მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574021.
ბიოლოგია | თავი XLV
კანის უჯრედები ე.წ. მელანოციტები ციტოპლაზმურ ორგანელებში – მელანოსომებშია მოთავსებული და მუქ ყავისფერ პიგმენტ მელანინს შეიცავს.
Skin cells called melanocytes contain the dark brown pigment melanin in cytoplasmic organelles called melanosomes.
574022.
ბიოლოგია | თავი XLV
ბაყაყის კანი ღია შეფერილობისაა, როდესაც მელანოსომების კლასტერები უჯრედის ბირთვის გარშემოა შემჭიდროებული და უფრო მუქი შეფერილობისაა, როდესაც მელანოსომები ციტოპლაზმაშია გაშლილი.
The frog's skin appears light when melanosomes cluster tightly around the cell nuclei and darker when melanosomes spread throughout the cytoplasm.
574023.
ბიოლოგია | თავი XLV
პეპტიდი – მელანოციტმასტიმულირებელი ჰორმონი მელანოსომების განლაგებას და, ამგვარად, ბაყაყის კანის შეფერილობას აკონტროლებს.
A peptide hormone called melanocyte-stimulating hormone controls the arrangement of melanosomes and, thus, the frog's skin color.
574024.
ბიოლოგია | თავი XLV
მელანოციტმასტიმულირებელი ჰორმონის დამატება პიგმენტის შემცველი უჯრედების გარემომცველ ინტერსტიციალურ სითხეში მელანოსომების დისპერსიას იწვევს.
Adding melanocyte-stimulating hormone to the interstitial fluid surrounding the pigment-containing cells causes the melanosomes to disperse.
574025.
ბიოლოგია | თავი XLV
მიუხედავად ამისა, მელანოციტმასტიმულირებელი ჰორმონის პირდაპირი მიკროინიექცია ცალკეულ მელანოციტში არ იწვევს მელანოსომის დისპერსიას – რაც ამტკიცებს, რომ ჰორმონსა და ზედაპირულ რეცეპტორს შორის ურთიერთქმედება საჭიროა ჰორმონის მოქმედებისთვის.
However, direct microinjection of melanocyte-stimulating hormone into individual melanocytes does not induce melanosome dispersion- evidence that interaction between the hormone and a surface receptor is required for hormone action.
574026.
ბიოლოგია | თავი XLV
ცალკეულ ჰორმონს შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა პასუხი სამიზნე უჯრედებში ჰორმონისთვის განსხვავებული რეცეპტორებით, განსხვავებული სიგნალების ტრანსდუქციული გზებით და/ან პასუხის შესრულებისთვის აუცილებელი განსხვავებული ცილებით.
A particular hormone may cause diverse responses in target cells with different receptors for the hormone, different signal transduction pathways, and/or different proteins for carrying out the response.
574027.
ბიოლოგია | თავი XLV
განვიხილოთ ეპინეფრინის მრავალგვარი ეფექტები ხანმოკლე სტრესზე ორგანიზმის პასუხების განპირობებაში.
Consider the multiple effects of epinephrine in mediating the body's response to short-term stress.
574028.
ბიოლოგია | თავი XLV
მაგალითად, ღვიძლის უჯრედები და ჩონჩხის კუნთების მომმარაგებელი სისხლძარღვების გლუვი კუნთები შეიცავს ეპინეფრინის β ტიპის რეცეპტორებს, მაშინ, როდესაც წვრილი ნაწლავების სისხლძარღვების გლუვი კუნთები ეპინეფრინის α ტიპის რეცეპტორებს შეიცავს.
For example, liver cells and the smooth muscle of blood vessels supplying skeletal muscle contain B-type epinephrine receptors, whereas the smooth muscle of intestinal blood vessels have a-type epinephrine receptors.
574029.
ბიოლოგია | თავი XLV
ეს ქსოვილები განსხვავებულად პასუხობს ეპინეფრინს, იწვევს სისხლის ნაკადის შემცირებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და გლუკოზის მიწოდების გაზრდას ჩონჩხის დიდი კუნთებისკენ.
These tissues respond differently to epinephrine, resulting in decreased blood flow to the digestive tract and increased delivery of glucose to major skeletal muscles.
574030.
ბიოლოგია | თავი XLV
ეს ეფექტები კრიტიკულ ვითარებაში ორგანიზმს სწრაფ რეაგირებაში ეხმარება.
These effects help the body react quickly in emergencies.
574031.
ბიოლოგია | თავი XLV
ლიპიდებში ხსნადი ჰორმონების უჯრედშიდა რეცეპტორები.
Intracellular Receptors for Lipid-Soluble Hormones.
574032.
ბიოლოგია | თავი XLV
პირველი მონაცემები იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი ჰორმონის რეცეპტორი მოთავსებულია სამიზნე უჯრედის შიგნით, ხერხემლიანების ჰორმონების ესტროგენის და პროგესტერონის შესწავლის შედეგადაა მიღებული.
The first indication that the receptors for some hormones are located inside target cells came from studying the vertebrate hormones estrogen and progesterone.
574033.
ბიოლოგია | თავი XLV
ეს სტეროიდული ჰორმონები ძუძუმწოვართა უმრავლესობის, მათ შორის ადამიანის, ნორმალური განვითარებისა და მდედრის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.
For most mammals, including humans, these steroid hormones are necessary for the normal development and function of the female reproductive system.
574034.
ბიოლოგია | თავი XLV
1960-იანი წლების დასაწყისში მკვლევრების მიერ ნაჩვენები იყო, რომ ესტროგენი და პროგესტერონი მდედრი ვირთაგვას რეპროდუქციული ტრაქტის უჯრედების ბირთვებში გროვდება.
In the early 1960s, researchers demonstrated that estrogen and progesterone accumulate within the nuclei of cells in the reproductive tract of female rats.
574035.
ბიოლოგია | თავი XLV
ამის საპირისპიროდ, ესტროგენი არ გროვდება იმ ქსოვილების უჯრედებში, რომლებიც ესტროგენს არ პასუხობს.
By contrast, no estrogen accumulates in the cells of tissues that do not respond to estrogen.
574036.
ბიოლოგია | თავი XLV
ამ დაკვირვებების საფუძველზე ნავარაუდევია, რომ სტეროიდული ჰორმონების მიმართ მგრძნობიარე უჯრედები შიდა რეცეპტორულ მოლეკულებს შეიცავს, რომლებიც ამ ჰორმონებს სპეციფიკურად უკავშირდება.
These observations led to the hypothesis that cells sensitive to a steroid hormone contain internal receptor molecules that bind specifically to that hormone.
574037.
ბიოლოგია | თავი XLV
მკვლევრებმა მოგვიანებით იმ უჯრედშიდა ცილების იდენტიფიცირება მოახდინეს, რომლებიც, როგორც სტეროიდული ჰორმონების, თიროიდული ჰორმონების და ვიტამინ D-ს ჰორმონული ფორმის რეცეპტორები ფუნქციონირებენ.
Researchers later identified the intracellular proteins that function as receptors for steroid hormones, thyroid hormones, and the hormonal form of vitamin D.
574038.
ბიოლოგია | თავი XLV
ყველა ეს ჰორმონი მცირე ზომის, უმეტესად არაპოლარული (ჰიდროფობიური) მოლეკულაა, რომელიც უჯრედული მემბრანების ჰიდროფობიურ შიდა ნაწილში ადვილად დიფუნდირებს.
All of these hormones are small, mostly nonpolar (lipid-soluble) molecules that diffuse easily through the phospholipid interior of cellular membranes.
574039.
ბიოლოგია | თავი XLV
ჩვეულებრივ, უჯრედშიდა რეცეპტორები სამიზნე უჯრედში სიგნალის ტრანსდუქციის მთლიან ამოცანას ასრულებს.
Intracellular receptors usually perform the entire task of transducing a signal within a target cell.
574040.
ბიოლოგია | თავი XLV
ქიმიური სიგნალი ააქტიურებს რეცეპტორს, რომელიც შემდეგ უჯრედის პასუხს უშუალოდ იწვევს.
The chemical signal activates the receptor, which then directly triggers the cell's response.