მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574701.
ბიოლოგია | თავი XLVI
როგორც კი პროგესტერონისა და ესტროგენის კონცენტრაციის დონე მაღლდება, ამ ჰორმონების კომბინაცია წარმოქმნის უარყოფით კავშირს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მიმართ, LH-ისა და FSH-ის გამოყოფა კავდება.
As the levels of progesterone and estrogen rise, the combination of these hormones exerts negative feedback on the hypothalamus and pituitary, inhibiting the secretion of LH and FSH.
574702.
ბიოლოგია | თავი XLVI
ლუტეინური ფაზის ბოლოსკენ, ყვითელი სხეული იშლება და იწვევს ესტროგენისა და პროგესტერონის სწრაფ შემცირებას.
Near the end of the luteal phase, the corpus luteum disintegrates, causing concentrations of estrogen and progesterone to decline sharply.
574703.
ბიოლოგია | თავი XLVI
საკვერცხის ჰორმონების კონცენტრაციის დონის დავარდნა ათავისუფლებს ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზს ამ ჰორმონების შემაკავებელი მოქმედებისგან.
The dropping levels of ovarian hormones liberate the hypothalamus and pituitary from the inhibitory effects of these hormones.
574704.
ბიოლოგია | თავი XLVI
ჰიპოფიზს შეუძლია FЫH-ის საკმარისი რაოდენობის სეკრეცია, რათა საკვერცხეში დაიწყოს ახალი ფოლიკულის ზრდის სტიმულაცია, რომელიც საკვერცხის შემდეგი ციკლის ინიციაციას უზრუნველყოფს.
The pituitary can then begin to secrete enough FSH to stimulate the growth of new follicles in the ovary, initiating the next ovarian cycle.
574705.
ბიოლოგია | თავი XLVI
საშვილოსნოს (მენსტრუალური) ციკლი.
The Uterine (Menstrual) Cycle.
574706.
ბიოლოგია | თავი XLVI
საკვერცხის მიერ გამოყოფილი ჰორმონები – ესტროგენი და პროგესტერონი – ძირითად ეფექტს საშვილოსნოზე ახდენენ.
The hormones secreted by the ovaries- estrogen and progesterone have a major effect on the uterus.
574707.
ბიოლოგია | თავი XLVI
ზრდასრულ ფოლიკულში გამოყოფილი ესტროგენის რაოდენობა ენდომეტრიუმის გასქელების სტიმულს იძლევა.
Estrogen secreted in increasing amounts by growing follicles signals the endometrium to thicken.
574708.
ბიოლოგია | თავი XLVI
ამ გზით საკვერცხის ციკლის ფოლიკულური ფაზა კოორდინაციაშია საშვილოსნოს ციკლის პროლიფერაციის ფაზასთან.
In this way, the follicular phase of the ovarian cycle is coordinated with the proliferative phase of the uterine cycle.
574709.
ბიოლოგია | თავი XLVI
ოვულაციის წინ საშვილოსნო ემზადება ემბრიონის შესაძლო მიღებისთვის.
Before ovulation, the uterus is already being prepared for a possible embryo.
574710.
ბიოლოგია | თავი XLVI
ოვულაციის შემდეგ ესტროგენი და პროგესტერონი, რომელიც ყვითელი სხეულიდან გამოიყოფა, ასტიმულირებს ენდომეტრიუმის შემდგომ განვითარებას და შენარჩუნებას, არტერიებისა და ენდომეტრიუმის ჯირკვლების გადიდებით.
After ovulation, estrogen and progesterone secreted by the corpus luteum stimulate continued development and maintenance of the endometrium, including enlargement of arteries and growth of endometrial glands.
574711.
ბიოლოგია | თავი XLVI
ეს ჯირკვლები საკვებ ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს ადრეულმა ემბრიონმა, სანამ ის ბოლომდე ჩაიზრდებოდეს საშვილოსნოს შრეში.
These glands secrete a nutrient fluid that can sustain an early embryo even before it actually implants in the uterine lining.
574712.
ბიოლოგია | თავი XLVI
ამგვარად, საკვერცხის ციკლის ლუტეინური ფაზა კოორდინაციაშია საშვილოსნოს ციკლის სეკრეტორულ ფაზასთან.
Thus, the luteal phase of the ovarian cycle is coordinated with what is called the secretory phase of the uterine cycle.
574713.
ბიოლოგია | თავი XLVI
საკვერცხის ჰორმონების კონცენტრაციის სწრაფი დაქვეითება, როცა ყვითელი სხეულის დეზინტეგრაცია ხდება, იწვევს რა საშვილოსნოს არტერიების სპაზმს, საშვილოსნოს შრის სისხლით მომარაგებას წყვეტს.
The rapid drop in the level of ovarian hormones when the corpus luteum disintegrates causes spasms of the arteries in the uterine lining that deprive it of blood.
574714.
ბიოლოგია | თავი XLVI
ენდომეტრიუმის ზედა ორი მესამედის დაშლა მენსტრუაციაში ვლინდება.
The upper two-thirds of the endometrium disintegrates, resulting in menstruation.
574715.
ბიოლოგია | თავი XLVI
ეს არის საშვილოსნოს ციკლის მენსტრუალური დენის ფაზა და ახალი ციკლის დასაწყისი.
The menstrual flow phase of the uterine cycle and the beginning of a new cycle.
574716.
ბიოლოგია | თავი XLVI
წესისამებრ, მენსტრუაციის პირველი დღე საშვილოსნოს (და საკვერცხის) ციკლის პირველ დღესაც აღნიშნავს.
By convention, the first day of menstruation is designated day 1 of the uterine (and ovarian) cycle.
574717.
ბიოლოგია | თავი XLVI
მენსტრუალური სისხლის დენა რამდენიმე დღეს გრძელდება.
Menstrual bleeding usually persists for a few days.
574718.
ბიოლოგია | თავი XLVI
ჩვეულებრივ, მენსტრუაციის განმავლობაში საკვერცხეში ახალი ფოლიკულების ზრდა იწყება.
During menstruation, a fresh batch of ovarian follicles are just beginning to grow.
574719.
ბიოლოგია | თავი XLVI
ციკლს ციკლი მოჰყვება, საკვერცხეში კვერცხუჯრედის მომწიფება და შემდეგ მისი გამოყოფა ინტეგრირებულია საშვილოსნოს ცვლილებებთან, იმ ორგანოსთან, რომელიც ემბრიონს უნდა შეეგუოს, თუ კვერცხის განაყოფიერება მოხდება.
Cycle after cycle, the maturation and release of egg cells from the ovary are integrated with changes in the uterus, the organ that must accommodate an embryo if the egg cell is fertilized.
574720.
ბიოლოგია | თავი XLVI
თუ საშვილოსნოს ციკლის სეკრეტორული ფაზის ბოლოს ენდომეტრიუმში ემბრიონის იმპლანტაცია არ მოხდება, იწყება მენსტრუალური დენის ახალი ფაზა, რომელიც ამავე დროს შემდგომი ციკლის პირველი დღეა.
If an embryo has not implanted in the endometrium by the end of the secretory phase of the uterine cycle, a new menstrual flow commences, marking day 1 of the next cycle.