მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574261.
ბიოლოგია | თავი XLV
რთულ შემთხვევებში, მჟავური მეტაბოლიტები, რომლებიც წარმოიქმნება ცხიმების დაშლის დროს გროვდება სისხლში, რაც სისხლის pH-ის დაწევით სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
In severe cases, acidic metabolites formed during fat breakdown accumulate in the blood, threatening life by lowering blood pH.
574262.
ბიოლოგია | თავი XLV
I ტიპის შაქრიანი დიაბეტი (ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი) ავტოიმუნური დარღვევაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა პანკრეასის ბეტა უჯრედებს აზიანებს.
Type I diabetes mellitus (insulin-dependent diabetes) is an autoimmune disorder in which the immune system destroys the beta cells of the pancreas.
574263.
ბიოლოგია | თავი XLV
I ტიპის დიაბეტი ჩვეულებრივ, ბავშვობაში ვლინდება და ადამიანში ინსულინის წარმოქმნის უნარს არღვევს.
Type I diabetes, which usually appears during childhood, destroys the person's ability to produce insulin.
574264.
ბიოლოგია | თავი XLV
მკურნალობა ინსულინის ინიექციით, ჩვეულებრივ დღეში რამდენჯერმე ხდება.
Treatment consists of insulin injections, usually several times daily.
574265.
ბიოლოგია | თავი XLV
წარსულში საინიექციო ინსულინს ცხოველის პანკრეასიდან გამოყოფდნენ, მაგრამ ამჟამად ადამიანის ინსულინის მიღება შესაძლებელია გენური ინჟინერიის გზით ბაქტერიებიდან, რაც შედარებით არაძვირადღირებული წყაროა.
In the past, insulin for injections was extracted from animal pancreas, but now human insulin can be obtained from genetically engineered bacteria, a relatively inexpensive source.
574266.
ბიოლოგია | თავი XLV
II ტიპის შაქრიანი დიაბეტისთვის (არაინსულინ დამოკიდებული დიაბეტი) დამახასიათებელია ან ინსულინის დეფიციტი, ან უფრო მეტად, სამიზნე უჯრედების მგრძნობელობის უუნარობა, რაც განპირობებულია ზოგიერთი ცვლილებით ინსულინის რეცეპტორებში.
Type II diabetes mellitus (non-insulin-dependent diabetes) is characterized either by a deficiency of insulin or, more commonly, by reduced responsiveness of target cells due to some change in insulin receptors.
574267.
ბიოლოგია | თავი XLV
მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეობითობა II ტიპის დიაბეტში ასრულებს როლს, კვლევები მიუთითებს, რომ სხეულის ჭარბი წონა ფიზიკური ვარჯიშის გარეშე სარწმუნოდ ზრდის დაავადების რისკს.
Although heredity can play a role in type II diabetes, research indicates that excess body weight and lack of exercise significantly increase the risk.
574268.
ბიოლოგია | თავი XLV
ამ ფორმის დიაბეტი ძირითადად ვლინდება 40 წლის ასაკის შემდეგ, მაგრამ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჭარბწონიანი და ახასიათებთ ცხოვრების მჯდომარე წესი, დაავადება შეიძლება ასევე განუვითარდეთ.
This form of diabetes generally appears after age 40, but young people who are overweight and sedentary can also develop the disease.
574269.
ბიოლოგია | თავი XLV
დიაბეტით დაავადებული ადამიანების 90%-ზე მეტს აქვს II ტიპის დიაბეტი.
More than 90% of people with diabetes have type II.
574270.
ბიოლოგია | თავი XLV
ბევრ ადამიანს შეუძლია მართოს გლუკოზის დონე სისხლში რეგულარული ვარჯიშითა და ჯანმრთელი დიეტით, ხოლო ზოგიერთს წამლებით თერაპია ესაჭიროება.
Many can manage their blood glucose level with regular exercise and a healthy diet; some require drug therapy.
574271.
ბიოლოგია | თავი XLV
თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები: პასუხი სტრესზე.
Adrenal Hormones: Response to Stress.
574272.
ბიოლოგია | თავი XLV
თირკმელზედა ჯირკვლები თირკმელებზეა განლაგებული.
The adrenal glands are adjacent to the kidneys.
574273.
ბიოლოგია | თავი XLV
ძუძუმწოვრებში ყოველი თირკმელზედა ჯირკვალი სინამდვილეში ორი ჯირკვლისაგან: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის, გარეთა ნაწილის და თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებისგან, ცენტრალური ნაწილისაგან შედგება, მათ განსხვავებული ტიპის უჯრედები, ფუნქციები და ემბრიონული წარმოშობა აქვთ.
In mammals, each adrenal gland is actually made up of two glands with different cell types, functions, and embryonic origins: the adrenal cortex, the outer portion, and the adrenal medulla, the central portion.
574274.
ბიოლოგია | თავი XLV
ჰიპოფიზის მსგავსად თირკმელზედა ჯირკვალი შერეული ენდოკრინული და ნეიროენდოკრინული ჯირკვალია.
Like the pituitary gland, each adrenal gland is a fused endocrine and neuroendocrine gland.
574275.
ბიოლოგია | თავი XLV
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი ნამდვილი ენდოკრინული უჯრედებისგან შედგება, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების სეკრეტორული უჯრედები ჩანასახის ზურგის ტვინის პარალელურად მდებარე ნერვული განგლიური ფირფიტისგან, ემბრიონული განვითარების დროს წარმოიქმნება.
The adrenal cortex consists of true endocrine cells, whereas the secretory cells of the adrenal medulla derive from the neural crest during embryonic development.
574276.
ბიოლოგია | თავი XLV
არაძუძუმწოვარ ხერხემლიანებს იგივე ქსოვილების საკმაოდ განსხვავებული განლაგება აქვთ.
Nonmammalian vertebrates have quite different arrangements of the same tissues.
574277.
ბიოლოგია | თავი XLV
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების კატექოლამინები.
Catecholamines from the Adrenal Medulla.
574278.
ბიოლოგია | თავი XLV
წარმოიდგინეთ, რომ გრძნობთ საფრთხეს ან სტრესული ვითარების მოახლოებას, როგორიცაა ხალხის წინ სიტყვით გამოსვლა.
Suppose you sense danger or approach a stressful situation, such as speaking in public.
574279.
ბიოლოგია | თავი XLV
თქვენი გული უფრო ჩქარა იწყებს ცემას და თქვენს კანზე ხორკლები ჩნდება.
Your heart beats faster, and your skin develops goosebumps.
574280.
ბიოლოგია | თავი XLV
რა იწვევს ამ რეაქციებს?
What causes these reactions?