მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574201.
ბიოლოგია | თავი XLV
ჰიპოთიროიდიზმმა, საპირისპირო მდგომარეობამ, შესაძლოა გამოიწვიოს კრეტინიზმი ბავშვებში და ისეთი სიმპტომები, როგორიც არის წონის მატება, ლეთარგია და ზრდასრულებში სიცივის აუტანლობა.
Hypothyroidism, the opposite condition, can cause cretinism in infants and produce symptoms such as weight gain, lethargy, and intolerance to cold in adults.
574202.
ბიოლოგია | თავი XLV
საკვებში იოდის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის გაზრდა.
A deficiency of iodine in the diet can result in goiter an enlargement of the thyroid gland.
574203.
ბიოლოგია | თავი XLV
საკმარისი რაოდენობით იოდის გარეშე ფარისებრ ჯირკვალს არ შეუძლია ადეკვატური რაოდენობის T3-ისა და T4-ის სინთეზი და შედეგად სისხლში T3-ისა და T4-ის დაბალი დონე ჩვეულ ნეგატიურ უკუკავშირს ჰიპოთალამუსსა და წინა ჰიპოფიზზე ვერ უზრუნველყოფს.
Without sufficient iodine, the thyroid gland cannot synthesize adequate amounts of T3 and T4, and the resulting low blood levels of T3 and T4 cannot exert the usual negative feedback on the hypothalamus and anterior pituitary.
574204.
ბიოლოგია | თავი XLV
აქედან გამომდინარე, ჰიპოფიზი განაგრძობს TSH-ის სეკრეციას და TSH-ის დონისა და ფარისებრი ჯირკვლის ზრდას იწვევს.
Consequently, the pituitary continues to secrete TSH, elevating TSH levels and enlarging the thyroid.
574205.
ბიოლოგია | თავი XLV
გარდა უჯრედებისა, რომლებიც წარმოქმნის T3-სა და T4- ს, ძუძუმწოვრების ფარისებრი ჯირკვალი შეიცავს კალციტონინის წარმომქმნელ ენდოკრინულ უჯრედებს.
In addition to the cells that produce T3 and T4, the mammalian thyroid gland contains endocrine cells that produce calcitonin.
574206.
ბიოლოგია | თავი XLV
ეს ჰორმონი მოქმედებს პარათიროიდულ ჰორმონთან ერთობლივად კალციუმის ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად, როგორც შემდგომ იქნება აღწერილი.
This hormone acts in conjunction with the parathyroid hormone in maintaining calcium homeostasis, as we will describe next.
574207.
ბიოლოგია | თავი XLV
პარათიროიდული ჰორმონი და კალციტონინი: სისხლში კალციუმის შემცველობის კონტროლი.
Parathyroid Hormone and Calcitonin: Control of Blood Calcium.
574208.
ბიოლოგია | თავი XLV
სისხლში კალციუმის დონის ზუსტი ჰომეოსტაზური კონტროლი კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგანაც კალციუმის იონები (Ca2+) არსებით როლს ასრულებს ყველა უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
Rigorous homeostatic control of the blood calcium level is critical because calcium ions (Ca2+) are essential to the normal functioning of all cells.
574209.
ბიოლოგია | თავი XLV
თუ სისხლში Ca2+-ის დონე მნიშვნელოვნად დაბლა დაიწევს, ჩონჩხის კუნთები იწყებენ კონვულსიურ შეკუმშვას, მდგომარეობა, რომელიც ტეტანუსის სახელითაა ცნობილი.
If the blood Ca2+ level falls substantially, skeletal muscles begin to contract convulsively, a condition known as tetany.
574210.
ბიოლოგია | თავი XLV
თუ ამის კორექცია არ მოხდება, ტეტანუსი სასიკვდილო იქნება.
If not corrected, tetany is fatal.
574211.
ბიოლოგია | თავი XLV
ძუძუმწოვრებში ურთიერთსაპირისპირო მოქმედების ორი ჰორმონი - პარათიროიდული ჰორმონი და კალციტონინი - ასრულებს მთავარ როლს სისხლში Ca2+-ის დონის შესანარჩუნებლად ნორმასთან ახლოს, დაახლოებით 10მგ/100მლ.
In mammals, two hormones with opposite actions, parathyroid hormone and calcitonin-play a major role in maintaining blood Ca2+ level near a set point of about 10 mg/100 mL.
574212.
ბიოლოგია | თავი XLV
როდესაც სისხლში Ca2+-ის დონე ნორმაზე დაბლა ეცემა, გამოთავისუფლდება პარათიროიდული ჰორმონი (PTH).
When blood Ca2 level falls below this set point, parathyroid hormone (PTH) is released.
574213.
ბიოლოგია | თავი XLV
PTH-ს წარმოქმნის ოთხი პატარა სტრუქტურა, ფარისებრახლო ჯირკვლები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ზედაპირშია ჩაძირული.
PTH is produced by four small structures, the parathyroid glands, that are embedded in the surface of the thyroid.
574214.
ბიოლოგია | თავი XLV
PTH ზრდის სისხლში Ca2+-ის დონეს პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტებით.
PTH raises the level of blood Ca2+ by direct and indirect effects.
574215.
ბიოლოგია | თავი XLV
PTH ძვლებში, სპეციალური უჯრედების - ოსტეოკლასტების მინერალიზებული მატრიქსის დაშლას და სისხლში Ca2+-ის გამოთავისუფლებას იწვევს.
In bone, PTH induces specialized cells called osteoclasts to decompose the mineralized matrix of bone and release Ca2+ into the blood.
574216.
ბიოლოგია | თავი XLV
თირკმლებში ის პირდაპირ ახდენს Ca2+-ის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებიდან.
In the kidneys, it directly stimulates the reabsorption of Ca2+ through the renal tubules.
574217.
ბიოლოგია | თავი XLV
PTH-ს ასევე აქვს არაპირდაპირი გავლენა თირკმლებზე - ხელს უწყობს D ვიტამინის აქტიურ ჰორმონულ ფორმად გარდაქმნას.
PTH also has an indirect effect on the kidneys, promoting the conversion of vitamin D to its active hormonal form.
574218.
ბიოლოგია | თავი XLV
D ვიტამინის არააქტიური ფორმა, სტეროიდწარმოებული მოლეკულა მიიღება საკვებიდან ან სინთეზდება კანში.
An inactive form of vitamin D, a steroid-derived molecule, is obtained from food or synthesized in the skin.
574219.
ბიოლოგია | თავი XLV
D ვიტამინის აქტივაცია იწყება ღვიძლში და მთავრდება თირკმლებში, ეს პროცესი სტიმულირდება PTH-ით.
Activation of vitamin D begins in the liver and is completed in the kidneys, a process stimulated by PTH.
574220.
ბიოლოგია | თავი XLV
D ვიტამინის აქტიური ფორმა პირდაპირ მოქმედებს ნაწლავებზე, ასტიმულირებს Ca2+-ის შეთვისებას საკვებიდან და ახდენს PTH-ის ეფექტის გაძლიერებას.
The active form of vitamin D acts directly on the intestines, stimulating the uptake of Ca2+ from food and thus augmenting the effect of PTH.