მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574721.
ბიოლოგია | თავი XLVI
მოგვიანებით, ამავე თავში თქვენ გაეცნობით იმ ძირითად მექანიზმებს, რომლებიც ორსულობის დროს ენდომეტრიუმის დეზინტეგრაციას უშლის ხელს.
Later in the chapter, you will learn about override mechanisms that prevent the disintegration of the endometrium in pregnancy.
574722.
ბიოლოგია | თავი XLVI
მდედრობით რეპროდუქციულ ციკლში ესტროგენის მაკოორდინირებელი როლის გარდა, ჰორმონების ამ ოჯახის სხვა ჰორმონებთან ერთად მეორადი მდედრობითი სქესობრივი ნიშნების ჩამოყალიბებაშიც ენიჭება მნიშვნელობა.
In addition to the roles of estrogen in coordinating the female reproductive cycle, this hormone family is responsible for the secondary sex characteristics of the female.
574723.
ბიოლოგია | თავი XLVI
ესტროგენი იწვევს ცხიმის დაგროვებას მკერდსა და თეძოებზე, ზრდის წყლის დაგროვებას, მოქმედებს კალციუმის მეტაბოლიზმზე, იწვევს მკერდის განვითარების სტიმულაციას და მოქმედებს მდედრების სექსუალურ ქცევაზე.
Estrogen induces the deposition of fat in the breasts and hips, increases water retention, affects calcium metabolism, stimulates breast development, and influences female sexual behaviour.
574724.
ბიოლოგია | თავი XLVI
დაახლოებით 450 ციკლის შემდეგ, ქალებს მენოპაუზა ეწყებათ, წყდება ოვულაცია და მენსტრუაცია.
After about 450 cycles, females undergo menopause, the cessation of ovulation and menstruation.
574725.
ბიოლოგია | თავი XLVI
მენოპაუზა ჩვეულებრივ 46-54 წლის ასაკში აღინიშნება.
Menopause usually occurs between the ages of 46 and 54.
574726.
ბიოლოგია | თავი XLVI
როგორც ჩანს, ამ წლების განმავლობაში საკვერცხე კარგავს უნარს, უპასუხოს ჰიპოფიზის (FSH და LH) გონადოტროპინების მოქმედებას და მენოპაუზა საკვერცხის მიერ ესტროგენის გამომუშავების დაქვეითების შედეგია.
Apparently, during these years, the ovaries lose their responsiveness to gonadotropins from the pituitary (FSH and LH), and menopause results from a decline in estrogen production by the ovary.
574727.
ბიოლოგია | თავი XLVI
მენოპაუზა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის.
Menopause is an unusual phenomenon.
574728.
ბიოლოგია | თავი XLVI
სხვა სახეობათა უმეტესობაში, როგორც მდედრებში, ისე მამრებში, რეპროდუქციული უნარი სიცოცხლის ბოლომდეა შენარჩუნებული.
In most species, females as well as males, retain their reproductive capacity throughout life.
574729.
ბიოლოგია | თავი XLVI
აქვს მენოპაუზას რაიმე ევოლუციური მნიშვნელობა?
Is there an evolutionary explanation for menopause?
574730.
ბიოლოგია | თავი XLVI
გამორჩეულ მდედრებში ბუნებრივ გადარჩევას რატომ უნდა შეეჩერებინა რეპროდუქცია?
Why might natural selection have favoured females who had stopped reproducing?
574731.
ბიოლოგია | თავი XLVI
ჰორმონული კონტროლი მამრობით რეპროდუქციულ სისტემაზე.
Hormonal Control of the Male Reproductive System.
574732.
ბიოლოგია | თავი XLVI
მამრობითი სქესის წარმომადგენლებში, ძირითად სასქესო ჰორმონებს ანდროგენები წარმოადგენს, რომელთაგან ტესტოსტერონი ყველაზე მნიშვნელოვანია.
In the male, the principal sex hormones are the androgens, of which testosterone is the most important.
574733.
ბიოლოგია | თავი XLVI
ანდროგენები სტეროიდულ ჰორმონებს მიეკუთვნება და ძირითადად, სათესლის ლეიდიგის უჯრედების მიერ გამოიყოფა, ინტერსტიციალური უჯრედები, რომლებიც თესლის გამომყოფი მილაკების მახლობლად არის მოთავსებული.
Androgens are steroid hormones produced mainly by the Leydig cells of the testes, interstitial cells located near the seminiferous tubules.
574734.
ბიოლოგია | თავი XLVI
ტესტოსტერონი და სხვა ანდროგენები პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაზე.
Testosterone and other androgens are directly responsible for the primary and secondary sex characteristics of the male.
574735.
ბიოლოგია | თავი XLVI
პირველადი სასქესო ნიშნები უკავშირდება რეპროდუქციულ სისტემას: გამომყვანი სადინარის და სხვა სადინარების, გარეთა რეპროდუქციული სტრუქტურების განვითარებას, სპერმის წარმოქმნას.
Primary sex characteristics are associated with the reproductive system: development of the vasa deferentia and other ducts, development of external reproductive structures, and sperm production.
574736.
ბიოლოგია | თავი XLVI
მეორადი სასქესო ნიშნების მახასიათებლები პირდაპირ არ უკავშირდება რეპროდუქციულ სისტემას, მათ მიეკუთვნება ხმის დაბოხება, სახისა და ბოქვენის თმის საფარის განვითარება და კუნთების ზრდა (ანდროგენები ასტიმულირებენ ცილის სინთეზს).
Secondary sex characteristics are features not directly related to the reproductive system, including deepening of the voice, distribution of facial and pubic hair, and muscle growth (androgens stimulate protein synthesis).
574737.
ბიოლოგია | თავი XLVI
ამასთანავე, ძუძუმწოვრებსა და სხვა ხერხემლიანებში ანდროგენები პოტენციურად ქცევასაც განაპირობებენ.
Androgens are also potent determinants of behaviour in mammals and other vertebrates.
574738.
ბიოლოგია | თავი XLVI
სპეციფიკურ სექსუალურ ქცევასა და სექსუალურ დრაივთან ერთად, ანდროგენები ჩვეულებრივ ზრდის აგრესიულობას და პასუხისმგებელია ვოკალურ ქცევაზე, როგორიცაა ფრინველების გალობა და ბაყაყების ყიყინი.
In addition to specific sexual behaviours and sex drive, androgens increase general aggressiveness and are responsible for vocal behaviour, such as singing in birds and calling by frogs.
574739.
ბიოლოგია | თავი XLVI
წინა ჰიპოფიზიდან და ჰიპოთალამუსიდან გამოყოფილი ჰორმონები სათესლეში ანდროგენების სეკრეციასა და სპერმის წარმოქმნას აკონტროლებს.
Hormones from the anterior pituitary and hypothalamus control androgen secretion and sperm production by the testes.
574740.
ბიოლოგია | თავი XLVI
როგორც თქვენ იხილეთ სურათი 46.14 ყოველი ჰორმონი მხოლოდ იმ უჯრედზე მოქმედებს, რომელსაც გარკვეული ჰორმონისადმი მგრძნობიარე რეცეპტორი აქვს.
As you study Figure 46.14, keep in mind that each hormone acts only on cells that have specific receptors for it.