მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573961.
ბიოლოგია | თავი XLV
ამ თავში გაეცნობით ხერხემლიანების ჰორმონების მთავარ ტიპებს, ორგანიზმში მათი ფორმირების ადგილისა და მთავარი ეფექტების ჩათვლით.
This chapter will examine the major types of hormones in vertebrates, including where they are formed in the body and their major effects.
573962.
ბიოლოგია | თავი XLV
გარდა ამისა, განიხილება შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმები უხერხემლოებში.
In addition, we will consider comparable regulatory mechanisms in invertebrates.
573963.
ბიოლოგია | თავი XLV
ენდოკრინული და ნერვული სისტემები ინდივიდუალურად და ერთობლივად მოქმედებს ცხოველების ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაციაში.
The endocrine system and the nervous system act individually and together in regulating an animal's physiology.
573964.
ბიოლოგია | თავი XLV
ცხოველებს შინაგანი კომუნიკაციის რეგულაციის ორი სისტემა აქვთ – ნერვული და ენდოკრინული.
Animals have two systems of internal communication and regulation – the nervous system and the endocrine system.
573965.
ბიოლოგია | თავი XLV
ნერვული სისტემა, რომელსაც განვიხილავთ 48-ე თავში, მაღალი სიჩქარის ელექტრულ სიგნალებს სპეციალიზებულ უჯრედში - ნეირონებში აგზავნის.
The nervous system, which we will discuss in Chapter 48, conveys high-speed electrical signals along specialized cells called neurons.
573966.
ბიოლოგია | თავი XLV
სწრაფი მესიჯები არეგულირებენ გარემოს მოულოდნელი ცვლილებების საპასუხოდ ორგანიზმის ნაწილების მოძრაობას, მაგალითად, ხელის მკვეთრ აწევას ცხელი საგნიდან ან, გუგების გაფართოებას ბნელ ოთახში შესვლისას.
These rapid messages control the movement of body parts in response to sudden environmental changes, such as occur when you jerk your hand away from a hot pan or when your pupils dilate as you enter a dark room.
573967.
ბიოლოგია | თავი XLV
ცხოველის ჰორმონების გამომყოფი უჯრედები ერთიანად ქმნიან ენდოკრინულ სისტემას.
Collectively, all of an animal's hormone-secreting cells constitute its endocrine system.
573968.
ბიოლოგია | თავი XLV
ჰორმონები ახდენენ შენელებულ, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედ პასუხების კოორდინაციას ისეთ სტიმულებზე, როგორიცაა სტრესი, დეჰიდრატაცია და სისხლში გლუკოზის დაბალი დონე.
Hormones coordinate slower but longer-acting responses to stimuli such as stress, dehydration, and low blood glucose levels.
573969.
ბიოლოგია | თავი XLV
ჰორმონები არეგულირებს აგრეთვე განვითარების ხანგრძლივ პროცესებს, სხეულის სხვადასხვა ნაწილის ინფორმირებით, რა სისწრაფით გაიზარდოს ან როდის განვითარდეს ის ნიშან-თვისებები, რომლებიც განასხვავებს მამრს მდედრისაგან ან ახალგაზრდას ზრდასრულისგან.
Hormones also regulate long-term developmental processes by informing different parts of the body how fast to grow or when to develop the characteristics that distinguish male from female or juvenile from adult.
573970.
ბიოლოგია | თავი XLV
ჰორმონების გამომყოფ ორგანოებს ანუ ენდოკრინულ ჯირკვლებს მიაკუთვნებენ უსადინარო ჯირკვლებს, ვინაიდან ისინი ქიმიურ მესენჯერებს პირდაპირ უჯრედგარე სითხეში გამოყოფს.
Hormone-secreting organs, called endocrine glands, are referred to as ductless glands because they secrete their chemical messengers directly into extracellular fluid.
573971.
ბიოლოგია | თავი XLV
აქედან ქიმიური ნივთიერებები სისხლის მიმოქცევის სისტემაში დიფუნდირებს.
From there, the chemicals diffuse into the circulation.
573972.
ბიოლოგია | თავი XLV
ენდოკრინული და ნერვული რეგულაციის გადაფარვა.
Overlap Between Endocrine and Nervous Regulation.
573973.
ბიოლოგია | თავი XLV
მიუხედავად საკმარისი განსხვავებისა ენდოკრინულ და ნერვულ სისტემებს შორის, ამ ორ მარეგულირებელ სისტემაში გამავალი რეალური ზღვარი მაინც ბუნდოვანია.
While it is convenient to distinguish between the endocrine and nervous systems, in reality, the lines between these two regulatory systems are blurred.
573974.
ბიოლოგია | თავი XLV
კერძოდ, გარკვეულად სპეციალიზებული ნერვული უჯრედები, ცნობილი როგორც ნეიროსეკრეტორული უჯრედები, უჯრედგარე სითხით ჰორმონებს სისხლში გამოყოფენ.
In particular, certain specialized nerve cells, known as neurosecretory cells, release hormones into the blood.
573975.
ბიოლოგია | თავი XLV
ისეთ განსხვავებულ ცხოველებში, როგორიცაა მწერები და ხერხემლიანები, თავის ტვინის ნაწილი - ჰიპოთალამუსი შეიცავს ნეიროსეკრეტორულ უჯრედებს.
In animals as distinct as insects and vertebrates, a part of the brain called the hypothalamus contains neurosecretory cells.
573976.
ბიოლოგია | თავი XLV
ჰორმონებს, რომლებსაც გამოყოფენ ნეიროსეკრეტორული უჯრედები, ზოგჯერ ნეიროჰორმონებს უწოდებენ, რაც მათ ენდოკრინული ჯირკვლების მიერ გამოყოფილი „კლასიკური“ ჰორმონებისგან განასხვავებს.
The hormones produced by neurosecretory cells are sometimes called neurohormones to distinguish them from the "classic" hormones released by endocrine glands.
573977.
ბიოლოგია | თავი XLV
რამდენიმე ქიმიური ნივთიერება ასრულებს როგორც ჰორმონის როლს ენდოკრინულ სისტემაში, ასევე ქიმიური სიგნალის როლს ნერვულ სისტემაში.
A few chemicals serve both as hormones in the endocrine system and as chemical signals in the nervous system.
573978.
ბიოლოგია | თავი XLV
მაგალითად, ეპინეფრინი, ხერხემლიანების ორგანიზმში ფუნქციონირებს როგორც ე.წ. „თავდასხმა-თავდაცვის” (“fight-or-flight”) ჰორმონი (გამოიყოფა თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებით, ენდოკრინული ჯირკვალი) და როგორც ნეიროტრანსმიტერი, ლოკალური ქიმიური სიგნალი, რომელიც გადასცემს მესიჯს ნერვულ სისტემაში.
Epinephrine, for example, functions in the vertebrate body as the so-called "fight-or-flight" hormone (produced by the adrenal medulla, an endocrine gland) and as a neurotransmitter, a local chemical signal that conveys messages between neurons in the nervous system.
573979.
ბიოლოგია | თავი XLV
გარდა ამისა, ნერვული სისტემა მონაწილეობს ზოგიერთი ხანგრძლივი პასუხის რეგულაციაში – მაგალითად, ბევრი ცხოველის დღე-ღამური და რეპროდუქციული ციკლების კონტროლი - ხშირად, ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეციის გაზრდით ან შემცირებით.
In addition, the nervous system plays a role in certain sustained responses-for example, controlling day/night cycles and reproductive cycles in many animals-often by increasing or decreasing secretion from endocrine glands.
573980.
ბიოლოგია | თავი XLV
ამგვარად, თუმცა ენდოკრინული და ნერვული სისტემები ანატომიურად განსხვავდება, ისინი რიგი ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაციაში ფუნქციურად ურთიერთქმედებენ.
Thus, although the endocrine and nervous systems are anatomically distinct, they interact functionally in regulating a number of physiological processes.