოგია | თავი XLIV
ყურადღება მიაქციეთ, რომ ჰენლეს მარყუჟს ურთიერთსაწინააღმდეგო დინების სისტემასთან, რომელიც თევზების ლაყუჩებში ჟანგბადის აბსორბციის მაქსიმალიზაციას განაპირობებს და ენდოთერებში სითბოს დაკარგვას ამცირებს.
Notice that the loop of Henle has several qualities of a countercurrent system, similar in principle to the countercurrent mechanisms that maximize oxygen absorption by fish gills or reduce heat loss in endotherms.
573865.
ბიოლოგია | თავი XLIV
რამდენიმე მსგავსი თვისება აქვს, ამ შემთხვევებში, ურთიერთსაწინააღმდეგო დინების მექანიზმები ჟანგბადის ან სითბოს, გრადიენტის მიმართულებით პასიურ მოძრაობას მოიცავს.
In these cases, the countercurrent mechanisms involve passive movement along either an oxygen concentration gradient or a heat gradient.
573866.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამისგან განსხვავებით, ჰენლეს მარყუჟის ურთიერთსაწინააღმდეგო დინების მექანიზმი ენერგიას მარყუჟის აღმავალი ტოტის ფილტრატიდან ნატრიუმის ქლორიდის აქტიური ტრანსპორტისთვის ხარჯავს.
In contrast, the countercurrent system involving the loop of Henle expends energy to actively transport NaCl from the filtrate in the upper part of the ascending limb of the loop.
573867.
ბიოლოგია | თავი XLIV
ასეთ ურთიერთსაწინააღმდეგო დინების სისტემას ურთიერთსაწინააღმდეგო დინების მულტიპლიცირების სისტემას უწოდებენ.
Such countercurrent systems are called countercurrent multiplier systems.
573868.
ბიოლოგია | თავი XLIV
ჰენლეს მარყუჟის აღნიშნული სისტემა თირკმლის შიგნით მაღალ კონცენტრაციას უზრუნველყოფს და თირკმელს საშუალებას აძლევს კონცენტრირებული შარდი წარმოქმნას.
The countercurrent multiplier system involving the loop of Henle maintains a high salt concentration in the interior of the kidney, enabling the kidney to form concentrated urine.
573869.
ბიოლოგია | თავი XLIV
რა უშლის vasa recta კაპილარებს ხელს გრადიენტის გაფანტვაში, მაშინ, როდესაც ნატრიუმის ქლორიდის მაღალკონცენტრირებული რაოდენობა ტვინოვანი შრის ქსოვილურ სითხეში გადააქვს?
What prevents the capillaries of the vasa recta from dissipating the gradient by carrying away the high concentration of NaCl in the medulla's interstitial fluid?
573870.
ბიოლოგია | თავი XLIV
ყურადღება მიაქციეთ, სურათ 44.13. რომ vasa recta, რომელიც ასევე ურთიერთსაწინააღდეგო სისტემაა, თავისი დაღმავალი და აღმავალი ძარღვებით, რომლითაც სისხლი თირკმლის ოსმოსური გრადიენტის საწინააღმდეგოდ მოძრაობს.
Notice in Figure 44.13 that the vasa recta is also a countercurrent system, with descending and ascending vessels carrying blood in opposite directions through the kidney's osmolarity gradient.
573871.
ბიოლოგია | თავი XLIV
როდესაც დაღმავალ ტოტს სისხლი შიდა ტვინოვან შრეში გადააქვს, წყალი სისხლიდან იკარგება და ნატრიუმის ქლორიდი კი მასში დიფუნდირებს.
As the descending vessel conveys blood toward the inner medulla, water is lost from the blood, and NaCl diffuses into it.
573872.
ბიოლოგია | თავი XLIV
ეს დინებები ბრუნდება, როდესაც სისხლი აღმავალ ტოტში ქერქისკენ უკან მიემართება და წყალი სისხლში შედის მარილი კი გარეთ დიფუნდირებს.
These fluxes are reversed as blood flows back toward the cortex in the ascending vessel, with water reentering the blood and salt diffusing out.
573873.
ბიოლოგია | თავი XLIV
ასე რომ, vasa recta-ს შეუძლია ოსმოსურ გრადიენტთან ურთიერთქმედების გარეშე თირკმელი საკვები ნივთიერებებით და სხვა მნიშვნელოვანი ნაერთებით მოამარაგოს, რომელიც თირკმელს ჰიპეროსმოსური შარდის გამოყოფის საშუალებას აძლევს.
Thus, the vasa recta can supply the kidney with nutrients and other important substances carried by blood without interfering with the osmolarity gradient that makes it possible for the kidney to excrete hyperosmotic urine.
573874.
ბიოლოგია | თავი XLIV
ჰენლეს მარყუჟის და vasa recta-ს ურთიერთსაწინააღმდეგო დინება საშუალებას იძლევა ქერქსა და ტვინოვან შრეს შორის მკვეთრი ოსმოსური გრადიენტი შენარჩუნდეს.
The countercurrent-like characteristics of the loop of Henle and the vasa recta make it easier to maintain the steep osmotic gradient between the medulla and cortex.
573875.
ბიოლოგია | თავი XLIV
თუმცა, დიფუზიის გზით ნებისმიერი ოსმოსური გრადიენტი გაქრება, თუ მის შესანარჩუნებლად ენერგია არ დაიხარჯა.
However, any osmotic gradient in an animal will eventually be eliminated by diffusion unless energy is expended to preserve it.
573876.
ბიოლოგია | თავი XLIV
თირკმელში ეს დანახარჯი ჰენლეს მარყუჟის აღმავალი ტოტის სქელ სეგმენტში ვლინდება, სადაც ნატრიუმის ქლორიდი აქტიური ტრანსპორტის გზით მილაკიდან გარეთ გადის.
In the kidney, this expenditure largely occurs in the thick segment of the ascending limb of the loop of Henle, where NaCl is actively transported out of the tubule.
573877.
ბიოლოგია | თავი XLIV
ურთიერთსაწინააღმდეგო დინების დადებით მხარეებთან ერთად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი სხვა აქტიურ სატრანსპორტო სისტემებთან ერთად მნიშვნელოვანი რაოდენობის ატფ-ის დანახარჯს მოითხოვს და ყველა სხვა ორგანოსთან შედარებით, თირკმელს ზომიდან გამომდინარე, მას ყველაზე მაღალი მეტაბოლური აქტივობა ახასიათებს.
Even with the benefits of countercurrent exchange, this process, along with other renal active transport systems, consumes considerable ATP, and for its size, the kidney has one of the highest metabolic rates of any organ.
573878.
ბიოლოგია | თავი XLIV
მაშინ, როდესაც ფილტრატი დისტალურ მილაკს აღწევს, ის სხეულის სითხეებთან შედარებით ჰიპოოსმოსური ხდება, რადგანაც აღმავალი ტოტის სქელ უბანში ნატრიუმის ქლორიდის აქტიური ტრანსპორტით გარეთ გადაიტანება.
By the time the filtrate reaches the distal tubule, it is actually hypoosmotic to body fluids because of the active transport of NaCl out of the thick segment of the ascending limb.
573879.
ბიოლოგია | თავი XLIV
შემდეგ ფილტრატი ისევ ტვინოვანი შრისკენ ჩადის, ამჯერად უკვე შემკრებ მილაკში, რომელიც წყლის მიმართ გამტარია, მარილების მიმართ კი არა.
Now, the filtrate descends again toward the medulla, this time in the collecting duct, which is permeable to water but not to salt.
573880.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამის გამო, როდესაც ფილტრატი ქერქიდან ტვინოვანი შრისკენ გადადის და გაზრდილი ოსმოლარულობის ქსოვილურ სითხეს უპირისპირდება, ოსმოსი მისგან წყალს გამოდევნის.
Therefore, osmosis extracts water from the filtrate as it passes from the cortex to the medulla and encounters interstitial fluid of increasing osmolarity.